არქივი
იარეთ ნელა
ყველასთან ერთი თხოვნა მაქვს… იარეთ ნელა…
ნურასდროს ჩაჯდებით მანქანაში, რომელსაც ნასვამი ან გაღიზიანებული ადამიანი მართავს!
ეცადეთ მობილური ტელეფონის არსებობა დაივიწყოთ თუ საჭესთან ხართ!
თუკი სადმე ხართ წასასვლელი ცოტა ადრე წადით, საფრთხეში არა მარტო თქვენ ხართ!
შეეცადეთ უსაფრთხოების წესები არ დაარღვიოთ, მით უმეტეს გზაჯვარედინზე ან ფართე და სწორ გზატკეცილზე!
სიგარეტზე ბევრად სახიფათოა ავარია, არც შეადაროთ… მოწევით ბოლოს და ბოლოს მხოლოდ საკუთარ თავს იღუპავთ… გთხოვთ, გევედრებით, ნუ გაიმეორებთ ხოლმე ამ ავტომანქანების მძღოლების შეცდომებს, ზოგს აქედან მიეცა ცხოვრების მეორე შანსი, ზოგს არა…
სიკვდილს ვერ გაექცევით, მაგრამ შეგიძლიათ დიდი, დიდი დროით გადაწიოთ
სურათებს, სადაც გვამებია შეგნებულად არ ვდებ