ახალი ამბებისასარგებლო

ადამიანის ორგანიზმი

ფაქტები ადამიანის ორგანიზმზე ,სხეულის პროპორციებზე და პასუხი რამოდენიმე კითხვაზე

-ადამიანის შუა თითის სიგრძე , მისი ხელისგულის სიგრძის ტოლია.
-მანძილი მაჯიდან იდაყვამდე, გამრავლებული 4ზე ტოლია 1 ნაბიჯის .
-ხელის სიგრძე მოხრილი იდაყვიდან მაჯამდე ტოლია ტერფის სიგრძის.
-მხრების სიგანეზე გაშლილი ხელების სიგრძე ადამიანის სიმაღლის ტოლია.
-მანძილი თმის ძირიდან ნიკაპამდე ადამიანის სიმაღლის 1/10-ის ტოლია.
-მანძილი ნიკაპიდან ცხვირამდე ტოლია მანძილის თმის ძირიდან წარბამდე.
-ადამიანის სხეულში 100 ტრილიონი უჯრედია.
-გულის წონა 300 გრამამდეა.
-გულის მოცულობა მარცხენა მუშტისოდენაა.
-ადამიანის ღვიძლი 1200-1500 გრამს იწონის
-თირკმელი 140 -150 გრამია. იგი ლობიოს მარცვლის ფორმისაა.
-თავის ტვინი იზრდება 25 წლამდე. მისი წონა 1 – 2,5 კგ.
-30 წლიდან ადამიანს ყოველდღიურად უკვდება 50 000 ნერვული უჯრედი.
-ადამიანის ორგანიზმში სისხლძარღვთა საერთო სიგრძე შეადგენს 100 000 კმ-ს.
-მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში 5 ლიტრი სისხლია.

-ორგანიზმში წყლის რაოდენობა 65%-ია.10% წყლის დაკარგვა ადამიანს კლავს, ხოლო 5%ის დაკარგვა კომაში აგდებს.
-ადამიანის თმის რაოდენობის ნახევარი მოდის თავზე. ქერა ადამიანების 140 000, შავგვრემნებს 100 000, ხოლო წაბლისფერ თმიანებს 110 000 ღერი თმა აქვთ.
ადამიანის სისხლი იყოფა ოთხ ჯგუფად.
-წყურვილი ჩნდება , როცა დაკარგული წყლის რაოდენობა სხეულის წონის 1%-ია
-თმა დღეში იზრდება 0,3 – 0,5 მმ-ით

როგორ გამოიყურებიან სხვადასხვა რასის ადამიანები
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები იყოფიან 3 ძირითად რასად . ესენია:
ევროპეიდული, მონოლოიდური და ნეოიდული.
ევროპეიდული რასის წარმომადგენლებს ღია ფერის კანი და ღია ფერის თვალები აქვთ. ამ ჯგუფში გვხვდება აგრეთვე მუქთმიანი, მუქთვალებიანი ადამიანებიც. ამ ჯგუფს განეკუთვნებიან ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები.
ადამიანები, რომლებიც მონოლოიდურ რასას მიეკუთვნებიან გამოირჩევიან სახის მრგვალი ფორმით, მუქი თმით და ვიწრო თვალის ჭრილით. ამ რასის წარმომადგენლები არიან ჩინელები, იაპონელები და მონგოლები, აგრეთვე ამერიკელი ინდიელები.
ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს აქვთ შავი ფერის კანი, ხუჭუჭი თმა, ფართო ცხვირი და მსხვილი ტუჩები. ამ ჯგუფს განეკუთვნებიან აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები ხალხები.

რატომ გვეყინება ხელები და ფეხები?
რაც უფრო დაბლა ტემპერატურაა, მით უფრო შევიგრძნობთ სიცივეს. სიცივისგან კუნთები იწყებენ შემცირებას და ვიწყებთ კანკალს. იმისთვის , რომ საბოლოოდ არ გავიყინოთ ორგანიზმი გამოყოფს ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ სითბოს, ამასთან ჩვენი „ გონიერი“ ორგანიზმი ცდილობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში შეინარჩუნოს მისი ფუნქციონირებისთვის საკმარისი სითბო, ამისათვის ხდება ხელებიდან და ფეხებიდან სისხლის სიცოცხლისთვის უფრო მნიშვნელოვან ორგანოებში განდინება, რის გამოც კიდურები გვეყინება.

რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა ფერის კანი?
ადამიანის კანის უჯრედები შეიცავენ მუქ პიგმენტს – მელანინს, რომელიც განსაზღვრავს კანის ფერს. იმ კანის ფერი, სადაც მელანინის შემცველობა მაღალია არის ძალიან მუქი, ხოლო მელანინის დაბალი შემცველობის შემთხვევაში კანი ღია ფერისაა. მუქი კანი უკეთესადაა დაცული მზის სხივების ზემოქმედებისგან ხოლო ღია კანი ადვილად იღებს დამწვრობას. ხელის და ფეხის გულებზე კანი მელანინს მცირე რაოდენობით შეიცავს, ამიტომ ისინი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით ღია ფერისაა, ხოლო სახეზე წარმოქმნილი ჭორფლი წარმოადგენს პატარა „ კუნძულებს“, სადაც პირიქით მელანინის კონცენტრაცია ძალიან მაღალია. როდესაც ჩვენ მზეზე ვირუჯებით , მზის სხივებში შემავალი ულტაიისფერი სხივები ხელს უწყობს კანის ბუნებრივი საღებავის მელანინის გამოყოფას , რაც ჩვენ კანს მუქ ფერს სძენს. ამ შემთხვევაში საჭიროა ზომიერების დაცვა, რათა კანის დამწვრობა არ მივიღოთ.

smile ;)

Sofo Qochoradze

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close