გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე საინტერესო ფაქტები

-კალიფორნიელმა მეცნიერებმა დაადგინეს რომ… ის ადამიანი ვინც კვირაში ერთხელ მაინც ხუთ ცალ კაკალს ჭამს,7 წლით მეტხანს ცოცხლობს,ვიდრე დანარჩენები.სიცოცხლის გახანგრძლივების საიდუმლო ასეთია: კაკალი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც გულ – სისხლძარღვებზე დადებით გავლენას ახდენს და მატ ქოლესტერინის დამღუპველი გავლენისგან იცავს.

-ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანსა და კოალას აქვთ კიდურების უნიკალური ანაბეჭდები.ამასთანავე,კოალას ანაბეჭდების ადამიანისგან გამორჩევა მხოლოდ პროფესიონალურ კრიმინალისტებს შეუძლიათ.

-იმ შემთხვევაშიც კი,როცა დიდი ბრიტანეთის პრინცებს უილიამსა და ჩარლზს მოგზაურობის ერთი და იგივე მარშრუტი აქვთ,ერთსა და იმავე თვითმფრინავში არასდროს სხდებიან.ამ უცნაურობის მიზეზი ის გახლავთ,რომ კატასტროფის ან ტერაქტუს შემთხვევაში,სამეფო ორივე მემკვიდრის გარეშე არ დარჩეს

-ალბათ ბევრმა იცის , რომ საუდის არაბეთში არც ერთი მდინარე არ არსებობს.

-მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანის წოდება სრულიად დამსახურებულად უკრაინელ ლეონიდ სტადნიუკს ეკუთვნის.მისი სიმაღლე 2 მეტრი და 53 სანტიმეტრია.ასპარეზზე სტანდიუკის გამოჩენამდე გინესის რეკორდების წიგნში ტუნისელი რადხუან ჩარბიბა იყო აღნიშნული,რომელიც უკრაინელ კონკურენტზე 17 სანტიმეტრით დაბალია.

-ძველი ბერძენი ქალები თავიანთ ასაკს ითვლიდნენ არა დაბადების,არამედ გათხოვების დღის შემდეგ.ასეთი ნაბიჯით იმის დემონსტრირებას ახდენდნენ,რომ გაუთხოვრად ცხოვრებას არავითარი აზრი არ ჰქონდა.

-ფრანგ სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ,დილაადრიან ამდგარ ადამიანს ვაშლი უფრო აფხიზლებს ვიდრე ყავა.

-გულის მდებარეობა,როგორც წესი,ადამიანის აღნაგობაზეა დამოკიდებული.კერძოდ,მაღლებისა და გამხდრების გული თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაშია,დაბლებისა და მსუქნების – თითქმის ჰორიზონტალურში,სტანდარტული ფიგურის მქონეების კი – 40 გრადუსითაა დახრილი.

-მეცნიერების აზრით ადამიანს თავისი კლასელების სახელები და სახეები სკოლის დამთავრებიდან 22 წლის შემდეგ ავიწყდება.

-არაბული ციფრები არაბებს არ გამოუგონებიათ.სინამდვილეში,ციფრების სამშობლო ინდოეთია.უბრალოდ,არაბებმა რიცხვების აღნიშვნის მეთოდი გადმოიღეს.

-ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად,სინამდვილეში ვოფლგანგ ამადეუს მოცარტი,რომლის სრული გვარ-სახელიც ჟღერს,როგორც იოჰან ქრიზოსტომ ვოლფგანგ თეოფილ მოცარტი,მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე სიღარიბეში სულაც არ ცხოვრობდა.არსებობს დამამტკიცებელი საბუთები იმისა,რომ დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი საათში 2 გულდენს იღებდა.შედარებისთვის,მისი მოსამსახურის ხელფასი წელიწადში 12 გულდენი იყო.გარდა ამისა,კონცერტებზე გამოსვლის სანაცვლოდ,ის საშუალოდ, 1000 გულდენს ითოხვდა.მეორე საკითხია,რომ მოცარტმა ფულის ხელმომჭირნედ დახარჯვა არ იცოდა.სწორედ ამიტომ იყო,რომ მის ქვრივს ქმრის დასამარხი ფული არ ჰქონდა და ის საერთოდ საფლავში მხოლოდ იმიტომ დაიკრძალა.

