გია ბუღაძე დაიბადა თბილისში 1956 წელს. 1975 – 1981 წლებში თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტია. ამ პერიოდიდან აქტიური შემოქმედებითი მუშაობა იწყება. ძირითად გამოფენათა რიცხვშია:
1982 – თბილისი, 1983 – ცესისი, 1985 – თბილისი. ”ისტორიიდან”. 1986 – ტალინი 1987 – მოსკოვი, პალერმო 1989 – დასავლეთ ბერლინი, მიუნჰენი 1990 – ბარსელონა, პარიზი, კანი 1992 _ ციურიჰი, პარიზი, კიოლნი 1994 – ბაზელი, ბრიზაგო 1995 – თბილისი. სერია: ”ანამორდოზები”, ”კონვოლუტი” 1996 – მოსკოვი, ერევანი, ბაქო, თბილისი, ბაზელი 1997 – თბილისი 1999 – ერევანი 2001 – თბილისი 2002 – რომი, ვატიკანი 2003 _ თბილისი 2004 _ თბილისი 2005 _ ოდესა 2007 _ ანკარა 2008 _ თბილისი, ლონდონი, ჰამბურგი 2009 _ თბილისი, მადრიდი
საინტერესოა ის ჯილდოები, რომლებიც გია ბუღაძეს სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსზე მიენიჭა. 1985 წელს მან მხატვართა კავშირის მიერ გამართულ კონკურსზე წლის საუკეთესო სურათისათვის მთავარი პრიზი მიიღო. ხუთი წლის შემდეგ კანის საერთაშორისო ფესტივალზე საფრანგეთის საუკეთესო ეროვნული კოლექციისათვის პრეზიდენტის პრიზი დაიმსახურა.
1993 წელს საქართველოს პედაგოგთა ასოციაციის იაკობ გოგებაშვილის და ასევე ანტონ კათალიკოსის მედალი მიიღო.
2001 წელს გია ბუღაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ.ჯავახიშვილის მედალი, ხოლო 2002 წელს კი ვატიკანის მედალი ”კარლოს მაგნუსი” მიიღო.
რაც შეეხება მის მიერ მოხატულ ტაძრებსა და საერო ტიპის შენობებს მათ რიცხვშია: 1989 წელს ბერლინში, კერძოდ მარტინ ლუთერის ეკლესია; წმ. ნინოს ეკლესია პარიზში. ასევე საინტერესოა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის ბიბლიოთეკის გუმბათი, ამავე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი; სულხან – საბა ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი;თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი. აგრეთვე თბილისის მერიის ფოიე, საქართველოს პარლამენტის ”მეფეთა დარბაზი”; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფოიე; ასევე კლაუდიო ბერლინჯიერის აპარტამენტი რომში; ლუიზიანას (აშშ) უნივერსიტეტის ”თავისუფალი სიტყვის დარბაზის” მოხატულობა; პანო ”თბილისი”.
თბილისისა და ქუთაისის გაფორმებაში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. აღსანიშნავია 2004 – 2005 წლებში თბილისის აეროპორტის გზის გაფორმება.
გია ბუღაძე რამდენიმე ფილმის მხატვარია, ესენია: რეჟისორ ბ.მარგველაშვილის ფილმი ”საკრმელი”, რეჟისორ დ.გოგუაძის ”ქრისტეს სამსჭვალი” და რეჟისორ ნ. ჯანელიძის ”იავნანა”.
გია ბუღაძე რამდენიმე წიგნის ავტორია, ესენია 1994 წელს გამოცემული ”ფიქრები წარმავალზე” და 2000 წელს – ”დიალოგები მონოლოგიდან”.
გია ბუღაძე წელი თბილისის სახ.აკადემიის რექტორია.
2006 წლის 29 მარტს კი ბატონი გიას ინიციატივით მადრიდში, სალვადორ დალის მოედანზე გალერეა სახელწოდებით ”საქართველო” გაიხსნა, სადაც მუდმივად გაიმართება ქართველ სტუდენტთა გამოფენები.
ამჟამად რადიო “მუზა” – ს ეთერში გადაცემა სახელწოდებით “ტონდო” -ს ავტორი და წამყვანია .
გია ბუღაძის ბიოგრაფია შესულია კემბრიჯის გამოცემებში ”Who is who” – ს 25 და 26 – ე გამოცემებში. საქართველოს ”ვინ ვინ არის” ყველა გამოცემაში და ქართული ენციკლოპედიის ბოლო გამოცემაში (2003 წ.).
<
წყარო: muza.ge და მე….