გასართობისაკითხავისასარგებლო

პოინტერი – ლეგენდა

65754a82ba5c

აწეული კუდი და წინა ფეხი.. და ნადირისკენ მიშვერილი თავი!

პოინტერი უძველესი მონადირე ძაღლია. ის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება მონადირისთვის ადგილსამყოფელის საჩვენებლად. პოინტერის სხვადასხვა ჯიშს სხვადასხვა ჩვევა და დანიშნულება აქვს, მაგრამ ყველასათვის საერთოა კლასიკური მიმანიშნებელი პოზა – აწეული კუდი და წინდა ფეხი.. და ნადირისკენ მიშვერილი თავი!

ისტორია

ყველაზე ადრეულ მეძებრებს ძირითადად მწყრისა და კაკბის დასაჭერად იყენებდნენ. XVII საუკუნეს ჩიტების საფანტით ხოცვა დამკვიდრდა და ესპანური პოინტერი ინგლისშიც ჩაიყვანეს. ეს იყო ნელი, მძიმე და უხალისო ძაღლი. მისთვის სისწრაფე და ყნოსვის უნარი რომ გამოემუშავებინათ, გრეიჰაუნდთან და ინგლისურ ფოქსტერიერტან შეაჯვარეს. შედეგად მიიღეს ინგლისური პოინტერი, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა და დღეს უბრალოდ პოინტერის სახელითაა ცნობილი. პოინტერის სხვა ჯიში XVII საუკუნეში გერმანიაში გამოიყვანეს: ერთმანეთთან შეაჯვარეს გერმანული მეძებარი, ესპანური პოინტერი და ბლადჰაუნდი. ის უფრო თანამედროვე ძაღლი იყო, ვიდრე თანამედროვე მოკლებეწვიანი გერმანული პოინტერი, რომელიც XIX საუკუნეში გაჩნდა, როცა ამ ჯიშს ინგლისური პოინტერის სისხლი შეერია…

—————————————————————
b99cebcf0ecf
დრათჰარი (გრძელბეწვიანი პოინტერი)

ეს ძაღლი XX საუკუნის დამდეგს გამოიყვანეს. გერმანულ დრათჰარს მეძებრისა და ყოველგვარ ამინდში მომუშავე ხვეულბეწვიანი ტერიერის თვისებები აქვს.

—————————————————————
7a9cefce999b
კურცჰარი (მოკლებეწვიანი პოინტერი)

ეს ამტანი ათლეტი მეძებართა შორის ერტერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე ძაღლია. შეუძლია ბევრი ნადირის კვალს გაჰყვეს, მონადირეს მიანიშნოს მსხვერპლის ადგილ-სამყოფელი, იპოვოს ნადირი როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში… 1920-იან წლებში, ამ ჯიშმა აშშ-ში გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

—————————————————————
69d28ad52be9

პოინტერი

ეს ჯიში ინგლისური პოინტერის სახელითაც არის ცნობილი და განთქმულია სისწრაფით, გონიერებითა და ენთუზიაზმით. საუკეთესოა ხმელეთზე ნადირობისას, ლეგენდარული კვალის მაძიებელი და ნადირზე მიმანიშნებელი ძაღლია (ეს ჯიში მყავს მე)!

აღნაგობა

სხეული: ღრმა (ძალზე ჩამოწეული) მკერდი, მოკლე სწორი ზურგი, ძლიერი წელი; გრძელი, დაკუნთული და ოდნავ მოხრილი კისერი

კიდურები: წინა კიდურები – გრძელი, ძლიერი და გამხდარი; უკანა კიდურები – დაკუნთული

კუდი: აპრეხილი, ძირში მსხვილი; აჭრიან ორ მეხუთედს ან ნახევარს. მოძრაობისას კუდი ჰორიზონტალურად უჭირავს

ბალანი: მოკლე, უხეში, ხშირი; შავი ან მოწითალო-მოყავისფრო, ზოგჯერ თეთრი ხალებით მორთული

თვალები: საშუალო ზომის, გონივრული გამოხედვა

ყურები: დიდი და ჩამოპარტყუნებული

თავი: მოხდენილი, ფართო, ოდნავ მომრგვალებული, გრძელი დრუნჩით; დრუნჩის წვერი შავი ან ყავისფერია, ბეწვის ფერის მიხედვით


ნადირობის ექსპერტი
გერმანული კურცჰარი ნადირობის ექსპერტი კი არ არის, არამედ შესანიშნავი მცველი და სახლის ძაღლიცაა.

ხასიათი

გერმანული პოინტერი საერთოდ კეთილი, გაწონასწორებული ხასიათის, ერთგული და დამჯერი ძაღლია. ძალიან ენერგიულია და ყოველთვის მუშაბის გუნებაზეა.

ზომა

სიმაღლე:

ხვადი: 58-64 სმ

ძუ: 53-58 სმ

680c90c3f5d1

..ბონუსი დამავიწყდა? ნუ გეშინიათ არ დამვიწყებია. უბრალოდ ამ პოსტს არ ესაჭიროება ბონუსი.

წყარო: ჩემი საკუთრებაა

Copy & Paste


100001788499692.275.1945428784

დაე დასრულებულ იყოს პოსტი ! :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button