-ზოგიერთი ისტორიკოსი (ძირითადად რუსი ეროვნების) აამტკიცებს,რომ ნაპოლეონმა ომი რუსეთის წინააღმდეგ გაუსაძლისი ყინვების გამო სულაც არ წააგო.აღნიშნული მოსაზრების მხარდამჭერები ამბობენ,რომ არსებობს ზუსტი მონაცემები,რომელთა თანახმადაც,როცა ნაპოლეონმა უკან დახევა დაიწყო,ჰაერის ტემპერატურა +7 დან +10 გრადუსს შეადგენდა.ნაპოლეონის დამარცხების ერთადერთ მიზეზად მისი სტრატეგიული შეცდომები სახელდება..

-დამარცხებული მტრისთვის სკალპის ახდა ინდოელების მოგონილი არ ყოფილა.ასეთი წესი სკვითებსა და დასავლეთ ციმბირის ხალხებს ჰქონდათ.აი,ამერიკელი ინდიელები კი ასეთი სისასტიკით სულაც არ გამოირჩეოდნენ.უფრო მეტიც,ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს,რომ ინდიელებმა მტრისთვის სკალპის ახდა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს,რაც მათ ტერიტორიებზე თეთრკანიანები გამოჩნდნენ.სწორედ თეთრ და არა წითელ კანიანებს დაუწყიათ სკალპებზე ნადირობა,რადგან ჯილდოს მისაღებად მათ აუცილებლად დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარედგინათ.

-მცდარია მოსაზრება,თითქოს თავისუფლების ქანდაკება ნიუ იორკში იყოს აღმართული.თავისუფლების კუნძული გეოგრაფიულად სინამდვილეში ნიუ-ჯერსის შტატს მიეკუთვნება.

-ჩინელი მოსამართლეებისთვის უკვე მე-15 საუკუნეში იყო ცნობილი დამუქებულმინიანი სათვალე,რომელსაც ისინი იმის გამო იკეთებდნენ,რომ დამნაშავის ან ბრალდების მხარის მიმართ მათი განწყობა არავის შეემჩნია.

-სხვადასვა ფერის ნათებებს,რომელსაც თვალების დაზელვის შემდეგ ხედავთ,ფოსფენები ეწოდება.

-კანადაში იმაზე მეტი ტბაა,ვიდრე ყველა სხვა ქვეყანაში ერთად აღებული.

-თუკი სკოლაში გავლილი ფიზიკის კურსიდან რამე მაინც გახსოვთ,გეცოდინებათ,რომ არსებობს რიხტერის ტემპერატურული შკალა.ამ შკალის ავტორი ჩარლზ რიხტერი თავგადაკლული ნუდისტი იყო,რის გამოც მას ცოლიც კი გაშორდა.

-1984 წელს შოტლანდიაში ყველაზე პატარა დინოზავრის კვალი აღმოაჩინეს.ეს ურჩხული თავისი ზომებით ბეღურას არაფრით აღემატებოდა.

-1557 წელს ევროპელი ექიმები პაციენტს ურჩევდნენ,პირის ღრუს უსიამოვნო სუნის გასაქრობად რაც შეიძლება ბევრი სიგარეტი მოეწიათ.

-ბიკინის პრეზენტაცია 1946 წელს გაიმართა.ბიკინი იმდენად სკანდალური აღმოჩნდა,რომ მისი საზოგადოებისთვის წარდგენაზე ცნობილი პარიზელი სტრიპტიზიორი მიშელინ ბერნარდინიც კი ძლივს დაითანხმეს.
აი ისიც:

თეგები
Booking.com

Ryuk

M E T A L 4 L I F E !

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close