საკითხავისასარგებლო

ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბება: ბალფურის დეკლარაცია (ნაწილი I)


ისრაელის სახელმწიფოს შექმნის წინარეისტორია.

დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე დიდი ტეროტიული კონფლიქტი, დავა, არის ებრაელებსა და პალესტინელ არაბებს შორის. ხელაღებით არ შეიძება რომელიმე მხარის პოზიციის დაკავება, რადგანაც ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და პალესტინის კონფლიქტის მიზეზები ღრმა ისტორიულ წარსულშია.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, პალესტინა დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროში იყო მოქცეული.
პალესტინის ტერიტორია კი დასახლებული იყო არაბი მოსახლეობით. ზოგადად, ებრაელები პალესტინაში ცხოვრობდნენ ბაბილონის დროიდან, არაბები კი დასახლდნენ ამ ტეროტორიაზე მას შემდეგ რაც იგი ხალიფატმა დაიპყრო, ანუ VII საუკუნიდან.

XIX საკუნის ბოლოს, ებრალების მიერ შეიქმნა, რელიგიურ-ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც “სიონიზმის” სახელითაა ცნობილი. სიონისტური მოძრაობა დაარსდა 1897 წელს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში და მისი ინიციატორი იყო თეოდორ ჰერცლი. თავდაპირველად სიონისტური მოძრაობა სეკულარული იყო. ორგანიზაციის მიზანი იყო მსოფლიოს ებრაელებისათვის შეექმნათ ეროვნული კერა. როგორც აღვნიშნე თავიდან ორგანიზაცია სეკულარული იყო, თუმცა შედგმოში ის რელიგიური გახდა, რადგანაც, როდესაც საქმე მიდგა ტერიტორიის არჩევაზე, თუ სად უნდა ყოფილიყო ებრაელთა ეროვნული კერა, სიონისტებმა ჩართეს რელიგიური ელემენტები. თორას მიხედვით, ღმერთმა თავის რჩეულ ხალხს (ებრაელებს) აღუთქვა ქანაანი, ანუ პალესტინის ტერიტორია. ეს ნიშნავდა იმას, რომ სიონისტების მიზანი იყო მსოფლიო ებრაელობა დაებრუნებინა ისტორიულ სამშობლოში, ანუ პალესტინის ტერიტორიაზე.

XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო ებრაელთა იმიგრაცია პალესტინაში. XX საუკუნის დასაწყისისათვის კი მათი რაოდენობა 25 ათასი იყო. პალესტინაში ისინი აარსებდნენ კიბუცებს, რომელიც მომავალი ევრაული სახელმწიფოს საფუძველი იყო.

I მსოფლიო ომის დასასრულს, ებრაელები საკმაოდ დიდ გავლენას ფლობდნენ მსოფლიოს მასშტაბით. მათი გავლენა სწვდებოდა დიდი ბრიტანეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს.

დიდმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრამ ლორდმა ბალფურმა, 1917 წლის 2 ნოემბერს გამოაქვეყნა “ბალფურის დეკლარაცია”. რომელიც შემდგომში ებრაელთა რეპატრიაციის იურიდიული საფუძველი გახდა. ამ დეკლარაციით დიდმა ბრიტანეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა სიონისტურ ორგანიზაციას.

აქვე, აღსანიშნავია ის, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობდნენ ერთმანეთისვის დაესწროთ სიონისტური ორგანიზაციისადმი მხარდასაჭერი დოკუმენტის მიღება. მაგალითად, საფრანგეთმა 1917 წლის 4 ივნისს წერილობითი დაპირება მისცა სიონისტებს, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერდა ებრალების იმ მიწაზე დაბრუნებას, საიდანაც ისინი საუკუნეების წინათ განიდევნენ. ასევე, გერმანიამაც გამოაქვეყნა მსგავსი დოკუმენტი. ბრიტანეთს ამ დეკლარაციით სურდა აშშ ჩაერთო მსოფლიო ომში, სადაც ებრაელებს დიდი გავლენა ჰქონდათ. გარდა ამისა, ისინი იმედოვნებდნენ, რომ არაბულ სამყაროში ებრაული სახელმწიფოს შექმნით გაიზრდებოდა მათი გავლენა რეგიონში.

მაგრამ, ბრიტანულ დოკუმენტს უფრო მეტი ძალა ჰქონდა, რადგანაც სწორედ ბრიტანელებმა დაიპყრეს პალესტინა და “ბალფურის დეკლარაციის” პრაქტიკაში განხორციელება, მხოლოდ ბრიტანელებს შეეძლოთ.
აქვე გთავაზობთ “ბალფურის დეკლარაციის” ქართულენოვან ვერსიას. რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა ბალფურმა მისწერა როტშილდების ბრიტანული შტოს წარმომადგენელს ლორდ როტშილდს.

ძვირფასო ლორდო როტშილდ,

ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მისი უდიდებულესობის მთავრობის სახელით გადმოგცეთ ებრაელთა სიონისტური მისწრაფებისადმი თანაგრძნობის შემდეგი დეკლარაცია, რომელიც წარედგინა და დამტკიცდა კაბინეტის მიერ:

“მისი უდიდებულესობის მთავრობა კეთილგანწყობით უყურებს პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის დაფუძნებას და გამოიყენებს მთელ თავის ძალისხმევას, რათა გაადვილოს ამ მიზნის მიღწევა, იმის ნათელი გაგებით, რომ არაფერი გაკეთდება ისეთი, რამაც შეიძება ზიანი მიაყენოს პალესტინაში არსებული არაებრაული თემების სამოქალაქო და რელიგიურ უფლებებს, ანდა იმ უფლებებსა და პოლიტიკურ სტატუსს, რომლითაც ებრაელები სარგებლობენ რომელიმე სხვა ქვეყანაში”.

მადლობელი დაგრჩებით, თუკი გააცნობთ ამ დეკლარაციას სიონისტურ ორგანიზაციას.

არტურ ბალფური

მსოფლიო ებრაელობა ამ დეკლარაციას სიხარულით შეხვდა. თუმცა ორთოდოქსი ებრაელები ამბობდნენ, რომ ისრაელის სახელმწიფო მხოლოდ მესიას უნდა აღედგინა.

1918 წელს “ბალფურის დეკლარაცია” საფრანგეთმა და იტალიამ ცნეს. 1920 წელს კი ის შეიტანეს სევრის ხელშეკრულებაში. 1922 წელს ის ცნო აშშ-ის კონგრესმა. ამავე წელსვე ის აისახა ერთა ლიგის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტში, რომლითაც პალესტინის მართვის მანდატი დიდ ბრიტანეთს მიეცა. “ბალფურის დეკლარაციას” საერთაშორისო ვალდებულების ხასიათი შეეძინა. გარდაუვალი იყო ებრაული სახელმწიფოს შექმნა.

წყარო: ჩემი ახალი ბლოგი: politgeography.blogspot.com და რ.გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close