უცნაური

მისტიკური სარკეები

8tu7s

მოდით ცოტახნით მისტიკაზეც გადავალ…მაინც საიტს შეეფერება :) გიამბოთ სარკეებზე და მათ მისტიკაზე….

დიდი ხნის განმავლობაში მაგები და შამანები იყურებოდნენ სარკეებში და ამობდნენ,რომ ხედავდნენ გამოსახულებებს,რომლებიც უბრალო მოკვდავთათვის უხილავია.უძველესი დროიდან,ჩვენამდე მოვიდა ცნობები,რომ სარკეების მეშვეობით შესაძლოა მომავლის და წარსულის დანახვა,შეიხედო მეორე სამყაროში და გაესაუბრო ისეთ ხალხს,რომლებიც დიდი ხანია გარდაიცვალნენ.ამიტომაც ბევრ მკითხაობაში დღემდე იყენებენ სარკეებს.სარკის ორმაგი ბუნება ყოველთვის აფიქრებდა ადამიანს.შესაძლოა არც დაიჯეროთ,მაგრამ სარკეების უცნურობები მსოფლიოში ყველგანაა ცნობილი.

სარკეების მაგიის სპეციალისთან გასაუბრების დროს,მან თქვა: “ლეგენდები ლაპარაკობენ იმაზე,რომ ძველ სარკეებში ყველა იმ ადამიანის სულია,რომელსაც ოდესმე,ერთხელ მაინც ჩაუხედავს მასში.ითვლება,რომ თუ იმ სარკეში ცუდმა ადამიანმა ჩაიხედა,ან სადაც იდგა სარკე და იქ რამე ცუდი მოხდა,ეს სარკეც შესაბამისად ცუდი გახდება.ასეთი სარკის ცნობა ძალინ ადვილია: ის ყოველთვის ცივია და მის წინაშე საეკლესიო სანთლები ქრება.ადრე ადამიანებს სწამდათ,რომ მას შეუძლია უბედურება მოუტანოს მის ახალ პატრონს.ამიტომ არ ღირს დაკიდოთ სახლში,მითუმეტეს საძინებელში ძველი სარკე ცუდი ისტორიით,თორემ თუ ეს სარკე ცუდი აღმოჩნდება,თქვენ კოშმარები გაგტანჯავთ.თუ მაინც და მაინც იყიდეთ ძველი სარკე ჩაატარეთ რიტუალი: გრეცხეთ იგი ნაკურთხი ან წყაროს წყლით და თან ლოცვაც წაიკითხეთ.ამის შემდეგ აანთეთ სანთელი,ცოტახნით გეჭიროთ სარკესთან და შემდეგომ მზეზე დადეთ გასაშრობად.”

რატომ აფარებენ ან აბრუნებენ სარკეს კედლისკენ,როდესაც სახლში მიცვალებულია?

“ესეც დაკავშირებულია ძველ ლეგენდებთან.ადრე თვლიდნენ,რომ სარკის მეშვეობით,გარდაცვლილის სულს შეეძლო ვინმე წაეყვანა იქითა სამყაროში.ან შეიძლება,იმ მიცვალებულის სულს,რომელსაც სიცოცხლე სწყურია,შეეძლება დაბრუნდეს სარკის მეშვეობით და სარკის იქითა მხარეს იცხოვროს.ასევე,სანამ მიცვალებული სახლშია,სარკიდან შეიძლება სახლში შემოძვრეს რამე ბოროტი სული….და ასევე სჯერათ,რომ იმის მაგივრად,მიცვალებულის სული იმქვეყნად წავიდეს,შეიძლება სარკეში შესახლდეს და დარჩეს იქ.სხვათაშორის,თუ ასეთი სარკე შეგხვდაათ…თქვეენ მაგარ შარში ხართ!!!”

