კულტურა

აგვისტოს 5 დღე (5 Days of August)

5 days of august

როგორც იქნა 2 წლის შემდეგ, გამოჩნდა პირველი ოფიციალური ტრეილერი ფილმისა, რომელსაც ალბათ ყველა ელოდება. ეს ფილმი, როგორც იცით გადაიღო რენი ჰარლენმა 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ ჩვენთვის ძალიან ცუდ მოვლენებზე.

როგორც 1 შეხედვით ჩანს, საკმაოდ კარგი ტრეილერია და იმედი მაქვს ასეთივე ხარისხიანი ფილმი გამოვა. IMDB-ზე ფილმის გამოსვლის ოფიციალურ თარიღად მითითებულია 2011 წლის მარტი.

როგორც აქამდე გაიგებდით, ამ ფილმის საბოლოო სათაური გადაწყდა ბოლო მომენტში, რადგან აქამდე მას მოიხსენიებდნენ, როგორ GEORGIA ან სისხლიანი აგვისტო და ა.შ.

მცირე ინფორმაცია ფილმზე:
რეჟისორი – რენი ჰარლენი
მსახიობები – ენდი გარსია, ჰიზერ გრეჰემი, ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი, ემანუელ ჩირიქი

სხვა რა დაგვრჩენია, უნდა დაველოდოთ :)

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button