ვივა იტალია!
რა ვთქვა?ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა…ეს ხალხი და ეს ენა….ალბათ იმიტომ,რომ ძალიან გვგვანან ჩვენ- ქართველებს…ახლა კი ზოგადი ცნობები იტალიაზე…
იტალია იკავებს აპენინის ნახევარკუნძულს,სიცილიის კუნძულის კონტინენტალური ტერიტორიის ნაწილს,სარდინია და რამოდენიმე ზღვისპირა კუნძული.იტალია- მთიური ქვეყანაა.მის ტერიტორიაზე,ალპებში,არის ევროპის ყველაზე მაღალი მთა- მონბლანი.ხოლო აპენინურ მთებში და სიცილიაში- ორი მოქმედი ვულკანი- ვეზუვი და ეტნა.
იტალია ზომიერი,მაგრამ უფრო ალბათ სუბტროპიკული კლიმატის ქვეყანაა.იტალიის კლიმატზე ზემოქმედებს თბილი ხმელთაშუა ზღვა.
იტალიურ ხასიათზე ძნელია რამე განსაზღვრულის თქმა.გარდა ჩვენთვის ცნობილი სამხრეთული ხასიათისა,იტალიელებში აღმოაჩენთ მისი სიმპათიური ხასიათისგან კარდინალურად სხვაგვარ ჩვევებს,რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა.ისინი უფრო ჩვენ გვგვანან,ვიდრე თავის მეზობელ-ფრანგებს,შვეიცარიელებს და ავსტრიელებს.იტალიელები კომუნიკაბელური,მხიარული და მახვილგონიერი ხალხია,თანაც ძალიან კარგი მასპინძლები.ამის გარდა,მათ უთუოდ აქვთ ტალანტი.იტალიაში ყოფნის დროს,თქვენ ამას ბევრჯერ შეეჯახებით,ულამაზესი ტაძრებიდან ფლორენციაში,მდიდრულ მაღაზიებამდე რომში.
იტალიელი განსაკუთრებულად კარგი მოსაუბრეა.ყველაზე ნათლად ეს იმაში ჩანს,თუ როგორ ატარებენ დროს,განსაკუთრებით მამაკაცები.მათი ყველაზე საყვარელი ადგილი- ბარია.საქმიანი ქალაქების ცენტრში ყოველთვის ბევრი ხმაურია.აქ იმყოფებიან უცხოელი ტურისტები,სხვადასხვა სამსახურების მუშაკები…მათ აქვთ ერთი მიზანი- შეჭამონ ბუტერბროდი,დალიონ ღვინო ან ყავა.იტალიელი,თითქმის არ მოიხმარს ჩაის,სახლში და ბარებში ბევრ ყავას სვამენ.მას აქ ისევე ხარშავენ როგორც აღმოსავლეთში- მაგარი ყავა,რძის გარეშე.იტალიელისთვის ეს სასმელი უნივერსალურია.ზაფხულში ის ტონუსს მატებს,ხოლო ზამთარში- ათბობს.
იტალიელების ცხოვრებაში დიდი და განსაკუთრებული ადგილი ფეხბურთს უკავია.მატჩის წინა დღეს,ქალაქში ჩამოდიან “ტიფოზები”- მოწინაღმდეგე გუნდების ქომაგები.მათი ცნობა ადვილია: ისინი გაუჩერებლივ ასიგნალებენ,ამით ყურადღებას იქცევენ,ფანჯრებიდან ფენენ სხვადასხვაგვარ დროშებს,გუნდების ემბლემით.თუ სტადიონზე მოხვედრა არ მოხერხდა,აუცილებლად უყურებენ ტელევიზორში.
იტალიელებში სასიამოვნოდ გვაკვირვებს,მათი ურთიერთობა ბავშვებთან,განსაკუთრებით პატარებთან.შესაძლოა მათ,ბავშვებში საკუთარი მომავალი უყვართ,ისევე როგორც ანტიკური კულტურის ნანგრევებში,თავისი წარსული.დღევანდელ იტალიელებში ერთიც და მეორეც ერთდება.
საოცარი ხალხია ეს იტალიელები…ყოველგვარად ტკბებიან ცხოვრებით…და უხარიათ სიცოცხლე…მიყვარს ეს ხალხი…
BY ნაწკა