გართობა

The Prodigy

undefined

The Prodigy ინგლისური მუსიკალური ჯგუფია. მათი მუსიკა მრავალი მუსიკალური სტილის ნაზავია, რომელიც მოიცავს რეივს, ჰარდკორ ტექნოსა და ინდასტრიალს – 1990-იანების დასაწყისში, ხოლო მოგვიანებით, ალტერნატიულ როკსა და ბიგბითს პანკის ვოკალური ელემენტებით. ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობაა: ლაიამ ჰოულეტი (კომპოზიტორი/კლავიშები), კიტ ფლინტი (მოცეკვავე/ვოკალისტი) და მაქსიმ რეალითი (ემსი/ვოკალისტი).

ჯგუფის კარიერა დაიწყო 10 კომპოზიციისგან შემდგარი დემო-ჩანაწერი, რომელიც ლაიამმა შეადგინა. ლეიბლი XL Recordings დაინტერესდა ამ დემოთი და 1991 წლის თებერვალში გამოსცა “What Evil Lurks”-ის 12″ სინგლი.

ჯგუფის პირველი გამოსვლა (კიტ ფლინტთან და ლიროი თორნჰილთან ერთად) შედგა ლონდონში. “Charly”, შემდეგი სინგლი, გამოიცა რამდენიმე თვის შემდეგ და მაშინდელ რეივ-სცენაზე ნამდვილ სენსაციად იქცა. ასეთივე წარმატება ჰქონდა ენერგიულ სინგლს “Everybody in the Place”.

შუალედში, “Charly”-ს წარმატებას მოჰყვა პირველი სტუდიური დისკი Experience, რომელიც ლონდონის რეივ-სცენაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მაგრამ ჯგუფმა მხოლოდ რეივის განხრა არ იკმარა, ამიტომ დისკის გამოცემისა და კონცერტების შემდეგ საკუთარი გზა აირჩია. 1993 წელს ჰოულეტმა ანონიმურად გამოსცა დამოუკიდებელი დისკი “Earthbound I”, რომლითაც მაშინდელი ანდერგრაუნდი ფრიად დაინტერესებული იყო.

1994 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე სტუდიური დისკი Music for the Jilted Generation. იგი წარმატებით მოხვდა ბრიტანეთის ჩარტების #1 ადგილზე. პროდიჯის მუსიკამ შეითავსა მძიმე ტექნოსა და ბრეიქ-ბითის ელემენტები. საკმაოდ ორიგინალური იყო ალბომში ნარკოტიკული სუიტის მოხვედრა (რამდენიმე კომპოზიციისგან შემდგარი ელექტრონული ნომრების) და უფრო როკ-ელემენტებით სავსე კომპოზიციების – მაგალითად, “Their Law”.

დისკის წარმატების შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო შემადგენლობა გააფართოვა გიტარის ჯიმი დევიდის მონაწილეობით. ამასთან, კიტ ფლინტის ახალი სასცენო იმიჯით კოლექტივმა ახალგაზრდობის მეტი ყურადღება მიიპყრო. 1996 წელს უკვე მზად იყო ახალი სინგლი, “Firestarter”. მაგრამ უფრო მნიშვნელოვან წარმატებას ადგილი შემდეგ წელს ჰქონდა.

The Fat of the Land (1997) იქცა თავისი დროის სავიზიტო ბარათად. მუსიკალურ სცენაზე გამეფებული ელექტრონული ტენდენციების გააქტიურებით პროდიჯიმ გაამარტივა სემპლინგი, გამოიყენა პანკის მსგავსი ვოკალური ელემენტები (კიტ ფლინტის შესრულებით) და შექმნა ნებისმიერი დისკოთეკისა თუ დიჯეისათვის აუცილებელი ალბომი.

პროდიჯიმ როკ-სადგურებზეც შეაღწია – მომაჯადოვებელი “Smack My Bitch Up”-ით. ამ ნომრისათვის ასევე შეიქმნა უცენზურო ვიდეოც, რომელიც MTV-ზე მხოლოდ ღამის ეთერში გადიოდა. ამასთან, თავად კომპოზიციის ტექსტის გამო, ბევრ სკანდალს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე მაღაზიამ უარი განაცხადა ალბომის გაყიდვაზე, თუმცა გრამფირფიტა შემდეგი 20 კვირის განმავლობაში კვლავ იდო მათ თაროებზე. მთლიანობაში ჯგუფმა გაყიდა ალბომის 150.000 ასლი.

1999 წელს ჯგუფმა შეისვება, ხოლო ჰოულეტმა გამოსცა მიქსების საკუთარი დისკი, Dirtchamber Sessions Volume 1.

2002 წელს გამოჩნდა ჯგუფის ახალი სინგლი, “Baby’s Got a Temper”, კვლავ ჯიმი დევისის გიტარის თანხლებით. ნომერში კვლავ იქნა გამოყენებული გამაღიზიანებელი ლირიკა, რომელმაც გამოიწვია სკანდალები, მაგრამ ჟურნალმა Q იმავე წელს კოლექტივი დაასახელა სიაში “50 ჯგუფი, რომელიც სიკვდილამდე უნდა იხილოთ”.

პროდიჯის მეოთხე სტუდიური დისკი, Always Outnumbered, Never Outgunned გამოვიდა 2004 წლის 23 აგვისტოს (ბრიტანეთი) და 13 სექტემბერს (აშშ). “Girls” დიდი წარმატებით სარგებლობდა.

2005 წელს გამოიცა კრებული Their Law: The Singles 1990-2005, ცნობილი სინგლის Voodoo People ახალი ვერსიით.

მოგვიანებით ასევე გამოდიოდა ჯგუფის პირველი ორი ალბომის სპეციალური გამოცემები, დამატებითი დისკების თანხლებით.

2008 წლის 5 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის პირად ლეიბლზე, Take Me to the Hospital გამოიცემა მეხუთე სტუდიური ალბომი Invaders Must Die

ალბომში მოწვეულ სტუმრებს შორის არის დეივ გროლი. წარმატება ასევე იქონია სინგლების “Omen” და “Invaders Must Die” გამოცემამ.

ალბომი გამოვიდა 2009 წლის 21 თებერვალს. სინგლი “Omen” მოხვდა კანადური სინგლების #1 ადგილზე, გამოსვლის პირველივე კვირაში.

ევროპულ გამოცემაში შეტანილი იქნა როგორც კომპაქტ დისკი, ასევე DVD დისკი დამატებითი მასალით.

სტუდიური ალბომები

1992: Experience
1994: Music for the Jilted Generation
1997: The Fat of the Land
2004: Always Outnumbered, Never Outgunned
2009: Invaders Must Die

EP დისკები

1991: What Evil Lurks
1995: Voodoo People
2009: Lost Beats

კრებულები

1999: The Dirtchamber Sessions Volume One
2005: Their Law: The Singles 1990-2005

სინგლები

1991: “Charly”
1991: “Everybody in the Place”
1992: “Fire”
1992: “Out of Space”
1993: “Wind It Up (Rewound)”
1993: “One Love”
1994: “No Good (Start the Dance)”
1994: “Voodoo People”
1995: “Poison”
1996: “Firestarter”
1996: “Breathe”
1997: “Smack My Bitch Up”
2002: “Baby’s Got a Temper”
2004: “Girls”
2004: “Hotride”
2005: “Spitfire”
2005: “Voodoo People (პენდულუმის რემიქსი)”
2008: “Invaders Must Die”
2009: “Omen”

მსგავსი ამბები

Back to top button