გასართობისაკითხავისასარგებლო

მულტიპლიკაცია

c7302eb0554a
გრომიტი 1993 წლის ანიმაციური ფილმის ” უკუღმართი შარვალი” – მთავარი გმირია. პლასტელინის ფიგურები წამში 24 მოძრაობას აკეთებდნენ,ჯამში 47 760 მოძრაობა 29-წუტიან ფილმის განმავლობაში.

ანიმაცია ფართო შემოქმედებითი სფეროა,რომელიც უსულო ნახატებსა და საგნებს აცოცხლებს.ანიმაციური ტექნოლოგიიის კომპიუტერულ ტექნოლოგიასთან შერწყმამ ფილმის პროდიუსერებს შესაძლებლობა მისცა შეუძლებელი რეალობად ექცია.
ერთხელ უოლტ დისნეის შესთავაზეს ლოს-ანჯელესის მერობა.”რატომ უნდა ვიყარო კენჭი მერობაზე,როდესაც უკვე მეფე ვარო?” -იკითხა მან.სინამდვილეში იგი მხოლოდ ოდნავ აზვიადებდა.დისნეი ანიმაციური სამყაროს ნამდვილი მეფე იყო.მან პირველმა წარუდგინა მსოფლიოს მულტიპლიკაციური ფილმი და მე-20 საუკუნის კულტურას ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გასართობი საშუალება შემატა.
ანიმაცია ახლა იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული დისნეის სახელთან,რომ წარმოუდგენელია ერტის არსებობა მეორის გარეშე.ფაქტობრივად ანიმაცია პოპულარული ხელოვნება იყო ბევრად ადრე,ვიდრე დისნეი დაიბადებოდა და კინოს გამოიგონებდა.მისი პირველადი სახე იყო საბავშვო წიგნი.მის ყოველ გვერდზე დახატული იყო წინა ნახატისაგან ოდნავ განსხვავებული ნახატი.როდესაც წიგნს სწრაფად გადაშლიდი,ნახატი მოძრაობდა.ამგვარი წიგნები აგებული იყო ოპტიკური ილუზიის პრინციპებზე.
დღესდღეობით ტექნოლოგია ბევრად გაუმჯობესდა.მულტიპლიკაციური ფილმი,რომელშიც მოქმედება ხდება ათAსობით სტოპკადრის თანამიმდევრული ჩვენებით,ძალზე მცირედით განსხვავდება ძველმოდური საბავშვო წიგნებისაგან.

d3d35d2e0cac
ამ მულტფილმის შემქმნელებმა სტოპკადრის ტექნილოგია გამოიყენეს.ცვილის ფიგურას ისინი ჯერ ერთ პოზასი უღებდნენ სურათს,შემდეგ – მეორეში. საბოლოოდ,ამ სურათების ერთობლიობამ წარმოგვიდგინა ნახატი ფილმი.

