არქივი

ზღვის ავადმყოფობა

06b5949ba0a3
იდეალური კრუიზის მოწყობა გსურთ? ყველაფერი მოაგვარეთ,შესანიშნავი სამგზავრო გემი,ზღაპრული კომფორტი,შესანიშნავი მომსახურება… მაგრამ შუა ზღვაში(ან ოკეანეში) დაგეწყოთ თავის ტკივილი და ა.შ. მე მოგითხრობთ ამ საშინელი დაავადების შესახებ რომელსაც ჰქვია ზღვის ავადმყოფობა…

ზღვის ავადმყოფობა- “კინეტოზი” არა მხოლოდ ზღვაში არამედ ხმელეთზეც ბევრს ემართება(ავტომობილში,მატარებელში), თვითმფრინავშიც ხშირად ემართებათ ადამიანებს. სახელი ეწოდა მას შემდეგ რაც ადამიანებმა პირველად ზღვაში განიცადეს ის. დამახასიათებელი სიმპტომებია თავის ტკივილი,ღებინება,გადაღლა,აპათია(უშფოთველობა,ვნებადამცხრალობა)… წარმოიდგინეთ ყოველივე ეს როდესაც უმშვენიერეს სამგზავრო ლაინერზე იმყოფებით,გარშემორტყმული არაჩვეულებრივი გოგონებით,თქვენ კი თავის აწევაც კი არ შეგიძლიათ :tavi:

ზღვის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზებია როდესაც თვალები,ყური და მთლიანად სხეული, გრძნობს რომ,რაღაც არ არის რიგზე და ტვინს გადასცემენ შეუწყვეტლივ სიგნალებს. ამასთან ერთად “Вестибулярный аппарат”-ის (ყურის ნაწილი რომელიც შეიგრძნობს თავისა და სხეულის მოძრაობას სივრცეში და უზრუნველყოფს ჩვენს მოძრაობას) ერთი ნაწილი გრძნობს რომ სხეული მოძრაობს,მეორე კი ვერ აღიქვამს ამას. მაგალითად თუ კი გემზე ხართ და ღელვაა ყური გრძნობს რომ მოძრაობთ და თვალები კი ვერ აღიქვამს ამას :guli: .
ზღვის ავადმყოფობას ხელს უწყობს რამოდენიმე ფაქტორი: შიში,ღელვა,კითხვა ან ნაწერებთან მუშაობა, შტორმული ამინდი, სტრესი,დაღლილობა,სუნი(თუნდაც სუნამოს) და საკვები(განსაკუთრებით წვნიანი). ძირითადად ეს დაავადება ემართებათ ბავშვებს და მოხუცებს,თუმცა სტატისტიკით დადგენილია რომ “კინეტოზი” ყოველ მესამე ადამიანს ჭირს მსოფლიოში.

ახლა კი რჩევები თუ როგორ ავიცილოთ ეს საშინელი დაავადება:
1. რაც შეიძლება მეტი ხანი დაჰყავით გემბანზე,სუფთა ზღვის ჰაერი აშკარად სჯობს კაიუტის დახუთულ ჰაერს.
2. უყურეთ უძრავ საგანს(გემს არა), უკეთესია თუ ეს იქნება ხმელეთის ნაპირი ან ღრუბელი.
3. ძალიან კარგად გადააქვს ეს მდგომარეობა მუშაობას, შეეცადეთ მონახოთ მსუბუქი სამუშაო.
4. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ კითხვა.
5. მოერიდეთ საღებავის და ნავთობის სუნს,ატარეთ ცხვირსახოცი რომელიც გაჟღენთილი იქნება კოჭას(Ginger,Имбирь) სურნელით.
6. ღებინებისას სჯობს ქარის მიმართულებით შეტრიალოთ თავი გემბანზე,რადგან ტუალეტი(გალიუნი) 99 % დაკავებული იქნება :god:
კიდევ არსებობს ათასნაირი ტაბლეტი და წამალი, მაგრამ 100 % ეფექტური არც ერთი არ არის. ეს დაავადება ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს,თუმცა ვიტამინი C ძალიან ეფექტურია.

დასასრულს, როგორც ცნობილია ადმირალი ნელსონი იტანჯებოდა ზღვის ავადმყოფობით. გემზე ყოფნა,არაფერი რომ არ ვთქვათ ზღვაში გასვლაზე საშინელ მდგომარეობაში აგდებდა მას. “აგამემნონის” ბორტზე ყოფნისას როდესაც ისუნთქავდა დენთის კვამლს და ბრძანებებს იძლეოდა ტრაფალგარის ბრძოლისას,მხოლოდ ერთი ფიქრი აწუხებდა როგორმე გადაეტანა ეს ავადმყოფობა. მაგრამ ნებისყოფა სულ სჯობნიდა მძიმე ავადმყოფობას. როგორც ცნობილია იმ დღეს არაერთი გემი ჩასძირეს ადმირალ ნელსონის მეთაურობით ინგლისელებმა. ნელსონთან ერთად ეს ავადმყოფობა სტანჯავდათ უდიდეს რომის იმპერატორს იულიუს კეისარს და ბუნებისმეტყველ ჩარლზ დარვინსაც. მას შემდეგ ორი ასწლეული გავიდა და ეს ავადმყოფობა დღესაც სტანჯავს ხალხს, წამლებით ვიმკურნალოთ თუ ჩვენს ნებისყოფას დავეყრდნოთ ??? ;)

c059d57f598a
P.S. თუ ამ გემზე( “Allure of the Seas” ) დააპირებთ წასვლას არ გამომტოვოთ გთხოვთ :thanks:
იმედია კრუიზში წმასვლელები გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს ;)
და კიდევ  Вестибулярный аппарат – ეს ქართულად ვერ ვნახე და თუ კი იცით კომენტარში ქართულად დამიწერეთ :)

მსგავსი ამბები

Back to top button