საკითხავისასარგებლო

ქალის სურნელი

77132 004 76498C91

ქალის სურნელი.. ალბათ ყველას ცნობილი ფილმი გაგახსენდათ, მაგრამ ამჯერად მინდა მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ ზოგადად სურნელისა და გრძნობების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ხშირად ადამიანი სწორედ მისი “სუნის” გამო დაგვიმახსოვრებია ან მოგვწონებია. საყვარელ ადამიანებსაც ხომ განსაკუთრებული, მხოლოდ ჩვენთვის შესაგრძნობი სურნელი ასდით…

საზოგადოებაში გავრცელებულია შეხედულება, რომ მამაკაცები საცოლედ დედოფლური გარეგნობისა და სილამაზის ქალს ეძებენ, რათა მათი რჩეულის წინაშე ყველამ ქედი მოიხაროს. აღმოჩნდა, რომ ის, ვინც ასე ფიქრობს, ცდება. სანკტპეტერბურგელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაოჯახებისას მამაკაცის მიზანი ჯანსაღი და ჭკვიანი შთამომავლობის ყოლაა, ამიტომ ქალის სილამაზეზე ფსონის დადება სარისკოა. და საერთოდ, ცხოვრების თანამგზავრის ძიება საჭიროა, არც მეტი, არც ნაკლები… სურნელით.

მეცნიერთა აზრით, მამაკაცები უნდა უფრთხოდნენ ქალებს, რომლებიც ფერომონებიან სუნამოებს იყენებენ. მათ შესაძლოა ჰქონდეთ არაჯანსაღი გენოტიპი, მაგრამ პარფიუმერიის მეშვეობით მამაკაცის ყურადღება მიიქციონ, შედეგად კი მივიღოთ არაჯანსაღი შთამომავლობა ან უშვილობა. ფაქტია, რომ შეყვარებული მამაკაცი მხოლოდ ქალის წელისა და თეძოების თანაფარდობაზე რეაგირებს, სხვა დეტალებს მისი გონება, უბრალოდ, ვეღარ სწვდება, ამიტომ მეცნიერები მამაკაცებს სთავაზობენ ალგორითმს, რომლის მიხედვითაც ის ადვილად აირჩევს ცხოვრების თანამგზავრს. ამისთვის მან თავდაპირველად საყვარელი ქალის სილუეტი უნდა შეისწავლოს, შემდეგი კი მისი სურნელი. თუ საოცნებო ქალის ფიგურაც მოგწონთ და სუნიც, მაშასადამე, შეგიძლიათ შთამომავლობაზე იფიქროთო, ირწმუნებიან მეცნიერები.

ასევე შეგვიძლია ჰოროსკოპის მიხედვით გავარკვიოთ, თუ როგორი სურნელი უყვრს თქვენს პარტნიორს.
***კურო, ლომი, მორიელი და მერწყული ამჯობინებენ მდგრად სურნელს, რომელიც არ იკარგება დროის გასვლის შემდეგ.
***ვერძი, კიბორჩხალა, თხის რქა და სასწორი ამჯობინებენ პირველად ნოტს, პირველ შთაბეჭდილებას სურნელისაგან.
***ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები ამჯობინებენ რომ ადამიანებმა იგრნონ მათი სურნელის შლეიფი, უკანასკნელი ნოტი, რათა სურნელი სხვა ადამიანების მეხსიერებაში დარჩეს.

თუ მამაკაცების დამოკიდებულება სურნელის მიმართ ერთობ შეფარდებითია, ქალებისათვის ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალებს ყვავილების მსგავსად საკუთარი, განუმეორებელი სურნელი აქვთ, სადაც ყოველი ნოტი თავისი პატრონის ხასიათის ნიუანსებსა და სულის დახვეწილობაზე მეტყველებს.

მაგრამ ყველაზე სასიამოვნო, დამეთანხმებით მაინც ბუნებრივი სურნელია, რომელიც ყოველთვის გამოარჩევს თქვენს საყვარელ ადამიანს სხვებისგან.

წყარო: mkurnali.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close