მისტიკასაკითხავიუცნაური

ქალაქური ლეგენდები

6534342a9668

ქალაქური ლეგენდები იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როცა ხალხი საშიშ ამბებს ჯერ კიდევ  ცეცხლის გარშემო ყვებოდა გასართობად ან ერთმანეთის შესაშინებლად.  ქალაქური ლეგენდა ფოლკლორის და მითოლოგიის თანამედროვე ფორმაა, რომელშიც არეკლილია ჩვენი ეპოქის შიშები და მღელვარება . ამ ლეგენდების უმრავლესობა დროთა განმავლობაში შეიცვალა. მათი სიუჟეტის სხვადასხვაობა დამოკიდებულია იმაზე თუ სად მოხდა იგი. როგორც ამბის მთხრობელები ამბობენ ესა თუ ის ლეგენდა შეემთხვა მისი “მეგობრის მეგობარს” – ეს ამბავს მეტ დამაჯერებლობას და შიშს მატებს.

ძიძის ისტორია

438a6fef0ddb

ძიძის ისტორია ნამდვილად ერთ-ერთი დაუვიწყარი ქალაქური ლეგენდაა. ამ ლეგენდის მრავალი სახესხვაობა არსებობს, მაგრამ ყოველ მათგანში საშიში ელემენტები იგივე რჩება.

ისტორიის მიხედვით, ახალგაზრდა წყვილი ქირაობს ძიძას ორი პატარა ბავშვის მოსავლელად. საღამოს ისინი მიდიან  წვეულებაზე. ძიძას და ბავშვებს კი ტოვებენ სახლში, რომელიც კვარტალის ბოლოში მდებარეობს.

დაღამებისას გოგონა ბავშვებს აძინებს, თვითონ კი ტელევიზორის საყურებლად დივანზე წვება. ცოტა ხანში ტელეფონი რეკავს და მძინარე გოგოს აღვიძებს. იგი პასუხობს ტელეფონს, ჯერ მხოლოდ მძიმე სუნთქვა ესმის, შემდეგ კი კაცის ხმა ეუბნება რომ მასთან მოდის. გოგონას ეშინია, მაგრამ თვლის რომ ვიღაც უაზროდ გაეხუმრა.

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ტელეფონი ისევ რეკავს. ამჯერად ყურმილში კაცის სიცილი ისმის თან ეუბნება, რომ ის უკვე ახლოსაა. ძიძა ამჯერად ნამდვილად შეშინებულია და პოლიციაში რეკავს.

პოლიციელი ამშვიდებს, რომ ეს მხოლოდ ვიღაცის ოინები იქნება, მაგრამ პირდება რომ მის ვინაობას გაიგებს. ოღონდ ამისთვის ძიძამ რაც შეიძლება დიდხანს უნდა დააკავოს იგი ტელეფონთან.

ტელეფონი მესამედაც რეკავს. კაცის იგივე ხმა ეუბნება, რომ უკვე მასთან არის. შეშინებული ძიძა ყურმილს კიდებს. იგი სწრაფად გადაწყვეტს, რომ ბავშვებთან ერთად სწრაფად დატოვოს სახლი. ამ დროს ტელეფონი ისევ რეკავს, ამჯერად პოლიციელი აღმოჩნდება:სასწრაფოდ გამოდით სახლიდან!  კაცი მაგ სახლშია და მეორე სართულიდან რეკავს!”

გოგონა გამორბის სახლიდან, გარეთ პოლიციელები ხვდებიან. სამწუხაროდ შეშლილ კაცს ვერ იჭერენ, მეორე სართულზე კი ბავშვების გვამები და სისხლიანი ნაჯახი ხვდებათ.

ამ ისტორიის მიხედვით ფილმებიც გადაიღეს : “When a Stranger Calls” 1979,”When a Stranger Calls Back” 1993, “When a Stranger Calls” 2003 (remake)

მკვლელი უკანა სავარძელზე

755670adf941

ეს ისტორია წარმოიშვა 1960-იან წლებში და მას შემდეგ მეორდება. მის სხვადასხვა ვარიანტებში განსხვავებული პერსონაჟები გვხვდება. აქ მოცემული სიტუაცია კი ყველაზე ახლოს არის თავდაპირველთან:

ერთ უმთვარო, ნისლიან ღამეს ერთი ქალი სახლისკენ მიიჩქარის თავისი მანქანით. სიბნელესთან ერთად მას ისიც ანერვიულებს, რომ ბენზინი უთავდება. ახლო-მახლო კი ცივილიზაციის არავითარი კვალი არ ჩანს. ასეთ გაჭირვებაში მყოფი იმასაც ფიქრობს ღამე მანქანაში ხომ არ გავათიოო. ამ დროს იგი ერთ პატარა ბენზინ გასამართ სადგურს ამჩნევს.

იგი აჩერებს სადგურთან და მომსახურე პირს ავზის ავსებას სთხოვს. ქალი აჩნევს, რომ მომსახურე კაცი უცნაურად და გამაღიზიანებლად იქცევა. ავზის ავსების მერე კაცი სთხოვს კაპოტის ახდას და ამბობს, რომ რაღაც უცნაური ხმა ესმის.

