საკითხავისასარგებლო

“ადამიანი, სიკვდილი და მარადიული ცხოვრება”

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ მართმადიდებლური ხედვა…

ეს თემა ძალიან გამიგრძელდა მაგრამ ერთერთ პოსტში თხოვნა იყო რომ ამ სახის პოსტი გამეკეთებინა. ძალიან ბევრი უნდა ვიწვალო ეხლა და დამიფასეთ :D

სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი ცხოვრება იდუმალებით არის მოცული და ადამიანის გონების ყოველგვარ მცდელობას ჩაწვდეს სიკვდილის არსს, შეაღწიოს მის სამეფოში, მხოლოდ წარუმატებელ მცდელობად რჩება. ეს იდუმალი სამყარო ჩვენთვის ისე ჩანს როგორც გამურული სარკმელიდან დანახული არემარე, ადამიანის სულს კი იმ იდუმალ სამყაროში გამორკვევა სწყურია და სიკვდილს, როგორც მხოლოდ ცხოვრების დასრულებას ვერაფრით ეგუება.

“საიდან მოვიდა სიკვდილი”

ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. სიკვდილი ღმერთის ღვთიური ქმნადობის გეგმაში არ ყოფილა და იგი ქვეყანაზე ეშაკის შურის გამო “მოვიდა”. ღმერთმა ადამიანი უხრწნელი სხეულით და მისი მარადიულობის მსგავსი სიცოცხლისთვის შექმნა.
თავდაპირველად, ადამიანში უკვდავების შესაძლებლობა იყო ჩადებული. მას თავისი სულიერ-შემოქმედებითი მიღწევებით უნდა განემტკიცებინა მასში არსებული ეს შესაძლებლობა. თუმცა ამასთანავე ადამიანი როგორც თავისუფალი ნების ქმნილებას, შეეძლო ამ შესაძლებლობის გაბაიბურებაც, რაც მოხდა კიდეც ადამისა და ევას შემთხვევაში და იგი პირველყოფილი ცოდვით გამოიხატა, რასაც დაუყონებლივ მოყვა უფლის სასჯელიც:” დაუბრუნდები მიწას, რომლისგანაც იყავი შექმნილი, ვინაიდან მიწა იყავ და მიწად იქცევი”.
სიკვდილი, როგორც ასეთი, ადამიანის სულის სხეულთან გაყრას წარმოადგენს (სხეული მიწისგან შექმნა ღმერთმა და სულის შთაბერვით სიიცოცხლე მიანიჭა). ღვთისგან შთაბერილ სულს უკვდავების პოტენცია გააჩნია და ამ უნარს იგი თავის სრულ არსს გადასცემს. სწორედ ადამიანის სრული არსის, ანუ სულისა და სხეულის ერთიანობის მარადიულობა დაირღვა პირველყოფილი ცოდვით, რომელიც თავის მხრივ, ადამიანის სწორი გზიდან გადაცდენას, ანუ ღმერთთან ერთობის დაკარგვას სიკვდილის დასაწყისს წარმოადგენდა.
ასე, ცოდვის გზით შემოვიდა ადამიანში სიკვდილი.

“სიცოცხლე გარდაცვალების შემდგომ”

რანაირად გრძელდება იმქვეყნიური ცხოვრება და გრზელდება კი იგი საერთოდ? -ბუნებრივია, ისმის ასეთი კითხვა.
სულის სხეულთან გაყრის შემდეგ, ადამიანი უკვე კარგავს იმ საქმეების, ან დამსახურებების შესაძლებლობას რომლებიც ამქვეყნიურ ამქვეყნიურ ცხოვრებაში არის შესაზლებელი. ამიტომ, გარდაცვალების შემდეგ, წინასწარ სამსჯავროზე წარდენილი სული, ამქვეყნად განვლილი ცხოვრების მიხედვით განისჯება. თუმცა უნდა უთქვას, რომ ამ დროს დადებული მსჯავრი საბოლოო არ არის, ვინაიდან ყოველი ადამიანი კიდევ ერთხელ განისჯება მთელ კაცორიობასთან ერთად მაცხოვრის მეორედ მოსვლისას და ეს იქნება უკვე უკანასკნელი დიდი სამსჯავრო. შეიძლება დაიბადოს კითხვა თუ რატომ უნდა განისაჯოს ადამიანი ხელმეორედ? იმიტომ, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მიწიერი სიცოცხლისგან არ ამოიწურება, იგი გრზელდება უკვე მის ფარგლების მიღმა, იმქვეყნად, ოღონდ სხვანაირად – მცხრალად.

