საკითხავისასარგებლო

მითრაიზმი

მითრაიზმი სპარსული მაზდეანობის ერთ-ერთი განშტოებაა

მითრას, ანუ მზისა და სინათლის ღვთაების კულტი რომის ვრცელ იმპერიაში შეიტანეს ვაჭრებმა და ჯარისკაცებმა. მას თაყვანს სცემდნენ დუნაის შესართავიდან შორეულ ბრიტანეთამდე. გადმოცემის თანახმად, მითრამ მოკლა მძვინვარე ხარი, რომელიც ადამიანებს ერჩოდა, კლდიდან გადმოადინა წყალი და წყურვილისაგან იხსნა ადამიანები. მითრაიზმის გადმონაშთის სახით ესპანეთში დღემდეა შემორჩენილი კორიდა- ხარებთან ბრძოლოს სანახაობა.

მითრაიზმი ის რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი.

აკაკი გელოვანის განმარტება მითრაიზმზე (მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983)
„მითრაიზმი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას III ს-შიც კი, მაგრამ თვით ქრისტიანული რელიგია ბევრი რამითაა მისგან დავალებული.
მითრა დაიბადა „მზის აღორძინების” დღეს – 25 დეკემბერს. ამ დღეს იშვა იესო ქრისტეც. მითრას მსახურნი ერთად მიირთმევდნენ სერობაზე პურსა და ღვინოს, – ქრისტიანული ზიარების პური და ღვინოც სიმბოლოა ღვთისმსახურებისა.
მითრას წმ. ნიშანია „სხივოსანი დისკო”, – რვასხივიანი ჯვარიც ქრისტიანობის სიმბოლოა. არც უბიწოდ ჩასახვის, საიქიო ცხოვრების, ზიარების, მარხვის საიდუმლოა უცხო მითრაიზმისთვის.
ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მითრა დაიბადა ვიწრო გამოქვაბულში, როგორც იესო – ბეთლემის ქვაბში. მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო – მოციქულებმა. 40 ღამის განმავლობაში ქურუმები მითრას სულის მოსახსენიებელ ცერემონიალს ასრულებდნენ, მე-40 ღამეს კი ისმოდა შეძახილები:„გიხაროდეთ! თქვენი ღმერთი მკვდრეთით აღდგა! დაე, მისმა ტანჯვამ გიხსნათ თქვენ!” მოგვთა ამ პროცესიას წინ ქურუმთქურუმი მიუძღოდა, საცეცხლურით ხელში. უკან მიჰყვებოდა 365 ჭაბუკი – წლის დღეთა სიმბოლოები. წითელი სამოსი ცეცხლს განასახიერებდა. თეთრი ცხენები მზის ცარიელ ეტლს მიაქროლებდნენ. ასე ადიოდნენ მდ. ორონტის მახლობლად აღმართულ მთაზე და იქ ქურუმი იწყებდა გალობას. ხალხი და მეფე ბანს აძლევდნენ. არსებითად აქ ხდება ყველაფერი ის, რაც შემდეგ უფრო ფართოდ და დახვეწილად განმეორდა და აღორძინდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში.”

ეს მათთვის ვინც არ იცის რა არის მაზდეანობა :

მაზდეანობა ანუ ზოროასტრიზმი(ცეცხლთაყვანისმცემლობა), როგორც რელიგის ძველ, აქემენიდურ ირანში წარმოიშვა ქრისტესშობსმდე VI საუკუნეში. ამ რელიგიის მიხედვით, სამყაროში ორი ძალა – ბოროტება და სიკეთე მუდმივად ებრძვიან ერთმანეთს. კეთილი ძალა – აჰურამაზდა, ბოროტებას – აჰრიმანს უპირისპირდება. მაზდეანული რწმენით, მიწიერი ცხოვრება ამ ორი ძალის ბრძოლის არენა. მათი აზრით, ცეცხლი ყველაფერს წმენდს და ამიტომ ცეცხლს თაყვანს სცემდნენ.

smile ;)

წყარო: www.wikipedia.org , www.lib.ge , www.urakparaki.com და ჩემი ისტორიის წიგნი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close