უცნაური

ნომერი 23

2acd7d4138ab

ეს პოსტი დაიწერა 6 ნოებმერს 11:12 წუთზე. 11+12 = 23!

“მე გავიღვიძე 10:13 წუთზე . 10 + 13 =23” . ეს სტატია გამოქვეყნდა 3 თებერვალს , წლის მეორე თვესა და მეორე დღეს ანუ 2/3. 48 წლის წინ ამ დღეს ,თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა და შეეწირა სამი როკენ როლის ლეგენდა: ბადი ჰოლი, რიჩი ვალენსი და ბიგ (დიდი) ბოპერი.
სხვა კულტურის სახეები, როგორიც უილიამ შექსპირი, ჯონი კარსონი და რივერ ფენიქსი დაიბადნენ და დაიღუპნენ თვის 23_ე დღეს. კურტ კობეინი დაიღუპა 1994 წელს ( 1+9+9+4=23!). იმედია ხვდებით საით მიყევხართ ამგვარ ფიქრებს ?

6ff03b78db5d
(კადრი ფილმიდან “ნომერი 23)

…. ჯიმ ქერი ასრულებს მთავარ როლს ზებუნებრივ ტრილერში , სახელად “23 ნომერი”, რომლის პრემიერაც შედგა 23 თებერვალს, სადაც მისი პერსონაჟი მიიღებს წიგნს სათაურით “ნომერი 23”. ქერის პერსონაჟს ეს რიცხვი მრავალჯერ მოევლინება. და რაც უფრომეტს ეძებს, მით უფრო მეტს ხედავს… მალე მას ეს ყველაფერი აკვიატებულ იდეად გადაექცევა, ხოლო შემდეგ კი შეიშლება ჭკუიდან. ფილმის შთაგონებად იქცა საიდუმლო რწმენა რიცხვ 23_ის მიმართ… რომელსაც ეწოდება – 23 ენიგმა (გამოცანა). რაც უფრო მეტს უღრმავდები მას ,მით უფრო გაუგებარი და უცნაური ხდება ეს ყოველივე. მოკლედ,ეს გახლავთ ნომერი 23_ის სახელმძღვანელო დამწყებთათვის. თვითონ მარტივი რიცხვი… რომელიც, იყოფა მხოლოდ თავის თავზე და ერთზე. რამეთუ დედამიწის ღერძი დახრილია 23 გრადუსით. 2 გაყოფილი 3_ზე გვაძლევს .666 – ეს რიცხვი კი ყველასთვის უკვე კარგად ნაცნონობია.. დიახ, მხეცის რიცხვი! ხოლო 3 გაყოფილი 2_ზე გვაძლევს 1,5_ს რაც ნიშნავს? – არაფერს! მაგრამ მოიცადეთ, კიდევ არის აქ რაღაც!

53111068e028

უილიამ სიუარდ ბეროუზი

ერთ-ერთი პირველი ვინც შეუერთდა 23 ენიგმას იყო პოეტი უილიამ სიუარდ ბეროუზი. მისთვის ეს არ იყო მხოლოდ უცნაური სიხშირე ამ რიცხვისა, არამედ 23_ის უცნაური დამთხვევები რომელსაც იგი პოულობდა თითქმის ყველგან და ყველაფერში. 1960 წელს როდესაც იგი ტანჟირს სტუმრობდა , ბეროუზმა გაიცნო კაპიტანი კლარკი . კლარკი ამაყობდა იმით რომ, არ ჰქონია უბედური შემთხვევები 23 წლის განმავლობაში.ბეროუზს არც გაკვირვებია როდესაც კაპიტანმა ეს რიცხვი ახსენა და ვითომდა არაფერიაო.. მაგრამ დაახლოებით მიხვდა რომ რიცხვის ესეთი წამოწევა წინა პლანზე რაღაც სავალალო მდგომარეობას მოასწავებდა. და მართლაც, იმ ღამით კაპიტან კლარკის გემი ჩაიძირა და მასთან ერთად მთელი ეკიპაჟი … რათქმაუნდა კაპიტანის მეთაურობით! მოიცადეთ ნუ გაგიკვირდათ … იმავე საღამოს ბეროუზმა მოისმინა რადიოში ავიაკატასტროფის შესახებ. პილოტის სახელი იყო -კლარკი, ხოლო რეისის ნომერი იყო 23. ამ დღის შემდეგ ბეროუზი ინიშნავდა ამგვარ დამთხვევებს. მის დღიურში 23 კვლავაც და კვლავაც ჩანდა როგორც, იღბლის ნაკვალევი, როგორც ბედის ხელწერა.