კამერამ ნებისმიერი საგანი შესაძლოა გააცოცხლოს,პლასტელინის მოდელებიდან დაწყებული დამტავრებული ყოველდღიური მოხმარების საგნებით.პირველი ანიმაციური ფილმი- “ჰამფთი დამფთის ცირკი”- შეიქმნა 1898 წელს ალბერტ სმიტის მიერ. ნახატების ნაცვლად სმიტმა გამოიყენა მისი ქალიშვილის თოჯინები.მისმა პარტნიორმა ჯეიმს სტიუარდ ბლაქბერმა შექმნა რა სახალისო ფილმი “მხიარული სახეების იუმორისტული ასპექტები”,მაყურებელს შეაყვარა ანიმაციური ხელოვნება.
მულტფილმის ნაწარმოებები იქმნება სპეციალურად მოწყობილ გადამღებ დაზგაზე მოზრაობის ცალკეული,თანმიმდევრული ფაზების გადაღებით.ანიმაციური ფილმი ეკრანზე ქმნის ნახატი სხეულების მაძრაობის ილუზიას.
თავდაპირველად,მულტიპლიკაციაში მხოლოდ ტრადიციული რეალიზმი აისახებოდა.ცოტა მოგვიანებით,ანიმატორები მიხვდნენ,რომ ეს იყო არარსებულის ხელოვნება.საჭირო იყო მხოლოდ წარმოსახვა.შესაძლებლობები შეუზღუდავი იყო:ღორებს შეეზლოთ ფრენა,მთები მოძრაობდნენ,დინოზავრები ითვისებდნენ დედამიწას.
1902 წელს ფრანგმა რეჟისორმა ჯორჟ მელისმა შექმნა ფანტასტიკური ჟანრის ანიმაციური ფილმი “მოგზაურობა მთვარეზე”. მასში შესულმა კადრებმა -რაკეტის მთვარეზე დაშვების შესახებ,იმ დროისათვის წარმოუდგენელი მოვლენები,რეალობად წარმოაჩინა.ამ ფილმმა საფუზველი ჩაუყარა ფანტასტიკისა და სათავგადასავლო მულტიპლიკაციის ჟანრებს.
ანიმაცია ძალზე პოპულარული გახდა,მაგრამ დიდ დროს მოითხოვდა.მხატვარს ერტი კადრის(1წმ)შესაქმნელად 24 სხვადასხვა ნახატი უნდა დაეხატა.ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ფილმის ერთი წუთი 1440ნახატს მოითხოვდა.ამიტომ ანიმაციური ფილმების უმრავლესობამოკლემეტრაჟიანი იყო.1910 წელს სიტუაცია შეიცვალა.თავდაპირველად,მხატვრებმა ჯგუფურად დაიწყეს მუსაობა.შემდეგ კი გამოიგონეს ე.წ. ცელულოიდი რომელიც წარმოადგენდა გამჭირვალე პლასტიკატს.
მისმა ტექნიკამ საოცრად შეამცირა მხატვართა სამუშაო.მთლიანი სცენის დახატვის ნაცვლად,ახლა შეეძლოთ დაეხატათმხოლოდ ცალკეული ეპიზოდები.მაგალითად,ანიმაციური გმირის მოძრაობაში მოსაყვანად საჭირო იყო მხოლოდ ფეხების მიმართულებების შეცვლა,სახის ხელმეორედ დახატვა საჭიროებას აღარ წარმოადგენდა.
ახალი ტექნიკური საშუალება მალე იქნა ათვისებული მთელ მსოფლიოში,განსაკუთრებით კი აშშ-ში 1927 წელს უხმო ფილმებმა გზა დაუთმო გახმოვანებულ ფილმებს.1928 წელს ახალგაზრდა ანიმატორმა ,უოლტ დისნეიმ ,შექმნა მულტფილმი “გემი ვილი”,რომელმაც მსოფლიოს მოუვლინა პოპულარული პერსონაჟი სომდგომსი ანიმაციის დიდი ვარსკვლავი- მიკი მაუსი.
მიკი მაუსი დისნეის პირველი მოლაპარაკე გმირი იყო.მას შემქმნელი თავად ახმოვანებდა.ეს იყო მხოლოდ დასაწყისი.მას მოყვა დონალდ დაკი,პლუტო და გუფი.ტითოეულ გმირს განსხვავებული დამახასიათჶბელი ნიშანი ჰქონდა.აღნიშნული მულტფილმები ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდა.ისინი ისეა შჶქმნილი,რომ მოქმედებასა და მუსიკას შორის გამოხატულია მჭიდრო კავშირი.