რას ხედავს სული?

როდესაც ადამიანი კვდება, უცბად ვერ ხვდება ამას მას შემდეგ, რაც ის თავის “ორეულს” დაინახავს და ძალა არ შესწევს ვინმეს რამე გააგებინოსმაშინ ხვდება რომ მისი სული სხეულს გაეყარა. ხანდახან უეცარი ავარიის დროს, როცა ელვისებურად და სრულიად მოულოდნელად დგება გარდაცვალება, სული თავის სხეულს ვერ ცნობს და ჰგონია, ვიღაც სხვას ხედავ, რომელიც მას გავს.

დროებით სიკვდილი ( ამას წინა პოსტებში შევეხეთ)

დროებითი სიკვდილის ყველა განცდები, საკუთარი “მეს” ყველა მგრძნობელობითი და მოთხოვნილებითი უნარის სრული შენარჩუნებას მოწმობენ. უფრო მეტიც, მხედველობა და სმენა უფრო მახვილი ხდება; აზროვნება იწმინდება და არჩვეულებრივ ენერგიას იძენს, მეხსიერება მათდება. ხალხი რომლთაც რაიმე ავადმყოფობისა თუ ასაკის გამო დიდი ხნის წინ დაკარგეს ესა თუ ის უნარი, უცბად გრძნობენ რომ კვლავ აღუდგათ ეს უნარი. ახსანიშნავია რომ როცა ერთი დაბადებიდან ბრმა კლინიკური სიკვდილისას სული სხეულს გაეყარა ყველაფერს ხედავდა რასაც ექიმები მის სხეულს უკეთებდნენ. ხოლო სხეულში დაბრუნების შემდეგ ისევ ბრმად დარჩა.

გათავისუფლება

ჩვეულებრივ, სიკვდილს წინ ავადმყოფობა, წვალება და მწუხარება უძღვის. სხეულიდან გამოსული სული თავისუფლდება ტკივილისგან, არაფერი არ აწუხებს, აზრი ნათელია… ამასთან უნდა ავღნიშნოთ რომ ძირეული ცვლილებები პიროვნების ხასიათში არ ხდება. პიროვნება იმად რჩება რაც გარდაცვალებამდე იყო.

გვირაბი და ნათელი

საკუთარი სხეულისა და გარემომცველი ვითრების ნახვის შემდეგ, ზოგიერთI სული გადადის სხვა სამყაროში – პირწმინდად სულიერში. უნდა ითქვას რომ ზოგიერთი მათგანი პირველი ფაზის შეუმნჩნევლად მეორეშI გადადის. სულიერ სამყაროში გადასვლას ზოგი აღწერს, როგორც ბნელ სივრცეში მოგზაურობას, რომელიც გვირაბს წააგავს და რომლის გავლის შემდეგაც ისინი არამიწიერ ნათელში ხვდებიან. არსებობს მე – 15 საუკუნის მხატვრის, ბოსხის სურათი, რომელზეც სულის ამგვარივე გავლაა გამოხატული.

ცხოვრების თვალწინ გაელვება და სამსჯავრო

ზოგიერთნი ვინც დროებით სიკვდილის მდგომარეობა გადაიტანეს, მათ მიერ განვლილი ცხოვრების ნახვის სტადიას აღწერენ, ხანდახან ეს ნახვა არამიწიერი ნათელის თანხლებით მიმდინარეობდა და , როდესაც ნათელიდან კითხვა ესმოდათ, რა სიკეთე გაგიკეთებია? ადამიანი ხვდებოდა, რომ შემკითხვლი იმიტო კი არ ეკითხებოდა, რომ არ იცოდა არამედ იმიტომ, რომ შეკითხვის ადრესატს მეხსიერება დაეძაბა და კარგად გაეხსენებინა თავისი ცხოვრება. და აი, შეკითხვის შემდეგ ადამიანის თვალწინ მთელი მისი მიწიერი ცხოვრება გაივლის.ამ დროს ადამიანი ხელახლა განიცდის და მორალურად აფასებს ყველაფერს, რაც ჩაუდენია და უთქვამს ცხოვრებაშI. სწორედ ამას ეძახიან სინდისის სამსჯავროს.