3c16dd146571

დამიჯერეთ ეს არ არის მითი ან რაიმე წარმოსახვითი ფანატზიის ნაყოფი… უბრალოდ ერთი შეხედვით ბევრისთვის მართლაც არარეალურია მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით (რასაც კი ნამვდივალ არ გირჩევთ) მაშინ გაოცება პირველი შეგრძნება იქნება რასაც ეს რიცხვი თქვენში გამოიწვევს. განვაგრძოთ, ანბანის 23_ე ასო არის W (დუბლვე). ამ ასოს ორი წვერო რომელიც მიმართულია ქვემოთ და სამი წვერი ზემოთ, წააგავს რაღაცნაირად რქებს, როგორც სიმბოლო ეშმაკის რქებისა როკ კონცერტებზე (მაგრამ როკ კონცერტებზე აღმართულ ხელს სხვა დატვირთვა აქვს და ამას მერე აგიხსნით) და აი აქაც… 2 ქვევით 3 ზევით – 2,3.

გგონიათ ეხლა მე ვზივარ და რაღაცეებს ვიგონებ? სცდებით ბატონებო და ქალბატონებო ! სცდებით… აი თუნდაც დააკვირდით ჩვენი კომპიუტერის კლავიატურაზეც ,W მოთავსებულია 2_სა და 3_ს ქვემოთ. ჰაჰ, გრძნოობთ იგივეს, რასაც მე???

fabc8a2b73bf

რობერტ ანტონ უილსონი

დავუბრუნდეთ ისტორიებს:

23_ის მორიგი ლორდი იყო რობერტ ანტონ უილსონი. თვით აღიარებული სკეპტიკოსი. სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორი და ფლეიბოის ყოფილი გამომცემელი. მას შეეყარა 23_ის ციებცხელება, ფლეიბოიში ბეროუზთან ინტერვიუს შედეგად. რამაც აიძულა დაეწყო ჩანაწერების კეთება! თავის ესსე _ში იგი წერს თუ როგორ ააფორიაქა იმის აღმოჩენამ რომ,თითოეული მშობლისგან, ბავშვი იღებს 23-23 ქრომოსომას.

59f318aaaafc
ქრომოსომა (23)

მაგრამ იგი მთლად შეიშალა როდესაც, მან შეიტყო რომ ალისტერ კროული (1875-1947) ბრიტანელი პოეტი და ავტორი წიგნებისა : მაგიასა და ოკულტიზმზე , აგრეთვე აკავშირებდა 23_ს გამრავლებასთან. თავად 23_ის არსი განისაზღვრება : “დაყოფის”, “მოშორების”, “განცალკევების”, “ბედნიერების”, და “სიცოცხლის” ფაქტორებად. რობერტ ანტონ უილსონი გარდაიცვალა 2007 წლის,11 იანვარს… 23 დღით ადრე ვიდრე ეს სტატია დაიბეჭდებოდა რომელსაც ეხლა თქვენ კითხულობთ! კიდევ უფრო მეტი – ეს სტატია დასაბეჭდად დაინიშნა 23 იანვარს! აბა დავიბენით თუ ვერ გაიგეთ ვერაფერი მაინც? არ აქვს მნიშვნელობა….

b8f460e7fcf4
ალისტერ კროული

ისეთმა ავტორებმა, როგორებიც არიან : ბეროუზი ,უილსონი და კროული შექმნეს 23_ისგან ასე ვთქვათ “თვითდამაკმაყოფილებელი წინსწარმეტყველება” როგორც სახუმარო შეთქმულება ხელოვანი პიროვნებებისა. ამან განაპირობა განსხვავების სირთულე , წინასწარგანზრახულ და ნამდვილ 23_ს შორის.ანუ რიცხვი მართლა ტრიალებდა შენს გარშემო თუ შენ თვითონ იჯერებდი რომ ის შენს ირგვლივ არის…..
გადავხედოთ ფილმებს:
ციხის საკანს “მექანიკურ ფორთოხლში” აქვს 23 ნომერი. იგივე რაოდენობის ადამიანი იქნა მოკლული ანდროიდის მიერ “სამართებელზე მორბენალში”… და ასევე იგივე რაოდენობის ბურთებია ნასროლი “დიდ ლებოვსკიში” : ყველგან 23! კრის კარტერი, სატელევიზიო მაესტრო , მისი მეგასაიდუმლო, სერიალ “საიდუმლო მასალების” უკან მდებარეობს. თავის საპროდუსერო კომპანიას დაარქვა “ათი-ცამეტი” : იგი დაიბადა 13 ოქტომბერს. მე_10 თვის მე_13 დღეს!
(10+13= 23)

30125ce29095

e235719b00dc

თვით სპორტიც კი არ არის ხელშეუხებელი. თავად ცოცხალი ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის ნომერი “ჩიკაგო ბულსში” იყო –23. ნომერს რომელსაც იგი ასე დომინირებდა ,მისი
გულშემატკივრების თვალში თავად მაიკლ ჯორდანი , 23 ნომერთან იყო გაიგივებული. ასევე ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექემმა , მაიკლ ჯორდანის საპავტიცემულოდ აიღო ნომერი 23 . ოუენ ჰარგრივი , წლის მსოფლიო თასის ერთადერთი კანადელი მოთამაშე, აგრეთვე 23 ნომრით თამაშობდა მიუნჰენნის გუნდში.

