არქივი

4 წლის დანიელი უნიკალური დაავადებით

4yn1t

პატარა ინგლისელ ბიჭუნას, დანიელ ჰარისონს, ისეთი შიში აქვს საკვებისა და სასმელის მიმართ, რომ თითქმის 4 წელია, არაფერი უჭამია.

ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში ის იტანჯებოდა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით. ამ პათოლოგიის დროს კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოიტყორცნება, რაც გულძმარვის შემაწუხებელ შეგრძნებას იწვევს. ამას დაემატა აუტიზმიც და პატარამ უარი თქვა ყველაფერი მკვრივის ჭამაზე. ამ საშინელი დაავადებების გამო საკვების სხეულისთვის მიწოდების ერთადერთი გზა სპეციალური მილია, რომელიც მუცელზე უერთდება.

iffcf

მისმა მშობლებმა, კევინმა და კეტრინმა ბევრჯერ მიაშურეს მსოფლიოს საუკეთესო ბავშვთა საავადმყოფოს, რომელიც ორმონდის სახელს ატარებს და ლონდონში მდებარეობს, მაგრამ უშედეგოდ – ექიმები ახალს ვერაფერს ეუბნებოდნენ. დანიელმა უამრავი პროცედურა გაიარა სხვადასხვა ექსპერტების ხელში, რომ მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოსწორებულიყო, მაგრამ ამაოდ. 2009 წელს კი ღორის გრიპი დაემართა, რომელიც შემდგომში პნევმონიაში (ფილტვების ანთება) გადაეზარდა და სასუნთქი სისტემა საკმაოდ დაუზიანა.

ბიჭის მამა კევინი გამოსავალს ერთ-ერთ ავსტრიულ საავადმყოფოში ხედავს, სადაც უამრავი იშვიათი პათოლოგია განუკურნავთ. ამისთვის დამატებით 20 000 სტერლინგი (32 000 $) სჭირდება. კევინის თქმით, მისი ერთადერთი ოცნებაა, მოესწროს იმ დროს, როცა დანიელი მისი თანატოლებივით დაჯდება სუფრასთან და ისე ისადილებს, როგორც ნებისმიერი სხვა.

d4u3l
გრაცის (ავსტრიის) სამედიცინო უნივერსიტეტი და საავადმყოფო

– როცა ვუყურებ ჩემს შვილს, როგორ იკვებება მილებითა და რაღაც მოწყობილობებით, დარდი მეუფლება. განსაკუთრებით, თუკი სტუმრები გვყავს, მესმის, რასაც განიცდის ამ დროს. მე და კეტრინი ვღელავთ, ჩვენ რომ რამე მოგვივიდეს, გვინდა, რომ დანიელმა სრულფასოვნად განაგრძოს ცხოვრება. მისი უფროსი დაც, ჰანაც იტანჯება მისი შემხედვარე, როცა იცის, რომ ვერაფრით დაეხმარება. ორმონდის ბავშვთა საავადმყოფოში შესანიშნავი ექიმები არიან, მაგრამ მათაც ვერაფერი გააწყვეს ამ პრობლემასთან. იმედი მაქვს, გრაცის საავადმყოფოში მაინც უშველიან, რადგან მითხრეს, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის წარმატებით უმკურნალიათ. ეს დაავადება ისეთი იშვიათია, რომ გრაცშიც კი მხოლოდ 12 ასეთი შემთხვევა აქვთ აღრიცხული.

av3iq
მარცხნიდან: დანიელის და – ჰანა, მამა – კევინი, დედა – კეტრინი და დანიელი.

საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ ოჯახი ვერ იღებს დახმარებას ჯანმრთელობის ეროვნული მომსახურებიდან (NHS), რის გამოც მგზავრობის ხარჯები თავად უნდა დაფარონ. უარის მიზეზი ისაა, რომ მშობლებიდან ორივე დასაქმებულია. თუმცა კევინის თქმით, მათი შემოსავალი ვერ ეყოფა ამხელა ხარჯებს, რადგან ბავშვის ყოველდღიურ მოვლას ისედაც საკმაო თანხა სჭირდება. მან ასევე განაცხადა, რომ აუტიზმს დიდი ალბათობით შეიძლება ეშველოს, კვების პრობლემა კი რამდენად მოგვარდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

:(

მსგავსი ამბები

Back to top button