გასართობისაკითხავისასარგებლო

5 მკვლელი პროდუქტი

214o4nt

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველა ტიპის პროდუქტი არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის. ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას მაინც არ ვაქცევთ. ამ პოსტში მე გიამბობთ ხუთ პროდუქტზე, რომელიც განსაკუთრებით მოქმედებს ადამიანის სიცოცხლეზე. მაშ ასე:

1) გაზიანი სასმელები. რას არ მოიფიქრებენ ამ წვენების დამამზადებლები. ტროპიკული ხილის გემო, შოკოლადი, კაპუჩინო მარწყვი და სხვა. ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ შეაჩერებს გაზიანი სასმელის გურმანებს, მაგრამ სანამ დალევთ გაიხსენეთ, რომ ეს წვენი იწვევს წყურვილს და შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს.

2) შოკოლადი. კიდევ ერთი დელიკატესი, რომლის რეკლამაც დასვენებას ენერგიას და ყველაფერს კარგს გპირდებათ, მაგრამ არცერთი სარეკლამო რგოლი არ გეტყვით იმას, თუ რა რაოდენობის ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს შოკოლადი.

3) ძეხვი. რომელ კაცს წარმოუდგენია ცხოვრება ძეხვისა და სოსისის გარეშე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ძეხვის 40% ცხიმია და იგი ბევრ დანამატებს შეიცავს არომატის მისაღებად.

4) კარტოფილი. ანუ ეგრედწოდებული ”ჩიფსი” ყველაზე გავრცელებული პროდუქტია მსოფლიოში. მსოფლიოს 60% კინოთეატრში ბარში ან სულაც ტელევიზორის წინ ჯდომისას მიირთმევს ამ უგემრიელეს კარტოფილის ფირფიტებს. სამწუხაროა, რომ იგი დიდი რაოდენობით ჰოლესტერინს და ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს.

5) შემწვარი ხორცი. მუსლიმანები ჭკვიანი ადამიანები არიან, რადგან არ მიირთმევენ შემწვარ ხორცს. იგი მავნეა ორგანიზმისთვის. მასში დიდი რაოდენობით ცხიმებია.

იმედია ჩემი სტატია გამოგადგებათ და ამ ხუთიდან რომელიმე პროდუქტს ამოიღებთ რაციონიდან.
წავედი მე კოკაკოლას დავისხავ ჩიფსს მივაყოლებ, შემდეგ სენდვიჩს გავიკეთებ ძეხვისგან და ღამე მაყალზე ხორცს შევწვავ

წყარო: notepad.ge

მსგავსი ამბები

Back to top button