ახალი ამბებირეკორდებისასარგებლო

პოლონეთში მაცხოვრის ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს

nkrqi

პოლონეთის ქალაქ სვებოძინში თითქმის დასრულდა გრანდიოზული მონუმენტის მშენებლობა. ავტორების განცხადებით, ეს იქნება მაცხოვრის ყველაზე მაღალი ქანდაკება.

თეთრი სკულპტურა გაშლილი ხელებითა და ოქროს გვირგვინით დასავლეთ პოლონეთში აღიმართა. აქამდე იესო ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში იყო და მისი სიმაღლე კვარცხლბეკის ჩათვლით 40 მეტრამდეა, პოლონურმა კი მას 11 მეტრით გადააჭარბა – მთლიანობაში 51 მეტრს აღწევს. ხოლო ცალკე ქანდაკება 33 მეტრია – მესიის დედამიწაზე ყოფნის ხანგრძლივობის აღსანიშნავად. თუმცა ჯერჯერობით ზუსტი სიმაღლე დაუდგენელია, ამას მოგვიანებით გაარკვევენ. ქანდაკებას “მეფე ქრისტე” უწოდეს.

ადგილობრივი მოქალაქეები აღფრთოვანებულნი არიან და სიხარულით ადევნებდნენ თვალს მოვლენების განვითარებას. ვარაუდობენ, რომ ეს ადგილი მალე იქცევა ტურისტების მიზიდვის ცენტრად და პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილად. ამას ხელს შეუწყობს ის ფაქტიც, რომ ეს ადგილი 45 მილითაა (72 კმ) დაშორებული გერმანიის საზღვრიდან. პოლონური მედიის განცხადებით, მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და პროექტი დაახლოებით 1.45 მილიონი დოლარი დაჯდა.

sppcu

m1c8v

ssjal

cvu9v

u7f6w

y2i0a

fs0bl

მშენებლობის პროცესი იხილეთ ვიდეოში:

მსგავსი ამბები

Back to top button