სულის გარეგნობა

როდესაც სული სხეულს ტოვებს, იგი უცბად ვერ ცნობს თავის თავს. ასე მაგალითად ქრება ასაკის მახასიათებლები – ბავშვები თავ ის თავს გაზრდილებს ხედავენ მოხუცები კი ახალგაზრდულს. სხეულის ნაწილები რომლებიც ამათუიმ მიზეზის გამო დაკარგული ქონდათ ისევ უჩნდებათ. ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, მაგალითად ნიუ-იორკის შტატში, ლონგ-აილენდის ნახევარკუნძულზე ქალი ცხოვრობდა რომელიც 16 წლიდან ბრმა იყო, მას გულის შეტევა დაემართა და სავადმყოფოში მოხვედრილმა კლინიკური სიკვდილი განიცადა. რაღაც დროის შემდეგ გაცოცხლებულმა დაწვრილებით აღწერა თუ რა ხდებოდა რეანიმაციის დროს. თუმცა გაცოცხლების შემდეგ ისევ ბრმად დარჩა.

შეხვედრები იმ ქვეყნად

ზოგიერთები უკვე გარდაცვლილ ნათესავებთან არ ნაცნობებთან შეხვედრის შესახებ ჰყვებოდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეხვედრები მიწიერ პირობებში ხდებოდა, ზოგ შემთხვევაში კი არაამქვეყნიურ სამყაროში.
ერთი კაცი ყვებოდა რომ იგი საავადმყოფოს ერთ ბოლოში გულის შეტევით კვდებოდა ამავე დროს სავადმყოფოს მეორე ბოლოში მისი ღვიძლი და(დედმამიშვილი) სიკვდილის პირას იყო მისული დიაბეტის შეტევისგან . “როცა სხეული დავტოვე , -ყვებოდა კაცი,-უცბად ჩემ დას შევხვდი. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. საუბრისას გადავწყვიტე გავყოლოდი მაგრამ მან ისურვა ივე დავრჩენილიყავი, რაც იმით ახსნა რომ ჩემი დრო ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი. როდესაც გონზე მოვეგე, ეს ამბავი ჩემს ექიმს ვუამბე, მან არ დამიჯერა, მაგრამ ჩჩემი დაჟინებული თხოვნით ექთანი გააგზავნა ამბის გასაგებად და შეიტყო რომ ჩემი და სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როგორც მე მას ვუამბე” გვიამბო ამ ადამიანმა.

სულების სამეტყველო ენა

საუბრები სულების სამყაროში ადამიანისთვის ცნობილ ენაზე და არც რამენაირ სხვა დანაწევრებული ფორმის მეყველება არ მიმდინარეობს, არამედ, როგორც ეტყობა, – ერთი მხოლოდ აზრით. ამიტომ როცა ადამიანები ბრუნდებიან, მათ უჭირთ გადმოცემა ზუსტად რომელი სიტყვებით საუბრობდნენ მათთან ნათელი ანგელოზები ან სხვა ვინმე რომელთანაც შეხვედრა მოუწიათ. მაშასადამე იქიდან გამომგინარე თუ იქ ერთმანეთის აზრები ესმით უნდა ვისწავლოთ აზრების მართვა რომ იმ ქვეყნად არ შევრცხვეთ ჩვენი უნებური აზრების გამო.

თუ დაგაინტერესებთ მერე უფრო კონკრეტულად ჩავეძიები ამა თუ იმ საკითხს, საზვერეების გავლის, განკითხვის და ა.შ სესახებ…

ეს ტექსტები ამოვიწერე მართმადიდებლური ჟურნალ-გაზეთებიდან “სამრეკლო” და “თაბორი”.

პოსტის აღების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო.
მადლობა ყურადღებისთვის…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close