გასართობისაკითხავი

IPod

42021cbf6f00

აიპოდის ისტორია

აიპოდი — პორტატული მედია დამკვრელების ბრენდი, გაშვებული 2001 წლის 23 ოქტომბერს, რომლის დიზაინს და მარკეტინგს კომპანია „ეპლი“ ახდენს. ამჟამად ხაზი შედგება ძირითად, მყარ დისკზე დაფუძნებულ აიპოდ კლასიკის, ძვირადღირებულ სენსორულ ეკრანიან აიპოდ თაჩის, საშუალო კლასისთვის განკუთვნილ ვიდეო შესაძლებლობებიანი აიპოდ ნანოს და დაბალფასიანი უეკრანო აიპოდ შაფლისგან. ყოფილი პროდუქტებია: კომპაქტური აიპოდ მინი (რომელიც აიპოდ ნანომ შეცვალა) და ძვირადღირებული დამატებითი ხაზი აიპოდ ფოტო (რომელიც რეინტეგრირებულ იქნა აიპოდ კლასიკის ხაზში). აიპოდ კლასიკის მოდელები მედიას შინაგან მყარ დისკზე ინახავს, დანარჩენი მოდელები, გარდა Microdrive-ზე დაფუძნებული მინისა, მათი მცირე ზომის გათვალისწინებით, ფლეშ მეხსიერებაზე არის დაფუძნებული. სხვა ციფრული მედია დამკვრელების მსგავსად, აიპოდების ინფორმაციის გარეგან მატარებლებად გამოყენებაც არის შესაძლებელი.

აიპოდებში მედიის გადასატანად ეპლის პროგრამა აიტიუნსი გამოიყენება. აიტიუნსი ჯუკბოქს პროგრამაა, რომელიც კომპიუტერში არსებული მუსიკალური ფაილებისგან შედგენილ მუსიკალურ ბიბლიოთეკას ინახავს; ასევე შეუძლია კომპაქტ დისკების წაკითხვა, ჩაწერა და კოპირება. მისივე მეშვეობით ხდება კომპიუტერიდან ვიდეოების, კალენდრის მოვლენების, კონტაქტების და თამაშების აიპოდის იმ მოდელებში შეტანა, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილების მხარდაჭერა აქვს. 2007 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მაშტაბით აიპოდის ხაზის 199 მილიონი ერთეულია გაყიდული, რაც მას ისტორიაში საუკეთესოდ გაყიდვად დამკვრელად ხდის.
აიპოდის იდეა ეპლის ციფრული ცენტრის სტრატეგიიდან მოვიდა, როდესაც კომპანიამ ციფრული მოწყობილობების მზარდი ბაზრიდან გამომდინარე, პროგრამების შექმნა დაიწყო. ციფრულ ფოტოაპარატებს, კამერებს და ორგენაიზერებს კარგად ჩამოყალიბებული მეინსტრიმული ბაზარი ჰქონდა, მაგრამ კომპანიამ აღმოაჩინა, რომ იმ დროისთვის არსებული ციფრული მუსიკალური დამკვრელები „დიდი და მოუხერხებელი ან პატარა და გამოუსადეგარი იყო“. სამომხმარებლო ინტერფეისებით, რომლებიც „დაუჯერებლად საშინელი“ აღმოჩნდა. ამის გამო ეპლმა საკუთარი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტა. ეპლის მოწყობილობების ინჟინერიის განყოფილების თამჯდომარემ, ჯონ რუბენშტეინმა, სტივ ჯობსის დავალებით, ინჟინრების ჯგუფი შეკრიბა დამკვრელი შესამუშავებლად, რომელშიც ტონი ფადელი და დიზაინერ-ინჟინერი ჯონათან აივიც შედიოდა. პროდუქტი ერთ წელზე ნაკლებ დროში შემუშავდა და საზოგადოებას 2001 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა ის გამოაცხადა, როგორც მაკ-შეთავსებადი პროდუქტი, 5 გიგაბაიტიანი მყარი დისკი, რომლის მეშვეობითაც ჯიბეში 1,000 სიმღერის ჩადება იყო ძშესაძლებელი.

ეპლისთვის უჩვეულოდ, მან აიპოდის პროგრამა თავიდან ბოლომდე თავად არ განავითარა. ამის მაგივრად მან PortalPlayer-ის პლატფორმას მიმართა, რომელიც 2 ARM ბირთვზე იყო დაფუძნებული. პლატფორმა ზედაპირულ პროგრამას იყენებდა, რომელიც გაშვებული იყო კომერციულ, მიკროკერნელ ჩაშენებულ ოპერატიულ სისტემაში. ეპლმა კონტრაქტი დადო მეორე კომპანია, Pixo-სთან, რათა ის, სტივ ჯობსის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, დახმარებოდა კომპანიას სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინში და განვითარებაში. დაფუძნების შემდეგ, ეპლი მუდმივად აგრძელებდა პროგრამის ინტერფეისის და დეტალების განახლებას. აიპოდ მინიდან დაწყებული, ფონტი Chicago Espy Sans-ით შეიცვალა. მოგვიანებით აიპოდები გადაერთვნენ Podium Sans-ზე, ეპლის კორპორატიულ ფონტ, Myriad-ის მსაგვს ფონტზე. შემდეგ, ფერად ეკრანიანმა აიპოდებმა მაკ ოს X-ის რამდენიმე თემა გადაიღეს, როგორიცაა აქუა პროგრესი და გახეხილი მეტალის თემა დახურულ ინტერფეისში. 2007-ში, ეპლმა ისევ მოახდინა აიპოდის ინტერფეისის მოდიფიცირება, მეექვსე თაობის აიპოდ კლასიკში და მესამე თაობის აიპოდ ნანოში, ძველი ფონტის Helvetica-თი შეცვლით, და ხშირ შემთხვევაში ორად გაყოფილი ეკრანით, რომლის ერთ ნახევარზე მენიუა გამოსახული, ხოლო მერე ნახევარზე ალბომის გარეკნების, ვიდეოების ან სურათების ზუმირებულ, მოძრავ გამოსახულებებს აჩვენებს (იმისდა მიხედვით, თუ რომელი კატეგორიაა მონიშნული).

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close