გასართობისაკითხავისასარგებლო

სახალისო და სააზროვნო ამოცანები

55d2112eb47d

აბა ცოტა ვიაზროვნოთ… კარგი ამოცანები მაქვს :yes:

1) თქვენ მოხვდით მათემეტიკოსთა კუნძულზე (ჩავთვალოთ რომ მათემატიკოსები არასდროს ცდებიან). ამ კუნძულზე იყიდება ბრილიანტი, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებს ერთი პირობით: როდესაც იყიდი ბრილიანტს, უფრო იაფად თუ გაყიდი(მხოლოდ ამ შემთხვევაში). თუ არა და მოკვდები.

კითხვა: იყიდიდით თუ არა ამ ბრილიანტს?

2) ერთ მათემატიკოს მასწავლებელს (არ მახსოვს რომელს) მოსწავლეები ჰყავდა, რომელთაც ყოველ კვირაში აწერიებდა ტესტს და თან ეუბნებოდა დღეს როდესაც დაწერდნენ ტესტს. ყველა ბავშვი ემზადებოდა იმ დღისთვის და ყოველთვის მაღალ ქულებს ღებულობდნენ. ერთ პარასკევს მასწავლებელმა მოსწავლეებს გამოუცხადა, რომ აღარ ეტყოდა მათ ტესტის დაწერის დღეს და ვერც ის ბავშვები მიხვდებოდნენ როდის დააწერიებდა და იმ დღეს მოუმზადებლები მოვიდოდნენ (ეს ყველაფერი მოსწავლეებს უთხრა). მოსწავლეება ბევრი იფიქრეს(ერთად) და მიხვდნენ ტესტის დაწერის დღეს.

კითხვა: როგორ მიხვდნენ და რა მოხდა შემდეგ? (შემდეგ რა მოხდა რთული გამოსაცნობია მარა არაუშავს)

3) რა განსხვავებაა ფიზიკოსსა და მათემატიკოსს შორის…
ფიზიკოსზე და მათემატიკოსზე ჩაატარეს ცდა. პირველ ცდაში ფიზიკოსს და მათემატიკოსს მიცეს ფიცრები, რომლებზეც თითო-თითო ლურსმანი ბოლომდე იყო ჩაჭედებული და უთხრეს რომ ამოეძროთ ლურსმანი. ორივემ ბევრი იწვალა და ამოაძრო. მეორე ცდაზე ისევ მიცეს ორივეს თითო-თითო ფიცარი თითო-თითო ლურსმნით, ოღონდ ნახევრად ჩარჭობილი და თხოვეს ამოეძროთ ფიზიკოსმა ამოაძრო.

კითხვა: როგორ მოიქცა მათემატიკოსი? (ახსენით რატომ)

ჩემს პასუხებს 2 დღის შემდეგ დავაკომენტარებ…
მანამდე თქვენ იფიქრეთ

იმედია ჩაგაფიქრეთ…

P.S. სურათი ჩემი ავატარია. ვერ მოვიფიქრე რა სურათი დამედო

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close