bae0c2fec1e2

1935 წელსეკრანზე გამოვიდა “ბენდის კონცერტი”,რომელშიც მიკი მაუსი გვევლინება ორკესტრის დირიჟორად,გამოსახულებას წარმატებით დაემატა ვილიამ ტელის უვერტურას მუსიკალური ფონი.
1930-იან წლებში უოლტ დისნეი მსოფლიო ანიმაციის ლიდერი იყო,ტუმცა მას მალე გამოუჩნდნენ კონკურენტები.1934 წელს “ვორნერ ბრაზერსის” ბაზაზე შეიქმნა ანიმაციური გუნდი”ბერმიტ ტერასი” , რომელმაც მულტიპლიკაციას ახალი ნახატი გმირები მოუვლინა.აღნისნული გუნდის წევრი იყო რეჟისორი ჩაკ ჯონსი,რომელმაც შექმნა ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი “როუდ რანერი”.ეს არის პატარა გუგული.რომელიც მუდამ უსხლტება ხელიდან კოიოტ ვილის და რომლისთვისაც დამახასიათებელია სასიამოვნო სიცილი.
“ტერმიტ ტერასის” რეჟისორ ფრედ “ტექსი” ევერის ეკუთვნის ისეთი ცნობილი მულტ-პერსონაჟები,როგორებიცაა: კურდღჶლი ბაგს ბანი,იხვი დაფი დაკი და გოჭუნა პორკი. 1942 წელს ფრედი გადადის სტუდიასი,სადაც ვილიამ ჰანასთან და ჯოზეფ ბარბერასთან ერთად ქმნის ყველა დროის პოპულარულ ტომისა და ჯერის.

04444d29a951

მიკი მაუსმა საფუძველი ჩAუყარა მულტიპლიკაციის “ოქროს ხანას” ,ასე ეწოდებოდა 50-იანი წლების ანიმაციურ ხელოვნებას.მას მოჰყვა ისეთი ცნობილიპერსონაჟები როგორიცაა : დაკუნთული მეზღვაური პაპაი,ბავსვური ხმის მქონი მომხიბვლელი ბეთი ბუჰი,ტომი და ჯერი მორბენალი და კოიოტი,მისტერ მაგუ და ბევრი სხვა.

22a58e105648
ანიმაციური ფილმების გმირებმა დიდი სიმპატია დაიმსახურეს.მაყურებელს მოსწონდა პაპაის კუნთები,ბლუტოს დიდი წონა და ოლივ ოილის სინაზე.

ახალი გმირები განსხვავდებოდნენ მიკი მაუსისაგან.მათმა შემქმნელმა ანიმატორებმა ახალი თემა შEმოიტანეს.ტუ დისნეის გმირები უწყინარ,სასაცილო პერსონაჟებს წარმოადგენდნენ,ახალი თაობის გმირები მებრძოლ და გამანადგურებელ იმიჯს ატარებდნენ.თავდაპირველად,მულტიპლიკაციის ამ მიმარტულებამ კრიტიკაც კი დაიმსახურა,მაგრამ შემდგომ იგი მისაღები გახდა,რადგან ნახატ ფილმში ასახული ძალადობა სერიოზულად არავის მიაჩნდა.
ფრედ :ტექს” ევერი და მისი კოლეგები ყურადღებას ამახვილებდნენ ანიმაციის ყველაზე მნისვნელოვან ასპექტზე -ეს იყო დაუსრულებელი შესაძლებლობების სამყარო,რომელიც ამსხვრევდა ნებისმიერ დოგმას.მაგრამ მაყურებელი მაინც არ აღიქვამდა ანიმაციურ ფილმს სერიოზულად.
ყველაზე დიდი პრობლემა იყო დრო. ერტი მოზრავი სცენის დახატვას დიდი ენერგია მიჰქონდა.უოლტ დისნეიმ ეს პრობლემაც გადაწყვიტა შრომის გადანაწილებით: მხატვართა ერთი ჯგუფი ქმნიდა პერსონაჟებს ,მეორე ფონებს,მესამე აზავებდა ფერებს და ა.შ. 30-იან წლებსი მას დასაქმებული ჰყავდა 800-მდე ადამიანი.
1937 წელს უოლტ დისნეიმ გადაიღო პირველი სრულმეტრაჯიანი ფილმი “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”,რომელმაც კინოთეატრებსი რეკორდული რაოდენობით მაყურებელი მიიზიდა.ამას მოჰყვა “პინოქიო”, “ფანტაზია” , და “დამბო” .ამ ანიმაციურმა ფილმებმა საფუძველი ჩაუყარა სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციის შემდგომგანვითარებას.უოლტ დისნეის კომპანიის ღირსებას წარმოადგენდა “მეფე ლომი” , რომელმაც 1994 წელს ოსკარი მიიღო და ყველაზე შემოსავლიან მულტფილმად იქცა.