შეშინებული ქალი იძულებით გადმოდის მანქანიდან და კაცს უახლოვდება. მიახლოვებისას კაცი ხელს კიდებს და სადგურის შენობაში მიათრევს. ბრძოლის მიუხედავად იგი კეტავს შენობის კარს და შემდეგ ეუბნება ქალს: “შენი მანქანის უკანა სავარძელზე ვიღაც კაცი იმალება და არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ დავინახე”

პოლიციის მოსვლის შემდეგ ირკვევა, რომ სავარძელზე სერიული კვლელი იმალება და ქალის მოკვლას გეგმავს.

ერთ-ერთი ვერსიით ქალი და კაცი ბოლოს დაქორწინდებიან და ბავშვებიც ეყოლებათ. სხვა ვარიანტით კაცი ქალს ეუბნება, რომ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა არის და ასე შეიტყუებს შენობაში. კიდევ სხვა ვარიანტით მკვლელი სწორედ იმ დროს ჯდება ქალის მანქანაში, როცა იგი შენობაშია შესული. მომსახურე პირი ამას ამჩნევს და პოლიციაში რეკავს.

მართალია ეს მხოლოდ ქალაქური ლეგენდაა, მაგრამ გაკვეთილადაც უნდა მივიღოთ – აუცილებლად შეამოწმეთ მანქანის უკანა სავარძელი ჩაჯდომამდე !!!

კაუჭი

b390d146a45d

ახალგაზრდა წყვილი მანქანით ტყის პირას ჩერდება. უცებ მუსიკას წყვეტს სპეციალური საინფორმაციო გამოშვება. რადიოს წამყვანი ამბობს, რომ ადგილობრივი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან პაციენტი გაიქცა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას  და იგი მოუწოდებს ყველას რომ სახლებში დარჩნენ.

შეშინებული გოგო ბიჭს დაჟინებით მოსთხოვს სახლში წაყვანას, ბიჭი კი ამშვიდებს და კოცნას აგრძლებეს. ცოტა ხანში ძლიერი დარტყმის ხმა ისმის. დაბნეული ახალგაზრდა მანქანას ქოქავს და სახლისკენ მიდის.

სახლთან მისული გოგონა კარების გაღებას ვერ ახერხებს. ბიჭი გადმოდის რათა გარედან გააღოს კარი. იქ მას სახელურში გაჭედილი კაუჭი ხვდება.

***

ერთმანეთის ალერსში გართულ ახალგაზრდა წყვილს რადიოს გამომცხადებელი აცნობებს, რომ ადგილობრივი ციხიდან სერიული მკვლელი გაიქცა, რომელიც ძალიან სახიფათოა.

გოგონა მოითხოვს სახლში წასვლას, ბიჭი თანხმდება. მაგრამ წასვლამდე ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იქვე, ტყეში გადადის. გოგოს კი აფრთხილებს, რომ კარებები ჩაკეტილი ჰქონდეს და გარეთ არ გადმოვიდეს.

რამოდენიმე ხნის შემდეგ ბიჭი არ ბრუნდება. გოგონა გადაწყვეტს მანქანის დაქოქვას და წასვლას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ გასაღები ბიჭს თან აქვს წაღებული.

ცოტა ხანში მას ფხაჭვნის და კაწვრის ხმა ესმის მანქანის სახურავზე. შეშინებული გოგო უკანა სავარძელზე წვება და მთელ ღამეს იქ ატარებს. როგორც კი ინათებს, იგი გაქცევას გადაწყვეტს. მანქანიდან გადმოსული თავის შეყვარებულს ხეზე ჩამომხრჩვალს ხედავს, მისი ფეხები კი მანქანის სახურავს ოდნავ ეხება.

ბეწვის საყელო

487c2fa3b388

კარენის მშობლებს ხშირად უწევდათ სხვა ქალაქში წასვლა და ამ დროს მასთან მისი მეგობარი მერი რჩებოდა ხოლმე. იმ ღამეს  მისი მშობლები კვლავ გაემგზავრნენ. ჰელოუინი იყო და მერის კარენი თეთრი აბრეშუმის საღამურში ჩაცმული დახვდა, რომელსაც ბეწვის საყელო ჰქონდა.

ბავშვებმა საშიში ფილმების ყურება დაიწყეს. უცებ მერიმ ბრახუნის ხმა გაიგო, შეშინებულმა კარენს შეხედა მაგრამ როგორც ჩანდა მას ვერაფერი შეემჩნია. ბრახუნი მეორდებოდა, სანამ სულ ახლოს არ გაისმა. ამ დროს შუქი ჩაქრა და გოგონები ყვირილით კარენის ოთახში შევარდნენ.

ცოტა ხანში  კარენი წამოხტა და ოთახიდან გავარდა, თან კარი მიიჯახუნა. მერი ოთახში დარჩა, უცებ სიჩუმე კვლავ ბრახუნის ხმამ დაარღვია, თითქოს ვიღაც კიბეებზე ამოდიოდა. მერიმ იგრძნო რომ კარებთან ვიღაც გაჩერდა, მან სიმამაცე მოიკრიბა და კარები გააღო, რომ ენახა ვინ იდგა  იქ.

მერი ვერაფერს ხედავდა და ამიტომ ხელი გაიწვდინა. იგი ჯერ კარენის აბრეშუმის საღამურს შეეხო, მერე ბეწვიან საყელოს, მაგრამ კარენს თავს ვერ მიაგნო. როცა შუქი მოვიდა მან აღმოაჩინა, რომ მისი მეგობარი თავმოკვეთილი იყო.

მეზობლებმა ყვირილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელთაც სახლში კარენის გვამი და თმაგათეთრებული მერი დახვდათ.

:mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button