ახალი ამბებიმისტიკაუცნაური

რა მოხდება 2012 წელს?

დამეთანხმებით ალბათ ყველას შეეშინდა როდესაც გაიგო უზარმაზარი ასტეროიდის შესახებ, რომელის დედამიწისაკენ მოემართება. ამის შესახებ იხილეთ ჩემი სტატია გაგრძელებაში…

კაცობრიობის არსებობის დასაბამიდან არსებობს აზრი სამყაროს დაღუპვის შესახებ და ამას ყველა ძრწოლვით უყურებს. დედამიწის დაღუპვას ყოველთვის რაღაც თარიღს უკავშირებენ. ალბათ თქვენც გსმენიათ მრავალი ასეთი ჭორი, რომელიც შემდეგ არ გამართლდა. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი. ჩვენს შემთხვევაში ეს თარიღი 2012წლის 21 დეკემბერია, მაიას ტომის გრძელვადიანი კალენდრის დასასრული. ყველგან გავრცელდა ინფორმაცია დედამიწის მომავაკი კატასტროფის შესახებ, რაც დიდი ტყუილია.

ნიბურუ (Nibiru (ასტეროიდი)), დიდი ობიექტი, რომელიც დედამიწისაკენ მოემართება, უბრალოდ არ ასებობს. არ არსებობს სარწმონუ მტკიცებულებები – ტელესკოპური ან სხვაგვარი ამ ობიეცტის არსებობისა. ასევე არ არსებობს მტკიცებულებაც იმის შესახებ, რომ ასტეროიდი რაიმე სახის გრავიტაციულ გავლენას იქონიებს მზის სისტემის სხეულებზე.

მაიას კალენდარი არ მთავრდება 2012 წლის დეკემბერში. როგორც კალენდარი რომელიც გაქვთ სამზარეულოში არ შეწყვეტს არსებობას დეკემბრის 31 რიცხვის შემდეგ, ასე მაიას კალენდარიც არ შეწყდება დეკემბრის 21_ში. ეს რიცხვი არის მაიას კალენდრის გრძელი ათვლის დასასრული, მაგრამ როგორც ჩვენი კალენდარი დაიწყება თავიდან 1 იანვარს, ისე სხვა გრძელი ათვლის კალენდარი დაიწყება მაიას კალენდარში.

2012 წელს მნიშვნელოვანი არაფერი ხდება დედამიწის დაღუპვის საქმეში :D .დედამიწა არ ჩადგება პლანეტათა ხაზში (პლანეტების ერთ ხაზზე განლაგება)და ესეც რომ მომხდარიყო. მოვლენების ზემოქმედება დედამიწაზე უმნიშვნელო იქნებოდა. დეკემბერში დედამიწა და მზე მოექცევიან ირმის ნახტომის შუაში, მაგრამ ეს ყოველ წელს ხდება და არ არის საყურადღებო.

2012 წელზე ნაწინასწარმეტყველები ფაქტები ყველა სუცრუეა. ასეთ მცდარ ინფორმაციებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. ეს ყველაფერი ხალხის მოგონილია. მათზე მოქმედებს წიგნები, ტელევიზია და ათასი ჭორი. ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს კარლ საგანის სიტყვები: “განსაცვიფრებელ განცხადებებს განსაცვიფრებელი მტკიცებულებები სჭირდება”.

წყარო: ნასა

იმედია ცოტა დაწყნარდით და დამიჯერებთ…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close