1aaef2aa73e2
დისნეის “მეფე ლომის” შექმნის პროცესსი გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები.პერსონაჟები ხელითაა დახატული,ხოლო განათება,ჩრდილები და სამგანზომილებიანი ეფექტები კომპიუტერის დამსახურებაა.

1964 წელს უოლტ დისნეიმ გრანდიოზული სიახლე შეიტანა მულტიპლიკაციის ისტორიაში.მან გადაიღო ფილმი “მერი პოპინსი”,რომლის მთავარ გმირებს დახატულ პერსონაჟებთან ერთად ცოცხალი ადამიანები წარმოადგენდნენ.1988 წელს მსახიობმა ბობ ჰოსკინსმა ანიმაციური პერსონაჟის პარალელურად მთავარი როლი შეასრულა ფილმში “ვინ გაწირა როჯერ რებითი?”.ანიმაციის და კინოს შეთავსებამ მეტადდახვეწილი სახე მიიღო.

9707f125f260

1970-იან წლებსი მულტიპლიკაცია ნელ-ნელა განიცდის კომპიუტერიზაციას.უფრო ადვილი ხდება ნახატების შექმნა და გაცოცხლება,ფართო გამოყენებას ჰპოვებს სამგანზომილებიანი ფილმები ,რაც ნისნავს რომ ნახატის დანახვა შეიძლება ყველანაირ შუქზე ყველა კუთხიდან.მაგალითად, “ვინ გაწირა როჯერ რებიტის?” გადაღების დროს წარმოიქმნა იმის პრობლემა,რომ ნახატი პერსონაჯი და ცოცხალი გარემო კარგად დამთხვეოდნენ ერთმანეთს.ანიმატორებმა ბევრი იფიქრეს ახალი მეთოდების შესახებ და საბოლოოდ შეიმუშავეს სინათლის სხივების კოპირების განსაკუთრებული ტექნოლოგია.შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა,რომელიც მიღებულ სინათლის სხივებს ამუშავებდა და გადაჰყავდათ ისეთ ფორმატში,რომ უკეთ მოხდენოდა საერთო სურათს. შემდეგ კომპიუტერსი ხდებოდა მიღებული ნახატების დაჩრდილვა და ცოცხალ სურათტან დაკავშირება.დღეს არსებობს ისეთი კომპიუტერული პროგრამები ,რომლებიც ადვილი მოსახმარია ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც.ამგვარად,კომპიუტერი,ხატვის ნიჭი და ცოტა ფანტაზია თქვენს ოცნებებს აასრულებს.

48a246d0cd8e
“სიმფსონებმა” ნამდვილი გარდატეხა მოახდინა ანიმაციის სამყაროში.ჰომერ სიმფსონი და მისი ოჯახის უცნაური წევრები ბევრი ახალგაზრდიათვის სათაყვანებელ პერსონაჟებად იქცნენ.

დღეს ანიმაცია ტელევიზიის განუყოფელი ნაწილია.ნებისმიერი გადაცემის მომზადების პროცესსი კომპიუტერული ანიმაცია სასარგებლო დამხმარე სასუალებას წარმოადგენს.მისი დახმარებით შესაძლებელია,მაგალითად,რუკების,ატლასების,გრაფიკებისა და დიაგრამების გაცოცხლება.
პოპულარული გახდა ანიმაციის გამოყენება რეკლამაში.სარეკლამო რგოლი,რომლის მთავარი გმირი მომღიმარი ყუთია,ან მოცეკვავე ქიშმიში,დიდი მოწონებით სარგებლობს ყველა ასაკის მაყურებლებში.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close