გასართობისაკითხავისასარგებლო

იცით თუ არა რომ?…


თუ არ იცით, გააგრძელეთ…

1)
სწორი ჰეპტადეკაგონის (17-კუთხა მრავალკუთხედი, სურათზე) აგება ფარგლითა და სახაზავით შეიძლება და ეს პირველად კარლ გაუსმა მოახერხა 1796 წელს.

2)
ტოპოლოგიურად ფინჯანს, გირსა და ბლითს ერთიდაიგივე გეომეტრიულ ფიგურებად მიიჩნევენ.

3)
ნობელის პრემიის გარდა არსებობს ასევე იგ-ნობელის პრემია, ის ყოველწლიურად ადრე შემოდგომაზე ჰარვარდში მიენიჭება ისეთ ათ მიღწევას მეცნიერებაში, რომლებიც “ჯერ გვაცინებს, შემდეგ კი გვაფიქრებს”.

4)
ჟურნალ “Scientific American”-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად ადამიანის გენიალური მიღწევები მის დაუღალავ შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული და არა დაბადებით მინიჭებულ ნიჭზე.

5)
მზის სისტემის მეათე პლანეტა (შემდგომში ჯუჯა პლანეტად შერაცხული, პირობითი სახელით 2003 UB313) მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინეს და მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ პროზერფინა შეარქვან თუ პერსეფონი. ორივე სახელი ბერძნულ-რომაული მითოლოგიით პლუტონის (ჰადესი) მიწისქვეშეთში გამომწყვდეულ ცოლს ერქვა.

6)
მსოფლიოში უდიდესი უდაბნო არის ანტარქტიდა, ხოლო უდიდესი ქვიშიანი უდაბნო საჰარა.

7)
მდინარე დუნაიზე მდებარეობს ოთხი ევროპული ქვეყნის დედაქალაქი, ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი და ბუდაპეშტი.

8)
როდესაც ჩინგის ყაენი დაიბადა, იმ ღამეს საშინელი ჭექაქუხილი იყო, ახალშობილს კი მარჯვენა ხელში სისხლი ჰქონდა, მას დაბადებისთანავე უწინასწარმეტყველეს, რომ იგი უდიდესი დამპყრობელი გახდებოდა და უამრავ სისხლს დაღვრიდა…

9)
რუსეთის მცდელობას შემოეერთებინა ჩუკოტკის ნახევარკუნძული, ჩუქჩებთან საუკუნოვანი წარუმატებელი ომი მოყვა…

10)
მცხეთა მესხთა ქალაქს ნიშნავს და აგებულია ხეთური კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი გადმოსახლებული მესხების მიერ…

წყარო:wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close