ახალი ამბებიმისტიკა

NASA_ს მისია EPOXI

ცოტა რამ კომეტებზე და NASA_ს მისია EPOXI_ზე

NASA_ს ერთერთი მისია EPOXI ( Extrasolar Planet Observation and Characterization (EPOCh) and Deep Impact eXtended Investigation (DIXI)) იკვლევს კომეტებს და ასტეროიდებს. კომეტების შესწავლა მეცნიერებს ეხმარება სამყაროს წარმოშობის დადგენაში, რადგან ისინი დაუსრულებელი სახით არიან მზის სისტემაში (კვლავ განაგრძობენ ჩამოყალიბებას) და რაც უფრო მეტი გვეცოდინება ამ ციურ სხეულებზე, მით მეტს გავიგებთ დედამიწასა და მზის სისტემის შესახებ.

EPOXI_ს ერთერთი მისიაა გაიგოს კომეტა Hartley 2_ს ზედაპირის შემადგენლობა. თუ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას უყურეთ ვიდეოს…

ესეც ჩვენი კომეტა Hartley 2

კომეტების და ზოგადად სამყაროს ჩამოყალიბების თეორია

NASA_ს Hubble Space ტელესკოპმა დააფიქსირა ერთერთი ასტეროიდის სურათი, რომელზეც ჩანს უცნაური X-ფორმის ობიექტის თავი და კომეტისებრი მატერიალური ბილიკი.

იანვრიდან ასტრონომებმა დაიწყეს ობიექტის თვალთავლი Hubble_თ რომელიც 5 თვე გრძელდებოდა. ისინი ფიქრობდნენ რომ მოწმენი გახდნენ ახალი ასტეროიდის შეჯახებისა, მაგრამ გაკვირვებულები იყვნენ როდესაც გაიგენ, რომ შეჯახება მოხდა 2009 წლის დასაწყისში.

შეჯახება მოხდა ორ მცირე ასტეროიდს შორის მაღალი სიჩქარით, დაახლოებით 11000 მლ/სთ, მაგრამ ისინი განადგურების ნაცვლად შეერთდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ეს მოხდა 2009 წლის თებერვალ-მარტის თვეებში და იყო ძლიერი როგორც მცირე ატომური ბომბის აფეთქება.

2010 წელის იანვარ-მაისის განმავლობაში Hubble_ს მიერ გადაღებულმა სურათებმა აჩევენა 400 ფუტის სიგრძის წერტილისებრი ობიექტი, რომელსაც უკან მტვრის კუდი მიყვებოდა და რომლის ნიმუშიც ადრე არავის ენახა. მზის გამოსხივების გამო ასტეროდი კარგავს მასას და უყალიბდება კუდი.

ობიექტი იმყოფება იუპიტერისა და მარსის ორბიტებს შორის და შედგება მილიონობით კლდოვანი ნაწილისაგან, რომლებიც წელიწადში ეთხელ ეჯახებიან ერმანეთს(მეცნიერებს მხოლოდ დიდი შეჯახებების დაფიქსირება შეუძლიათ). როდესაც ისინი ეჯახებიან ერთმანეთს, გამოისვრიან მტვერს, რომელიც ვრცელდება საპლანეტაშორისო სივრცეში, მაგრამ დღემდე ასტრონომებმა ვერ დააფიქსიერს რა სიხშირით ეჯახებიან ობიექტები ერთმნეთს (დიდი შეჯახებები იშვიათად ხდება, ხოლო მცირეს ვერ აფიქსირებენ) და რა ოდენობით მტვერი წარმოიქმნება.

როგორც უკვე ვთქვით ასტეროიდების გამოჭერა რთულია, რადგან დიდი ზომის შეჯახებები უფრო იშვიათადაა ვიდრე პატარა, როგორიც იყო ორი თავდაპირველი ასტეროიდების შეჯახება, რომელთა შეჯახების შემდეგ წარმოიქმნა ერთი P/2010 A2. შეჯახება ვერ დაფიქსირდა მზის პოზიციის გამო. 10-11 თვის შემდეგ “Lincoln Near-Earth Research (LINEAR)” პროგრამამ ჩაათარა კვლევა, რომელმაც დააფიქსირა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კომეტისებრი კუდი. მაგრამ მხოლოდ Hubble_მა გაარჩია მისი X ნიმუში. რომელიც მოწმობს, რომ რაღაც უცხო მოხდა ვიდრე კომეტის გაზის გამოფრქვევა.კუდი შეიცავს იმდენ მტვერს, რომ ბურთს 65 ფუტის ფართეს გახდის.

ესეც ცოტა ინფორმაცია… იმედია მოგეწონათ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close