არქივი

კატაპლექსია ანუ “მძინარე მზეთუნახავის სინდრომი”

cf087333d123

კატაპლექსია არის დაავადება, რომელიც დღესდღეობით მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს.  ის არის ნარკოლეფსიის ერთ-ერთი სიმპტომი და ცალკე , ნარკოლეფსიის გარეშე, ძალიან იშვიათად გვხვდება.  დაავადებას ხშირად მოიხსენიებენ როგორც “მძინარე მზეთუნახავის სინდრომს”.

კატაპლექსიით დაავადებული ადამიანი დროთა განმავლობაში “ითიშება”, რაც გამოწვეულია იმით რომ მისი ორგანიზმი კარგავს კუნთების მუშაობის უნარს, თუმცა პარალიზების დროს ყველაფერს ხედავს, გრძნობს და ესმის.

“გათიშვის” ხანგრძლივობა და მისი სიხშირე ყველა დაავადებულ ადამიანში განსხვავებულია. ის ძირითადად მიმდინარეობს  დიდი ემოციური დატვირთვის დროს , მაგ: სიცილის, აღტაცების, სიბრაზის, შიშის ძლიერი გამოხატვის შემდეგ. ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანი აღიდგენს კუნთების მუშაობის უნარს.

2608540845b2

კატაპლექსია ნერვული სისტემის დარღვევაა, რომლის დროსაც ჰიპოთელამუსი ვერ არეგულირებს ორექსინს(ან  განიცდის მის ნაკლებობას), ნეიროპეპტიდურ ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია ძილის სწორად მიმდინარეობასა და მადაზე.

ეს დაავადება არც ისე საშიშია ადამიანისათვის, თუმცა უეცარმა პარალიზებებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები თავის ქალასთან დაკავშირებით (ძლიერი დავარდნის შემდეგ).

0743528dc926

ახლა კი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო სადაც ნაჩვენებია ის, თუ როგორ გამოიყურება კატაპლექსია და ამით დაავადებული პატარა ბავშვი.

ეს კი არის დოკუმენტური ფილმი ამ დაავადების შესახებ, სადაც ნაჩვენებია 3 კატაპლექსიკის ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი)

პირველი არის 90 წლის ჯუნ ბერჩელზე, რომელიც მორგში 3-ჯერ მოხვდა. პირველი შეტევის დროს 20 წლის იყო. სამწუხაროდ პარალიზება დიდხანს გაგრძელდა და მისმა მეგობრებმა და მშობლებმა ის გარდაცვლილად მიიჩნიეს. გოგონამ გაიღვიძა მორგში. ის ამბობს:

“თვალები მორგში გავახილე. ჩემს გარშემო მკვდრები დავინახე და მივხვდი რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. წამოვჯექი და იქ ერთი ექიმი დავინახე, შემდეგ კი ვკითხე თუ შემეძლო პალატაში დაბრუნება. რამდენიმე წამის განმავლობაში მიყურებდა, შემდეგ კი გიჟივით დერეფანში გავარდა. ამის შემდეგ მე ის არ მინახავს.”

1 წლის შემდეგ მას კიდევ მოუვიდა შეტევა და გარდაცვლილად გამოცხადდა. ის კვლავ მორგში გაგზავნეს.

ჯუნი იმდენი ხანი იყო შიგნიდან მორგში ჩაკეტილი, რომ , მისი აზრით, ვერც დაითვლიდა. ის კი ფიქრობს რომ მინიმუმ 3 დღე გაატარა მორგში. ბოლოს ვიღაც შემოვიდა და გასვლის დროს კარი ღია დარჩა. ჯუნი გაიქცა. გოგონას განსაკუთრებით ის ფაქტი აშინებდა, რომ , მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს ხედავდა და გრძნობდა, ვერ ლაპარაკობდა და ამის გამო შეიძლება ცოცხლად დამარხულიყო.

e1dd2b0d0b83

ეორე კატაპლექსიკი თინეიჯერი ლუსია, რომელსაც  ყოველდღიურად 10-ჯერ ან მეტჯერ ემართება შეტევები, რომელთა ხანგრძლივობაც განსხვავებულია (რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე). დედამისი ამბობს:

“მისი თვალებით ვხვდები, თუ როდის მოუვა შეტევა. ის სწრაფად ახამხამებს მათ, შემდეგ წყნარდება, მოდუნებულია და საპასუხი რეაქციაც ნელი აქვს.”

1fa8afb83d94

ლუსის დაავადება ბევრ პრობლემას უქმნის. ხშირად შეტევები ქუჩაშიც მოდის, ამიტომ მარტო არასდროს გადის გარეთ. მეგობრებსა თუ ნაცნობებს კი ხშირად უწევთ აუხსნან ხალხს თუ რა მოუვიდა ლუსის.

“ხშირად მესმის თუ როგორ ეკითხებიან შეშფოთებული ადამიანები ჩემს მეგობრებს იმას, თუ რა მომივიდა. ერთხელ ისიც კი ვიგრძენი თუ როგორ მეყრებოდა სიგარეტის ფერფლი. ეს საშინელება იყო”

 

მსგავსი ამბები

Back to top button