არქივი

შეკითხვები

adc6224544a7

ინტელექტუალური შეკითხვების ნაკრები.. შემოდით გაგრძელებაში

მაშ ასე დავიწყოთ

1. ამერიკელები ამაყობენ იმით, რომ მათ არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონდა ერთ–ერთი კოსმეტიკური ნაკლი. რას გულისხმობენ კონკრეტულად ამერიკელები?

2. ეს დიალოგი აღებულია ერთი მხატვრული ქართული ფილმიდან:
– რაზე დგას გემი?
– წყალში
– არა, არა გემი დგას მეზღვაურების მხრებზე.
– რაში დაცურავს გემი?
– წყალში
– არა, არა გემი დაცურავს… დაასრულეთ

3. 1955 წელს ბატონმა რეი კროკმა ნახა, როგორ ჭრიან ძმები მაკი და დიკი ბოსტნეულს და აკეთებენ შესანიშნავ ბუტერბროდს. კონტრაქტი დაიდო მომენტალურად. დაასახელეთ ძმების გვარი?

4. ჯიმი კარტერმა თავისი პრეზიდენტობის ერთ–ერთ ბოლო დღეს წარმოთქვა სიტყვა:”რამდენიმე დღის შემდეგ მე მოვიხსნი უფლებამოსილებას და მივიღებ იმ ერთადერთ წოდებას, რომელიც ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტობაზე მაღალია”. რა წოდებაზეა საუბარი?

5. რა პროფესია ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუხდათ გამხდარიყვნენ ისტორიაში იარაღის გარეშე ხელჩართული ბრძოლის ოსტატები?

6. ბერძნულ მითოლოგიაში, ჰერმესი იყო ღვთის წარგზავნილი, რომელიც მფარველობდა ვაჭრობას, ტანვარჯიშს და იმას, რაც ყოველთვის ისჯებოდა. დაასახელეთ რას მფარველობდა კიდევ ჰერმესი?

7. ძველ დროში საწონ ქვებს სასწორისთვის რატომ აძლევდენენ წმინდანი ცხოველების ფორმებს?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button