გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები ტიტანიკის შესახებ

20120605 titanic

კატასტროფა მოხდა1912 წლის 14 აპრილს 23:40 -ზე

1.თეორიულად, ტიტანიკი იყო უსაფრთხო მგზავრებისთვის, ამიტომ გემის მფლობელებმა გადაწყვიტეს აღეჭურვათ გემი ნაკლები სამაშველო ნავებით, რათა გემზე ყოფილიყო მეტი თავისუფალი სივრცე. 1, 178 მგზავრზე გათვლილი იყო მხოლოდ 20 ნავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ კატასტროფის შემთხვევაში მხოლოდ მგზავრების ნახევრის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.

titanic5

2.პირველი კლასის ბილეთი იმ დროისთვის ღირდა 4, 350 დოლარი, მთელი ქონება, რომლის დახარჯვა მხოლოდ საკმაოდ შეძლებულ ადამიანებს შეეძლოთ.

 

3.იმ ტრაგიკულ დღეს, ტიტანიკის ბორტზე იმყოფებოდა 2.224 ადამიანი, მათ შორის 711 გადარჩა , დანარჩენები კი დაიღუპნენ. გარდაცვალების მთავარი მიზეზი გახლდათ ჰიპოთერმია ოკეანის
წყალში.

titanik2

4. ბორტზე პანიკის გამო, მგზავრები იმდენად ჩქარობდნენ გემის დატოვებას, რომ არაადეკვატურად შეაფასეს სიტუაცია, რის გამოც
სამაშველო ნავების უმრავლესობა თითქმის ცარიელი იყო.

5.ტიტანიკის მშენებლობა დაჯდა შვიდნახევარი მილიონი დოლარი და გაგრძელდა სამი წელი.

 

6.სიგრძეში ტიტანიკი იყო 268 მეტრი, ხოლო მისი წონა გამგზავრების დროს გახლდათ დაახლოებით 46, 000 ტონა.

7.გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ გემი ჩაიძირა.

8.ტიტანიკი ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში ოთხი კილომეტრის სიღრმეზე.

Titanic

9.მუსიკალური ბენდი, რომელიც ართობდა მგზავრებს, პანიკის და ქაოსის დროსაც განაგრძობდა დაკვრას.

10.კინო შედევრი” ტიტანიკი “, რომელიც გადაიღო ჯეიმს კამერონმა, წარდგენილი იყო თოთხმეტ ოსკარზე და მიიღო თერთმეტი მათგანი.

11.პირველი კლასის სალონების ინტერიერი ვერსალის სასახლის ინტერიერის მსგავსად შეიქმნა.
12.ადამიანები, რომლებიც მესამე კლასით მგზავრობდნენ, სპეციალურად ბლოკირებულები იყვნენ ეკიპაჟის წევრების მიერ რათა ვერ მოეხერხებინათ გემბანზე მოხვედრა.

13.აისბერგთან შეჯახების შედეგად „ ტიტანიკი“ ორ ნაწილად გაიყო.

14. 2006 წლის მაისში 99 წლის ასაკში გარდაიცვალა “ტიტანიკის”
უკანასკნელი მგზავრი.

 

წყარო : http://intermedia.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button