გასართობისაკითხავი

ოხ ეს ტურისტები!

ინგლისური გაზეთი “Daily Telegraph” გამუდმებით აქვეყნებს ტურისტების ყველაზე სასაცილო საჩივრებს

რეიტინგის პირველ ადგილზე აღმოჩნდა ტურისტის ისტორია,რომელიც გემით მოგზაურობდა.მან მოითხოვა,რომ მისთვის კაბინა გამოეცვალათ.სტიუარდის შეკითხვაზე,თუ რატომაა იგი ამ კაბინით უკმაყოფილო,მან უპასუხა,რომ აქედან არ იშლება ხედი ზღვაზე და ჩანს მხოლოდ გზა და ავტომობილები.სტიურადს გაეცინა და უპასუხა,რომ ლაინერს ჯერ ღუზა არ აუწევია და ზღვაში არ გასულან :)

მეორე ადგილზე აღმოჩნდა ახალგაზრდა წყვილის ისტორია,რომლებიც ითხოვდნენ ნომერს,ცალცალკე მდებარე საწოლებით…მაგრამ სამწუხაროდ ასეთი უკვე დაკავებული იყო და მათ წილად ხვდათ ერთსაწოლიანი ნომერი.შვებულების გატარების შემდეგ,მათ უჩივლეს ოტელს ამ მოტივაციით ” გთხოვთ ჩათვალოთ ოტელის ხელმძღვანელობა დამნაშავედ,ჩემი მეგობრის დაორსულებაში.ეს იმის გამო,რომ ჩვენ გვხვდა წილად ერთსაწოლიანი ნომერი!”

კიდევ ერთი საჩივარი ასე გამოიყურებოდა “მე ვიყიდე ერთ მოხუცთან RayBan-ის სათვალეები 5 დოლარად,რატომ არ გამაფრთხილეს,რომ ისინი ნაღდი არაა?”

კიდევ რამოდენიმე ტურისტი ” რატომ არ გაგვაფრთხილეს,რომ ზღვაში თევზები ბინადრობენ!ჩვენ ძალიან შეგვეშინდა…ძალიან ქვიშიანი ნაპირი იყო,დასვენების დროს კოღომ მიკბინა,მე არ მითხრეს,რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.რატომ არ მიუთითეთ ეს ოტელის ბროშურაში?”

სასაცილო კურიოზი მოაწყო ტურისტმა,რომელიც აკვაპარკში წავიდა,მაგრამ თან “პლავკები” არ წაიღო.ამიტომაც იგი დასვენების ზონაში არ შეუშვეს.გაფუჭებული დასვენება მან ტურ-აგენტს დააბრალა,რომელსაც,მისი აზრით უნდა გაეფრთხილებინა,რომ აკვაპარკში პლავკები საჭიროა :)

საინტერესო პრეტენზია ესპანეთში მყოფი ტურისტებისგან- მათ უსაყვედურეს ტურ-აგენტს,რომ თურმე იმ ქვეყანაში ძალიან ბევრი ესპანელია.რა უნდა ეპასუხათ კომპანიაში?ჩუმად ჩაიცინეს :)

სხვა ტურისტები ინდურ სამზარეულოს უჩიოდნენ.როდესაც სადილობდნენ ადგილობრივ რესტორნებში,მათ არ მოეწონათ,რომ კერძებში ძალიან ბევრი კარრია(საწებელია ასეთი)…სოუსით გაფუჭებული დასვენება მესამე ადგილზე მოხვდა.

ხშირად ასევე ჩივიან,რომ ნაცნობის სამოთახიანი ნომერი გაცილებით დიდია,ვიდრე მათი ეკონომ კლასის(რომელიც თვითონ აირჩიეს.)

ტურისტებს რუსეთიდან,ხშირად აბსურდული კითხვები აქვთ.ერთხელ,ერთ კომპანიაში,რომელიც ეხმარება რუს ტურისტებს,ტურისტმა დარეკა და იკითხა ” რა ჰქვია წითელი ფანრების ქუჩას?”…სხვები ჩივიან,რომ რესტორანში ისადილეს გაფუჭებული ხორცით,მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მიხვდნენ,როცა ბოლომდე შეჭამეს.ახლა საწყლებს აინტერესებდათ.. “რა გავაკეთოთ,როცა ცუდად გავხდებით?”

აი ასეთი უცნაური ტურისტებიც არსებობენ….მეტი საქმე აშკარად არ აქვთ :) გმადლობთ წაკითხვისათვის

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close