ბოლივიის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ქათმის მჭამელი მამაკაცები ხდებიან ჰომოსექსუალები :lol2:
კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებმა გააოცა მსოფლიო…თითქოს საკმარისი არ იყო ლულა და უგო ჩავესი, ახლა კი მორალესის დროა
- მორალესმა კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე განაცხადა: “ქათამს, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ სასარგებლოა მდედრის ჰორმონებისთვის. თუკი მამაკაცი შეჭამს მას, ისინი “გადაუხვევენ” თავიანთ ვაჟკაცობას!”
მან დასძინა, რომ იგი მიირთმევს არაგენეტიკურად მოდიფიცირებულ ქათამს , რათა თავიდან აიცილოს ჰომოსექსუალობა და “ქალივით განაზება”..:-)
პრეზიდენტ მორალესის განცხადებამ აღაშფოთა არგენტინული გეი ჯგუფი, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს მისი ლოგიკა. არგენტინის ჰომოსექსუალთა ორგანიზაციის პრეზიდენტმა განაცხადა: ეს აბსორდულია თუკი ფიქრობენ, რომ ქათამს შეუძლია ორიენტაცია შეუცვალოს ადამიანს..
- მორალესი ასევე ამტკიცებდა, რომ ქათმის ჭამა მამაკაცებში იწვევს გამელოტებას. იგი ამბობს: “სიმელოტე, როგორც ჩანს ჩვეულებრივი დაავადებაა ევროპაში. თითქმის ყველა მელოტია და ეს დაკავშირებულია საკვებთან, რომელსაც ისინი მიირთმევენ. მატგან შორს მყოფი ხალხი არ არსებობს თმაგაცვენილი, რადგან ჩვენ მივირთმევთ სხვადასხვა საკვებს”.