ფსიქოდელიური როკი (Psychedelic Rock)
წერილობითი ინფორმაცია + ვიდეო მასალა = პოსტი
ფსიქოდელიური როკი არის როკ მუსიკის ერთ-ერთი ჟანრი. ამ მუსიკალური ჟანრის კომპოზიციების შექმნისას და მოსმენისას ხშირად გამოიყენება ჰალუცინოგენური ნივთიერებები, მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები.
ასეთი ჟანრის სიმღერების ჩაწერისას მუსიკოსები ექსპერიმენტებს ატარებენ ინსტრუმენტებისა და ვოკალების ჟღერადობასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმღერების ტექსტებიც, რომლებშიც ნახსენებია სიზმრები და ჰალუცინაციები.
ფსიქოდელიური როკი წარმოიშვა ბლუზზე დაფუძნებული კომპოზიციებიდან და მალე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ჟანრად. იგი ნაწილობრივ შეიცავდა 60-იანი წლების ჰევი მეტალის ელემენტებს, მაგრამ ასევე იყენებდა ინდური მუსიკის ჰანგებს. თუმცა, თავად ფსიქოდელია არა მხოლოდ როკს, არამედ ელექტრონულ მუსიკასაც შეეხო.
დახასიათება
ფსიქოდელიურ როკს გამოარჩევს შემდეგი ნიუანსები:
- ელექტრონული გიტარები, აუდიოეფექტების თანხლებით, როგორიც არის wah-wah და fuzzbox.
- სტუდიურ ჩანაწერებში ეფექტები – მაგალითად, ასეთია შებრუნებული სოლო, ერთი და იგივე აუდიოფრაგმენტის ამოჭრა და განმეორებით მთელ ჩანაწერში გამოყენება და ექოს მკვეთრი ეფექტი
- ხშირად როკ-ჯგუფისათვის ნაკლებად დამახასიათებელი ინსტრუმენტების გამოყენება – თუნდაც სიტარის სახით.
- კლავიშებიან ინსტრუმენტებზე მკვეთრი აქცენტი – განსაკუთრებით ორღანისა და მელოტრონის ჟღერადობაზე.
- გამოირჩევა ხანგრძლივი ინსტრუმენტული იმპროვიზაციებით. მაგალითად, თუ სტუდიური ჩანაწერი 10 წუთიანია, საკონცერტო შესრულებისას ის 30 და მეტ წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს.
- სიმღერების რთული სტრუქტურა.
- სურეალისტური ლირიკა, შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოების გავლენით. ფსიქოდელიური როკის ჩამოყალიბებისას და შემდგომ წლებში ტექსტებში შეიმჩნეოდა სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და ზღაპრების გავლენა.
Pink Floyd
ბევრს არ მოსწონს ძველი ფლოიდები და ვერ ვხვდები რატომ
ესეც მათი სიმღერა პომპეიიდან
ეს ნახეთ კარგი დოკუმენტური ვიდეოა
The Doors
წყარო : I , Youtube , Wikipedia