არქივი

როგორ დავიმახსოვროთ ადამიანი

deb3f03dbe5b
მოსაუბრის სახელისა და გვარის დამახსოვრება ზოგიერთისთვის რთულია. თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ ახალგაცნობილიც დაგიმახსოვრებთ და აღარც თქვენ დაგავიწყდებათ. მოკლედ, ახადე საიდუმლოს ფარდა…

1. გაცნობისას ადამიანს დააკვირდით სახეზე. დაიმახსოვრეთ კონკრეტული ნაკვთი. შეგიძლიათ იგი რომელიმე ფილმის ან მულტფილმის პერსონაჟსაც მიამსგავსოთ.

2. თავაზიანად ჰკითხეთ სახელი. საუბრის დროს სთხოვეთ, გაიმეოროს იგი.

3. ჰკითხეთ გვარი და წარმომავლობა. თუ მის მოგვარეს იცნობთ, ესაუბრეთ მასზე.

4. იაპონელები გაცნობისას ერთმანეთს სავიზიტო ბარათებს უტოვებენ. თუ ადამიანმა ნამდვილად დაგაინტერესათ, ან სავიზიტო ბარათი გამოართვით, ან მისი კოორდინატები ჩაიწერეთ.

5. საუბრის დროს ხშირად მიმართეთ სახელით.

6. ეცადეთ, მოსაუბრისთვის სასიამოვნო თემაზე ისაუბროთ; თავი დაამახსოვრეთ, როგორც განათლებულმა და მხიარულმა პიროვნებამ.

7. ხშირად გაუმეორეთ საკუთარი სახელი და გვარი. თუ რომელიმე ცნობილი ადამიანის სეხნია ან მოგვარე ხართ, გამოიყენეთ ეს შანსი, რათა მოსაუბრემ კარგათ დაგიმახსოვროთ.

8.ამბობენ, რომ ინგლისის დედოფალი კარგად იმახსოვრებს ადამიანებს. ამისათვის ის გაცნობას არ ჩქარობს. რამდენიმე კითხვას უსვამს და რამდენჯერმე მიმართავს სახელით.

9. დამტკიცებულია, რომ ადამიანი 30 ახალგაცნობილიდან მხოლოდ 2-3 სახეს და სახელს იმახსოვრებს. შეეცადეთ, ყოველ ჯერზე 1 ადამიანით მეტი დაიმახსოვროთ.

ეცადეთ, რჩევები გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ ადამიანის დამახსოვრება არც ისე რთულია.

BY ბერო.
ვინც ეს დააკოპიროს და წყარო არ მიუწეროს…

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button