“ერთ ჩემს ნაცნობს,სარკეში გარდაცვლილი ბაბუა ჰყავს ნანახი.როდესაც იგი სახლში დაბრუნდა,დაინახა ბაბუა,რომელიც იწვა და არ ინძრეოდა….პირდაპირ სარკის წინ ტელეფონი იდო…როდესაც იგი სასწრაფოში რეკავდა,სარკეში ბაბუა გამოისახა და ხელი დაუქნია შვილიშვილს…საწყალს ძალიან შეეშინდა და დიდი ხანი ვერ გამოდიოდა შოკიდან….ვისაც მოუყვა კი- გიჟად ჩათვალეს.”

სად არის მიზანშეწონილი სარკის დაკიდება(დადგმა) და უნდა იყოს თუ არა ბევრი სარკე სახლში?

“ახლა სარკე არა მარტო საჭირო ნივთი,არამედ ინტერიერის ნაწილია.სარკის დაკიდება ყველგან შეიძლება,მაგრამ რამოდენიმე რჩევას მოგცემთ,რათა სარკემ მარტო სიხარული მოგიტანოთ.პირველ რიგში,ისინი ისე უნდა ეკიდოს,რომ დაინახოთ გარკვეული სივრცე თქვენი თავის ზევით.სხვათაშორის,ყველაზე კარგი ეფექტი მრგვალ და ოვალურ ფორმებს აქვთ.არ არის საჭირო ერთმანეთის პირდაპირ სარკეების დაკიდება,ასევე არაა საჭირო მათი საწოლის წინ დადგმა.საქმე იმაშია,რომ ძილის დროს,ჩვენ ვთავისუფლდებით ნეგატიური ემოციებისგან,სარკეს მისი არეკვლა შეუძლია.სარკეები ყოველთვის სუფთა და კრიალა უნდა იყოს.არ უნდა იქონიოთ სახლში გაბზარული სარკეები.ითვლება,რომ აბსოლუტურად ახალ სარკეს შეუძლია გააუმჯობესოს ფსოქოლოგიური კლიმატი ოჯახში.”

ღირს თუ არა დაჯერება,რომ გატეხილი სარკე მოგვიტანს 7 წლის განმავლობაში უბედურებას?

” რა თქმა უნდა გატეხილი სარკე- არც თუ ისე სასიამოვნოა.მაგრამ,საშინელი წინასწარმეტყველობის თავიდან ასაცილებლად შეიძლება შემდეგი რიტუალის ჩატარება: საჭიროა მხრის იქით მარილის გადაყრა,სამჯერ მობრუნება საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ და მერე ცეცხლის წაკიდება სარკის ნატეხებისთვის.ცეცხლისგან გაშავებული სარკის ნატეხები 1 წელი შევინახოთ,მერე დავმარხოთ.”

შეიძლება თუ არა,პირიქით,სარკის მეშვეობით იღბალი მოვიზიდოთ?

“საერთოდ ითვლება,რომ სარკეში ჩახედვისას თუ საკუთარ თავს ეტყვი,რომ ყველაფერი კარგადაა,რომ ძალიან ლამაზი და კარგი ხარ,მაშინ იღბალი თვითონ მოვა შენთან.თუ თქვენს სარკეში ვინმე ცუდი ზრახვებით ჩაიხედავს,ეს ზრახვები ასრულდება.ანუ სარკე გხდება ნეგატიური ინფორმაციის შემგროვებელი და გამსხივებელი.ამიტომაც,არც თუ ისე სასიამოვნო ადამიანის სტუმრობის შემდეგ,საჭიროა ყველა სარკის გაწმენდა სველი ტილოთი.როდესაც ავადმყოფობთ ან გადაღლილი ხართ,იშვიათად ჩაიხედეთ სარკეში…და არავითარ შემთხვევაში არ გაილანძღოთ თავი მის წინაშე.უმჯობესია სარკესთან ღიმილით მიხვიდეთ.ხოლო სანამ მოერიდებით მას,უსურვეთ თქვენ თავს წარმატებები და კვლავ გაიღიმეთ”

ყველას დიდი მადლობა.
BY ნაწკა

პ.ს. თუ სინდისი გეყოფა და ამდენ ნაწვალებს მოიპარავ,მიდი ;)

მსგავსი ამბები

Back to top button