არქივი

ყველაზე მატყუარა, გაქნილი და ქვეშქვეშა ცხოველები

384f05f1fad2

ველურ ბუნებაში უამრავი ცხოველი ბინადრობს და ყველა მათგანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს. ადამიანის არ იყოს ტყუილი და მოხერხება არც მათთვისაა უცხო.

1. ორანგუტანი. ( Orangutan )

16a7ee7a04e3

ორანგუტანი ძირითადად კუნძულ კლიმანტასა და სუმატრაზე ბინადრობს. მაიმუნის ეს ჯიში სულ ხეზე ცხოვრობს და მიწაზე იშვიათად ჩამოდის. ეს ცხოველი თავის ეშმაკობასა და საზრიანობას ძირითად მაშინ იყენებს, როცა მის უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე. ასევე საცხოვრებლის აშენების დროს. საწოლი ადგილის ასაშენებლად ორანგუტანი საუკეთესო ტოტებს იყენებს. მათ მოსაპოვებლად კი არც “ქურდობაზე” იხევს უკან. მაიმუნის ეს ჯიში დღის უმეტეს ნაწილს ჭამაში ატარებს. სხარტი გონების წყალობით მათ შესწევთ უნარი დაიმახსოვრონ ხილის ხეების მიმდევრობა და მათი სეზონური აყვავება.

2. ვირჯინიის ოპოსუმი. (Virginia Opossum)

2ffb4f1e8c0f

ვირჯინიის, სხვანაირად ჩრ.ამერიკის ოპოსუმი ძირითადად ამრეკასა და მექსიკაში ბინადრობს. მარტოხელა და ღამის მოყვარული ეს ცხოველი გარეგნულად გარეულ კატას მოგაგონებთ. ზარმაცი ოპოსუმი თავის ეშმაკობას მაშინ იყენებს, როცა საფრთხეს გრძნობს. უფრო კონკრეტულად თავს იმკვდანურებს და ძირს გაშხლართულს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობა. თუმცა ეს მეთოდი მანქანის სავალ ნაწილზე არ ჭრის. :evil:

3. ციცინათელა. ( Firefly )

928548caa4f5

მწერის ეს სახელწოდება გამომდინარეობს იქედან, რომ მათ მუცლის ბოლოს მანათობელი ორგანო აქვთ, რომლის საშუალებითაც ღამით ანათებენ. სწორედ ამ თვისებას იყენებს ციცინათელა თავის ავი განზრახვებისთვის. ნათებით იგი მსხვერპლს ატყუებს და იზიდავს. ციცინათელების სულ 2 000 მდე სახეობა არსებობს და ამ თაღლითობისგან არც ერთი მათგანი იხევს უკან.

4. მუხლუხო. ( Caterpillar )

a501cb435424

მუხლუხო ძალიან მატყუარაა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა შესაძლებლობას იყენებს. ყველაზე მეტად იმ იმ ფოთლისა თუ ხის ტოტის მიბაძვა გამოსდით, რომელზეც იმყოფებიან, ამიტომ შეუმჩნევლები ხდებიან. (ისე როგორც სურათზეა :yes:  ). ასევე ოპოსუმის არ იყოს მკვლელის მოახლოებისას თავის მომკვდარუნება ამათაც ეხერხებათ. ამ ყველაფრის წყალობით კი ძირითადად მშვიდად და ხანგრძლივად აგრძელებენ სიცოცხლეს.

5. ქამელეონი. ( Chameleon )

8831332926a7

ქამელეონისებრთა ოჯახში 4 გვარი და 90-მდე სახეობაა გაერთიანებული. ისინი ძირითადად მადაგასკარსა და აფრიკაში ბინადრობენ. მათ ძირითად საცხოვრებელ ადგილს ხე წარმოადგენს და მიწაზე იშვიათად ჩამოდიან. “ქამელეონი” მსოფლიოს რამდენიმე ენაზე მატყუარას ნიშნავას და 100%-ით ამართლებს კიდეც ამ სახელს. რაშიც თავიანთი მრავალმხრივივი შესაძლებლობები და უფრო მეტად გრძელი ენა ეხმარებათ. ქამელეონის ენა თავისივე სხეულზე ორჯერ დიდია და მისი მოძრაობა იმდენად სწრაფია, რომ ადამიანის მხედველობა ამის სრულფასოვნად აღქმას ვერ ასწრებს. ქამელეონის მთავარ იარაღს, ანუ ენას წებოვანი წვერი აქვს, რისი საშუალებითაც წამში იჭერს მსხვერპლს ისე, რომ ეს უკანასკნელი გააზრებასაც კი ვერ ახერხებს. ქამელეონი თავისი ნიჭის დახმარებით სხვა საშუალებიტაც ახერხებს რთული სიტუაციებიდან გამოძრომას. მას აქვს უნარი საჭიროებისამებრ შეიცვალოს ფერი და სხვებისთვის შეუმჩნეველი გახდეს.

მსგავსი ამბები

Back to top button