არქივი

იმედი

e31c70ebf07c

არის ერთი ინგლისურენოვანი საიტი www.givesmehope.com ,სადაც ადამიანები წერენ,რა ეხმარებათ რომ იცოცხლონ…აი რამოდენიმე ასეთი ადამიანის ისტორიაც

“იქამდე სანამ მოკვდებოდა,ჩვენი ძაღლი დაბრმავდა..კატა,რომელთანაც ის გაიზარდა,გახდა მისი წინამძღოლი.ის ეხახუნებოდა ძაღლის თათებს და მის წინ მიდიოდა,ხმამაღლა კნაოდა,რომ მას შეეძლო საჭმლის ჯამთან მისვლა”

“როდესაც მე სულ პატარა ვიყავი,მე დავიწყე ხმამაღლა ტირილი და საყვარელი თაგვის გალიასთან გავჩერდი.როდესაც მან დაინახა რომ ვტიროდი,თათებით კრეკერი აიღო და გალიაში ჩემთვის გააძვრინა.”

“დღეს,როდესაც ვმუშაობდი,ჩემთან ოფისში მოხუცებული წყვილი მოვიდა.როდესაც შევეკითხე,იპოვეს თუ არა ის რაც სჭირდებოდათ,ქალმა თავის მეგზურს შეხედა და თქვა : “მე ვიპოვე ყველაფერი,რაც მჭირდებოდა,43 წლის წინ”

“მე ერთ-ერთ პარკში ვიყავი ამ დღეებში და ვუყურებდი მოხუცებულ წყვილს,რომელიც იქ იჯდა.მამაკაცმა ქალს შეხედა თვალებში და უთხრა: “ჯეინ,ჩვენ ეს გავაკეთეთ…ჩვენთან ერთად ვბერდებით”

“მე დეპრესიაში ვიყავი და თავის მოკვლას ვაპირებდი.სიაც კი შევადგინე,სადაც ცხოვრების და სიკვდილის მიზეზები დავწერე.სიკვდილის მიზეზები უფრო მეტი იყო.ერთხელ ეს სია შემთხვევით მერხზე დამრჩა.მეორედ,როდესაც გადავშალე,იქ ეწერა: ” შენ ზედმეტად ლამაზი ხარ სიკვდილისთვის”

“დღეს გადატენილ ავტობუსში ამოვიდა მოხუცი ქალი,მძიმე ჩანთებით,არც ერთი თავისუფალი ადგილი არ იყო,მაგრამ ერთი 4 წლის გოგონა ადგა და ადგილი დაუთმო”

“ჩემმა დაქალმა ამ თვეში მამა დაკარგა.სკოლის ტალანტების შოუზე იგი მის საპატივცემულოდ სიმღერას მღეროდა.უცებ მან ტირილი დაიწყო და გაგრძელება ვერ შეძლო.დარბაზის ნახევარი ადგა და დაეხმარა სიმღერის დასრულებაში”

“4 თვის წინ მე გამელოტების დიაგნოზი დამისვეს.1 თვის შემდეგ თმა საერთოდ დამცვივდა.მეშინოდა სკოლაში წასვლის,მეგონა ყველა მე დამიწყებდა ყურებას.მეორე დილას მე გავიგე კარზე კაკუნი.კარი როდესაც გავაღე იქ 10 ჩემი მეგობარი თავგადაპარსული იდგა.ორი იქედან გოგო იყო”

“21 წლის წინ,ორსული ქალი მივიდა ექიმთან,რომელმაც უთხრა,რომ მას ეყოლება შვილი- დაუნის სინდრომით.ქალმა მას არ დაუჯერა და მაინც გააჩინა…მე უკვე 21 წლის ვარ და სრულიად ჯანმრთელი”

მე პირადად როცა ამათ ვკითხულობდი ცრემლი მომადგა თვალებზე…იმედი ყოველთვის უნდა იქონიო…ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button