ლამაზი, მაგრამ ძალზე საშიში თევზები :shock:
თუ დაგარტყა დენი მერე უძახე შენ ლამაზი :D
ელექტრული სკაროსი – (Torpedo marmorata), თევზი სკაროსისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია წყნარი, ინდოეთის და ატლანტის ოკეანეთა ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, ხოლო წონა 100 კგ. თავის ორივე მხარეზე განვითარებული აქვს ელექტრული ორგანოები, რომლებიც 70 ვ ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება ფსკერის უხერხემლო ცხოველებით.
ელექტრული ლოქო – (Malapterurus electricus), თევზი ლოქოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მდინარე ნილოსსა და დასავლეთ აფრიკის მდინარეებში. სხეულის სიგრძე 30-50, იშვიათად 100 სმ აღწევს. აქვს პატარა თვალები, ვიწრო ლაყუჩის ნაპრალები, ელექტრული ორგანოები, რომლებიც 360 ვ-მდე ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება პატარა თევზებით.
ელექტრული გველთევზა – (Electrophorus electricus), თევზი კობრისნაირთა რიგისა. მისი გველისებურად წაგრძელებული სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, წონა — 20 კგ. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის მტკნარ წყლებში. აქვს მძლავრი ელექტრული ორგანოები, რომლებიც 650 ვ-მდე ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება მცირე ზომის თევზებით. ადგილობრივი მოსახლეობა საკვებად იყენებს.
კარგად დააკვირდით როგორ ურტყამს დენს ნიანგს
ესეც ასეე.. ხო არ დაიძაფრეთ?
წყარო: ვისწავლე ბიოლოგიაში, ინფო – ვიკიპედია, სურათები – გუგლი
ასეთები გვინდა შავ ზღვაში ბევრი. ვამუშავებთ და დენიც გვექნება :D :D :lol: