გასართობიუცნაური

Google Earth-ის 10 საინტერესო აღმოჩენა

გულის ფორმის კუნძული, ადრიატიკის ზღვაში გახდა Google Earth-ის ჰიტი ვალენტინის დღისათვის.დაუსახლებელი კუნძულის ფართობი არის სულ რაღაც 130 000 იარდი და მას ეწოდება გალენსაკი (Galesnjak).კუნძული გალენსაკი მდებარეობს ხორვატიის სანაპიროსთან.მისმა მფლობელმა არ იცოდა მისი კუნძულის ასეთი უჩვეულო ფორმის შესახებ,სანამ ასობით წყვილისგან არ მიიღო წერილი იქ დარჩენის თხოვნით.

“Badlands Guardian” ასე ეწოდება ამ გეოგრაფიულ საოცრებას,იგი მდებარეობს ალბერტაში,კანადაში,ფოტოზე გამოსახულია ადამიანის სახე,რომელსაც ახურავს ამერიკის ეროვნული თავსაბურავი,და ყურსასმენები “ნაუშნიკები”,რა თქმა უნდა ეს ყველაფერი წარმოიშვა ბუნებრივად.

ეს საოცრება შეიძლება შეაფასო მხოლოდ ზემოდან,ეს გიგანტური კაცის ფორმის ტბა მდებარეობს,ბაურუს ახლოს ბრაზილიაში (-21.805149,-49.089977 კოორდინატები).

ეს თითის ანაბეჭდის ფორმის ქმნილება არის ჰუვის პარკში,გაერთიანებულ სამეფოში.მისი გარშემოწერილობაა 38 მეტრი.

ეს გიგანტური ლომის ფიგურა მდებარეობს “ZSL Whipsnade”-ის ზოოპარკში,ქალაქ ვიპსნეიდში ინგლისიში.

“Google Earth”-ის აღმოჩენების უმრავლესობა მიეკუთვნება ბუნების მიერ შექმნილ საოცრებებს,მაგრამ ეს გამონაკლისია.რატომ არის პარკირებული გამანადგურებელი თვითმფრინავი,პარიზის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში,ალბათ უცნაურია.

როდესაც Coronado Naval Amphibious Base-ს მშენებლები 1967-ში აშენებდნენ ამ შენობას ალბათ სატელიტებზე ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ქონდათ. მაგრამ 2007 წელს Google Earth-მა პირველად გაახმაურა ამ შენობის ხედები სატელიტიდან, ამის გამო ისინი აპირებენ 600, 000$ დახარჯონ რათა როგორმე შეცვალონ ეს ხედი

ეს კი ნამდვილად არ წარმოადგენს რაიმე უცნაურობას, ეს ლოგო სპეციალურად დაამზადეს ორეგონის შტატის უნივერსიტეტის – ლინუქსის ჯგუფის წევრებმა რათა აღენიშნათ 50 მემილიონე გადმოწერა. ლოგო იკავებს დაახლოებით 45,000 კვადრატულ ფუტს.

გასულ წელს “Google Earth Community”-ის წევრებმა სახელად ‘ear1grey’ აღმოაჩინეს გასაოცარი აღმოჩენა.მათ იპოვეს სანტა კლაუსის 36 მილის სიმაღლის ფოტო.

Google Earth-ს არ აქვს რეკლამები, თუ არ გავითვალისწინებთ კორპორატიულ ლოგოებს რომლის დანახვაც შეიძლება კოსმოსიდან.ეს არის კოკა-კოლის გიგანტური ლოგო (-18.529225,-70.25002 კოორდინატები),რომელიც გააკეთეს ჩილეში ერთ-ერთ გორაკის ფერდობზე 70,000 კოკა-კოლის ბოთლით.

Paata Chikhladze | Create your badge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close