a0cfa4c26c46

…როგორც კი თქვენ შეამჩნევთ 23 ენიგმას, დაფიქრდით სადამდე მიგიყვანთ ეს? ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებთ თქვენ მას!
თუ მაგალითად ფილმ “23 ნომერში” ან როგორც ლოვერკრაფტის ისტორიებში შეამჩნიეთ რომ ცხოვრებას მართავს შავი ძალა, რომელიც მანიპულირებს მოვლენებით და მიყევხართ ცუდი დასასრულისკენ , მაშინ შეიძლება 23 მართლაც იყოს შემაშფოთებელი. ამ შემთხვევაში მე გირჩევთ გამოიყენოთ გონების დამხშობი! გონების ფარი, რომელიც შეიძლება შექმნათ ჩვეულებრივი სამზარეულოს ფოლგის გამოყენებით. ეს ყველაფერი უკვე თქვენი ფსიქოლოგიის დახმარებით უნდა გააკეთოთ, თუ რამდენად ძლიერები ხართ ამ უბრალო რიცხვის მიმართ …

83a2961d8abd

ამ დამთხვევების შემჩნევის შემდეგ , თქვენ მიიჩნევთ რომ 23 კოსმიური რიცხვია? ან კიდევ უკეთესი…რომ იგი გასაღებია რომელსაც შემთხვევითობები წესრიგში მოჰყავს ანდა ყველაფერი ერთად. მიუხედავად იმისა რომ თავად მე არ ვარ ამაში დარწმუნებული, ყოველშემთხვევაში მე შემიძლია მოვისმინო ეს ყოველივე და გავაკეთო არჩევანი ილუზიასა და რეალობას შორის …. მაგრამ ინტერესი ! სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ყველაფერ ამას…ინტერესსზეა დამოკიდებული თუ რამდენად დიდს გამოიჩენ და სადამდე შეტოპავ….

8abf42751a8e

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყოველდღიურად ჩევნ თავს გვეხვევა ციფირები ან რიცხვები, პროცენტული მაჩვენებლები, უბედურებები…
მაგალითად : მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი დაინგრა 2001 წელს, მე_9 თვესა და მე_11 დღეს. (2+0+0+1+9+11= 23!) რა შვება იქნებოდა იმის ცოდნა რომ, ამ ციფრებს აქვს რაიმე მნიშვნელობა.. ან რომ შეგვეძლოს მათზე ჩაბღაუჭება…. რომ შეგვეძლოს ჩვენი ცხოვრების ყურება კულისებიდან, როგორც თავად ჯიმ ქერის ფილმის გმირი… და აღმოვაჩინოთ მიზეზი ჩვენი ბედისწერისა! რა დამარწმუნებელი , რა საფუძვლიანი ეს შეიძლება იყო? …. დაე იცხოვრეთ თქვენს შექმნილ ტყუილში სანამ თქვენი ნომერი არ ამოტივტივდება….

6d1a7e4b4799

ქერიმ განაცხადა ინტერვიუში რომ იგი 23_ის მიმდევარია , მაგრამ ჩემთვის უცნობია ეს იყო მანამდე , სანამ იგი მოაწერდა კონტრაქტზე ხელს ფილმში მონაწილეობის შესახებ თუ არა! საინტერესოა რატომ აგრძელებს ქერი ამ ხელნაწერების ხატვას: მეტა-რეალობის თამაში “ნომერ 23_ში”, “ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათებასა” და “ეის ვეის ვენტურა 2_ში”. ნუთუ ამ ჰოლივუდის პრინცი-კლოუნი , რომელიც ყოველ დღე სხვადასხვა სახეს იღებს, მოსწყურდა წესრიგი რათა იცოდეს რომ ნამდვილად რაღაც ჭეშმარიტი არის დარჩენილი იქ , იმ რიცხვში… ვინ იცის?!

f76600de3138

.ჰიროსიმა დაიბომბა 8:15 სთ_ზე …… 8+15 = 23
.იულიუს კეისარს მიაყენეს 23 ჭრილობა
.ტიტანიკის კატასტროფა მოხდა 15/4/1912 ………. 1+5+4+1+9+1+2 = 23
.ჯონ ფ. კენედის ესროლეს 22 ნოემბერს , 1963 წელს …………. 2+2+1+9+6+3 = 23
.ბილ კლინტონის (Bill Clinton) ინიციალებია B.C … B-2 , C-3
.ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა 1945 წლის აპრილში …..1+9+4+5+4 = 23
.სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩეს 2006 წლის 30 დეკემბერს …….. 2+0+0+6+3+0+12 = 23

ნომერი 23_ის საიდუმლო მიეკუთვნება იმ რწმენას, რომ ინციდენტების და შემთხვევების უმეტესობა, დაკავშირებულია თავად 23_ თან, 23_ის რამოდენიმე მოდიფიკაციასა და ასევე რიცხვთან რომელიც ასევე პირდპაირ კავშირშია ამ ნომერთან !

P.S_ მე დავიბადე 1990 წლის აპრილში. აპრილი კი მეოთხე თვეა. 1+9+9+0+4 = 23! :)
077b80ac23d8

11 : 12 PM by Wooden Monkey

მსგავსი ამბები

Back to top button