მისტიკასაკითხავიუცნაური

ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ – ნაწილი 3

48b808674788

სიკვდილის ფენომენი – დოქტორი მოუდის გამოკვლევები. მესამე ნაწილი…

დაბრუნება

ცხადია რომ ყველამ, ვისაც მე ვესაუბრე, განიცადა უკან დაბრუნებაც, მათი სიკვდილის წინა მდგომარეობიოს რომელიღაც მომენტიდან: საინტერესოა დაბრუნების მომენტში მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულება. თითქმის ყველას ახსოვს, რომ სიკვდილის პირველ წამებში დომინირებს სხეულში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი და მწუხარებით აღსავსე განცდები გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მაგრამ როდესაც გარდაცვლილი აღწევს ამ პროცესის გარკვეულ საფეხურს, მას აღარ სურს და წინააღმდეგობააც კი უწევს სხეულში დაბრუნებას. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მათ ქონდათ შეხევბა “მანათობელ არსებასთან” (ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ – ნაწილი 2) . როგორც ძალზე პათეტიურად გამოხატა ერთმა მამაკაცმა: “მინდოდა არასდროს მიმეტოვებინა ეს არსება”.
გამონაკლისები ამ განზოგადოებათაგან საკმაოდ ხშირია, მაგრამ როგორც ჩანს არ ცვლის საქმის არსს. რამოდენიმე ქალი, რომელთაც პატარა შვილები ჰყავდა, მიყვებოდნენ, რომ მათ ერჩივნათ იქ დარჩენა, სადაც ისინი აღმოჩნდნენ, მაგრამ გრძნობდნენ, რომ ვალდებულები იყვნენ უკაან დაბრუნებულიყვნენ, რათა აღეზარდათ თავისი შვილები.
“ვფიქრობდი დავრჩე თუ არა მაგრამ გამახსენდა შვილები და ქმარი, ახლა მიჭირს გადმოგცეთ ჩემი მაშინდელი მდგომარეობის ეს ნაწილი. როდესაც განვიცადე ეს საოცრება, შევიგრძენი ნათლის ყოფა, მე ნამდვილად აღარ მინდოდა უკან დაბრუნება.”

8e42f7f7ab0c

ერთერთი პაციენტის მონაყოლი:
“ვიმყოფებოდი ჩემი სხეულის გარეთ, ვგრძნობდი რომ უნდა მიმეღო რაღაც გადაწყვეტილება, რომ არ შემეძლო დიდხანს ასე, ჩემი ფიზიკური სხეულის გვერდზე ყოფნა. სხვებისთვის ეს ძალზე ძნელი ასახსნელია: ან უნდა დავრძე სამუდამოდ ან დავბრუნდე უკან. მოერეს მხრივ ყოველივე ძალზედ უცნაური და საინტერესო იყო. ასე რომ ნაწილობრივ მაინც დარჩენა მინდოდა. მაგრამ რაღაცა საოცარი შეგრძნებით მესმოდა, რომ დედამიწაზე უნდა ვაკეთო საქმე. ამის შემდეგ დავბუნდი ჩემს სხეულში. ვიგრძენი როგორ დამტოვა საშინელმა სისუსტემ, ყოველ შემთხვევაში იმ შემთხვევის შემდეგ მე ვიწყე გამოჯანმრთელება”…
კიდევ ერთი მონათხრობი:
არ მახსოვს როგორ დავბრუნდი უკან, საკუთარ სხეულში. თითქოს რაღაცამ სადღაც გამიტაცა, დავიძინე და შემდეგ კი გავიღვიძე უკვე ლოგინში მწოლიარემ ოთახში მყოფნი ისე გამოიყურებოდნენ როგორც მაშინ საკუთარი სხეულიდან გარეთ მყოპი რომ ვუმზერდი მათ”.
ზოგს ასე ახსოვს, რომ დიდი სიჩქარით მიჰქროდა საკუთარ სხეულში ან ხშირად სხეულის გარეთ ყოფნის დასასრულს, სხეულიში შესვლას თან ახლდა ბიძგები.
” ვიმყოფებოდი ჭერში და იქიდან ვუთვალთვალებდი, როგორ ცოდვილობდნენ მედიკები ჩემ სხეულთან. მას შემდეგ რაც მათ გულის ელექტრო სტიმულაცია დაიწყეს, სხეული მკვეთრად დაიკრუნჩხა და უეცრად თითქოს ჩავვარდი ჩემ სხეულში, უბრალოდ, როგორც უსიცოცხლი ტვირთი. შემდეგი რაც მახსოვს – მე ისევ ჩემ სხეულშ ვიყავი”.

წინა პოსტებში ძირითადი წარმოდგენა შეგექმნათ ალბათ ამ ხალხის მონაყოლიდან გამომდინარე მათ სიმართლეში ალბათ ყველა დავრწმუნდებით 100 წლის შემდეგ.

მე ჯერჯერობით ვწყვეტ დოქტორი მოუდის წიგნიდან აღებული ტექსტების გამოქვეყნებას.

თუ ვინმე აიღებს ამ პოსტებს სხვა საიტზე დასადებად ვთხოვ რომ მიუთითოს წყარო.

დიდი მადლობა რომ კითხულობთ ჩემ პოსტებს.

მსგავსი ამბები

Back to top button