არქივი

საინტერესო ფაქტები სიცილზე

b53a63031690

სიცილი გიყვართ? მაშასადამე, თქვენი ჯანმრთელობა დაცულია

იუმორი დეპრესიისგან შესანიშნავად იცავს. სიცილის დროს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების გამომუშავება იზრდება, ხოლო სტრესის ჰორმონების – კორტიზოლის, ადრენალინის, დოპამინის დონე პირიქით მცირდება. სიცილის დროს სახლის კუნთებიდან მოდის იმპულსები, რომლებიც ნერვიულ სისტემასა და ტვინზე სასიკეთოდ მოქმედებს. სიცილის შემდეგ ადამიანი სასიამოვნო დაღლას გრძნობს: სხეული დუნდება, ხოლო დაძაბულება გადის. მეცნიერები ერთწუთიან სიცილს ღრმა რელაქსაციას უტოლებენ.

გსურთ გადაჭიმული სახის კანი? მაშინ ბევრი იცინეთ. სიცილი და ღიმილიც კი მიმიკის კუნთებს ტონუსს მატებს, სისხლის მოწოლას იწვევს. სიცილი მასაჟია მთელი სხეულისთვის – მასში კუნთების 80 ჯგუფი მონაწილეობს. სიცილზე განსაკუთრებით მუცლის ღრუს კუნთები რეაგირებენ, რომელთა მუშაობა, თავის მხრივ, ნაწლავების ფუნქციას აუმჯობესებს.

სიცილი ადვილად ამარცხებს ბევრ ინფექციას – ნერწყვში იზრდება იმუნოგლობულინების კონცენტრაცია, რომელიც ორგანიზმის დამცავ ძალებს ამაღლებს და ვირუსებისა და ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს განვითარების საშუალებას აძლევს, ასევე აძლიერებს ფილტვებს. სიცილი საუკეთესო ფიზიოთერაპიაა ბრონქიტის და ასთმის დროს. მხიარულების დროს სისხლძარღვები ფართოვდება და მთელ ორგანიზმის სისხლით მომარაგება უმჯობესდება. მეცნიერები ამტკიცებენ: სიცილის თერაპია სისხლის ქოლესტერინის ფოლაქებისა და თრომბისგან გათავისუფლებას ეხმარება.

ერთი საათის განმავლობაში სიცილის დროს ორგანიზმი 500 კილოკალორიას წვავს.

სიცილი შესანიშნავი ექიმია. ხოლო მისი დახმარებით გამოჯანმრთელების მეთოდი მეცნიერულია და გეტოლოგია ეწოდება. ბევრ ქვეყანაში ექიმი გელოტოლოგები ადამიანებს სხვადასხვა პრობლემების დაძლევაში ეხმარებიან. თავადაც შეგიძლიათ თავს დაეხმაროთ.

სიცილით თვითმკურნალობა უსაფრთხოა და გვერდითი ეფექტები არ აქვს… : )) ასე რომ შეგიძლიაათ იცინოთ რამდენიც გინდათ… :)))

0a31437ba576

მსგავსი ამბები

Back to top button