არქივი

ადამიანი რომელმაც შეცვალა მსოფლმხედველობა

5b8fc96d6a6a
XXI საუკუნე… ადამიანები საკმაოდ განვითარდნენ და შეიცვალა მათი მსოფლმხედველობაც. შეიქმნა ატომური ელექტროსადგურები, ბირთვული რეაქტორები, კოსმოსური ხომალდები, მრავალი სახის მოწყობილობები და ა.შ. ეს იმ მეცნიერთა დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც თავს დებდნენ, რათა შეეცვალათ ეს სამყარო უკეთესობისაკენ…

44620967488b

თიმ ბერნერს ლი  – ინგლისელი ფიზიკოსი, დაიბადა 1955 წლის 8 ივნისს ლონდონში. 1976 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯი. იგი მუშაობდა ინგლისურ კომპანიებში Plessy (1976-78წწ.) და D.G Nash LtD (1978-84წწ. ) . ასევე ჟენევაში , ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ევროპულ ლაბორატორიაში (CERN) (1984-1992 წწ.) , კონსულტანტად მუშაობდა აშშ_ში, მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნოლოგიის ლაბორატორიაში (1992 წლიდან დღემდე). იგი შესულია 100 ცოცხალ გენიოს ადამიანს შორის. ბერნერს ლი დღესდღეობით არის World Wide Web Consortium-ის (W3C) დირექტორი, რომელიც ადევნებს თვალს World Wide Web-ის განვითარებას.

კომპიუტერული ტექნოლოგიის შექმნამ დიდი როლი ითამაშა ადამიანის განვითარებაში და ბევრი რამ შეცვალა მის კეთილდღეობაში. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულა ბერნერს ლის შრომებმა და მისმა მსოფლიო ქსელმა. მსოფლიო ქსელის აღმოჩენა ესაა კომპიუტერული სისტემის გაერთიანება ერთ ინტერნეტის ქსელში . ამ მხრივ შესახლებელია ინტერნეტის გამოყენება , მომხმარებელთა უშუალო  ელექტრონული ფოსტის ფართო მაშტაბით დანერგვა. ეს აღსანიშნავია იმიტომ, რომ ეს აღმოჩენა ეკუთვნის მხოლოდ ერთ კაცს – თიმ ბერნერს ლის. მეცნიერებათა ისტორიაში არ არსებობს ერთი მეცნიერის სამუშაოები, რომლებმაც ასე არსებითად იმოქმედეს ეკონომიკაზე, მეცნიერებასა და  საერთოდ , ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, როგორც ეს გააკეთა თიმ ბერნერს ლიმ 1989 წელს პროგრამის შექმნით, სახელწოდებით “Enquire”.

ქსელი არის ინტერნეტში შესვლის საშუალება და მისი დახმარებით ინფორმაციის გაცვლა.ყოველივე ამის შემქმნელი და განმახორციელებელი გახლავთ ბერნერს ლი. მან შექმნა უნივერსალური ენა, HypertextMark – Up Laguage  (HTML), რომელთა გამომყენებლებს შეეძლოთ ერთიანი , ურთიერთდამაკავშირებელი საბუთები. ბერნერს-ლის შემდეგი ნაბიჯი იყო სისტემის ინდენტიფიკაცია და დოკუმენტის ყოველ ფურცელთან მისვლა უნივერსალური საძიებელი სისტემით და გრაფიკული აღნიშვნების მოძიება.

ბოლო პერიოდში “ბრაუზერებმა” და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიამ სისტემა სრულყო. დღესდღეისობით ინტერნეტს ასობით მილიონი  მომხმარებელი ყავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღეს, მაგალითად თუ გვინდა ვიყიდოთ ავტომობილი , ან გავიგოთ ამინდის პროგნოზი  შესაძლებელია ინტერნეტის ქსელის საშუალებით , რაც შეუძლებელი იყო რამდენიმე ათეული წლის წინათ..

Crew

: )

მსგავსი ამბები

Back to top button