არქივი

ენამახავილი გენიოსები

189fe0c01c25

***

ერთ საზოგადოებაში ახალგაზრდა ქალმა გამოჩენილ ინგლისელ მწერალს, დრამატურგსა და პუბლიცისტს ჯორჯ ბერნარდ შოუს შეკითხვებით თავი მოაბეზრა.
– მაინც რატომ აქვს ადამიანს ორი ყური და ერთი ენა ? – არ ეშვებოდა ქალი.
– იმიტომ, რომ ბევრი ვისმინოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ, – მიუგო მწერალმა.

93cfcdd0e2f5

***

ერთმა, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ყბედმა, ფილოსოფოს გეორგ ქრისტოფ ლიჰტენბერგს ჰკითხა:
– შეგიძლიათ ამიხსნათ, რა განსხვავებაა დროსა და მარადიულობას შორის ?
– სამწუხაროდ, ეს ყოვლად შეუძლებელია, – მიუგო ფილოსოფოსმა, – რადგან ამის ახსნას დრო რომ მოვანდომო, თქვენ გასაგებად მარადისობა დაგჭირდებათ.

***

ერთხელ ბერნანდ შოუს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა ბარათი გაუგზავნა:
“მსურს თქვენი გაცნობა. იმ ოთხშაბათს ხუთიდან შვიდ საათამდე შინ ვიქნები”
შოუმ შეიტყო, რომ იგი იმ მრავალრიცხოვან აბეზარ ქალების რიცხვს ეკუთვნოდა, ვინ გამოჩენილ ადამიანებთან ნაცნობობის “კოლექციას” აგროვებდა და პასუხად მიწერა:
– საოცარი დამთხვევაა, მოწყალეო ქალბატონო, სწორედ იმ ოთხშაბათს ხუთიდან შვიდამდე მეც შინ ვიქნები.

***

ერთ დღეს საფრანგეთის იმპერატორი და გამოჩენილი მხედართმთავარი ნაპოლეონ ბონაპარტე ავად გახდა და, რადგან მისი პირადი მკურნალიც ავად იყო, სრულიად უცნობი ექიმი მოუყვანეს. რომელსაც იმპერატორი უნდობლად შეხვდა და ირონიულად ჰკითხა:
– რამდენი სასაფლაო გაქვთ შევსებული, ექიმო ?
– ყოველ შემთხვევაში ჯერ იმდენი არა, რამდენიც თქვენს აღმატებულებას. სწორედ ამიტომაც ჯერ ისეთი ცნობილი არა ვარ როგორც თქვენი აღმატებულება. – დინჯად მიუგო ექიმმა.

***

შესანიშნავი დეკლამატორი მარკ ტვენი პიველი ლექციის ჩატარების წინ შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ პირველივე წინადადებით აღაფრთოვანა მსმენელები. ეს ცნობილი პირველი წინადადება ასე ჟღერდა: “იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვერ ვგრძნობ თავს მთლად ჯანმრთელად”.

71bd8130d5fc

***

მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ნოველისტი და ლირიკოსი თეოდორ შტორმი ჰუზუმში მოსამართლედ იყო. ერთხელ სასამართლო პროცესზე, რომელიღაც მოწმე ჩვენებას იძლეოდა, რომელიც სიმართლეს იყო მოკლებული. შტორმა სიტყვა გააწყვეტინა და მოსთხოვა სიმართლე ელაპარაკა.
– მე სიმართლეს ბავშვოდინავე შევეუღლე, ბატონო მოსამართლევ, – განაცხადა პათეტიკურად მოწმემ.
– კი, მაგრამ, რამდენი ხანია, რაც დაქვრივდით ? – მიუგო ცივად თეოდორ შტორმმა.

***

სახელგანთქმულ ვენელ კომიკოსს ბეკმანს მოზრდილი ყურები ჰქონდა, რისთვისაც ერთმა ავყია ჟურნალისტმა მასხრად აიგდო.
– თქვენი ყურები ერთი ადამიანისთვის დიდია, – უთხრა მან.
– მართალი ბრძანდებით, – მიუგო ბეკმანმა, – ჩემი ყურები ერთი ადამიანისთვი ნამდვილად დიდია, მაგრამ ისიც აღიარეთ, რომ თქვენი ყურები ერთი ვირისთვის პატარაა.

***

როდესაც გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი ბერლინში ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი იყო, რომელიღაც ავტორიგან ლექსი მიიღო. ლექსს სათაურად ჰქონდა: “რატომ ვარ ცოცხალი”?
რამდენიმე დღის შემდეგ ლესინგმა ავტორს ლექსი უკანვე გაუგზავნა და თან მისწერა: “ცოცხალი იმიტომ ხართ, რომ ლექსი პირადად არ მოგიტანიათ”.

***

ერთი კრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკრიტიკებდა:
– რა არის ეს მტკივნეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
– განა თავი არასოდეს გტკივებიათ ?

e130d227e150

***

მარკ ტვენს ჰკითხეს: ერთი შეხედვით შეყვარების საწინააღმდეგო საშუალება ხომ არ იცითო ?
– ვიცი, – მიუგო მწერალმა – მეორედ უნდა შეხედო დაკვირვებით.

***

მაქს ლიბერმანს ერთ დღეს მდიდარი კაცი ეწვია. სახლის დათვალიერების შემდეგ სტუმარმა მასპინძელს ჰკითხა:
– ოთახში რატომ არ გიკიდიათ თქვენი სურათი ?
– იმდენი ფული არა მაქვს, რომ კედელზე “ლიბერმანი” დავკიდო, – უპასუხა მხატვარმა.

***

გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
– მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
– მე კი პირიქით, – ღიმილით უთხრა პოეტმა და განზე გადგა.

dfcf04216f7b

***

ერთხელ ჰაინრიხ ჰაინეს ახალგაზრდა მკვლევარი ეწვია. სტუმარმა, ცხადია, იცოდა, რომ ჰაინე ებრაელი იყო და სხვათაშორის უთხრა:
– იცით, კუნძულ ტაიტზე მოგზაურობის დროს ჩემზე განსაკუთრებით რამ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება?
-რამ ? – ჰკითხა პოეტმა.
– იმან, რომ, იქ არც ებრაელებია და არც ვირები.
– მაგრამ მაგ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, – მიუგო მშვიდად ჰაინემ. – ხომ შეიძლება მე და თქვენ ერთად მოვხვდეთ იმ კუნძულზე?

5f190514999f

მსგავსი ამბები

Back to top button