კომფორტი=სიამოვნება?
გვანიჭებს თუ არა კომფორტი და კომფორტული საგნები სიამოვნებას?
რა თქმა უნდა,იმაზე კამათი რომ ცივილიზაცია არის ადამიანის დაპყრობა- სისულელეა.ვთქვათ,სუდანის მცხოვრები,რომელიც იძულებულია გუბიდან დალიოს წყალი,იცის წყალგამყვანის ფასი.მაგრამ აი ასეთი უცნაურობა: რა საჭიროა გამრავლების ტაბულის სწავლა?კალკულატორი ხომ არსებობს.რა საჭიროა სადმე წასვლა?ყველაფერს ხომ ტელევიზორში აჩვენებენ.
აქედან გამომდინარეობს კითხვა: უმატებენ თუ არა ცივილიზაციის მიღწევები,არა მთელ კაცობრიობს,არამედ ცალკეულ ბიოლოგიური,სოციალურ ან ინტელექტუალურ პიროვნებას ბედნიერებას და სრულყოფის შეგრძნებას?მოდით გავარჩიოთ რამოდენიმე კომფორტის საგანი.რომელი მათგანი უფრო სასარგებლოა- თქვენი გადასაწყვეტია.
1.ტელევიზია
პლიუსები- ჩართე და ნახე ახალი ამბები,არაა საჭირო თეატრსა თუ კინოში სიარული,მაინც ყველაფერს აჩვენებენ.ახალი წელი დაგავიწყდათ?მთელი ღამე ზიხარ ტელევიზორთან და გიხარია!
მინუსები- ის ხომ გვაზომბირებს!თავს გვახვევს არასასურველ კუმირებს.თეატრებში არ დავდივართ- ემოციებს არ ვიღებთ.მთელი დღე ტელევიზორთან ვსხედვართ.
2.ავტომობილი
პლიუსები- პირველ რიგში ეს მაგარია,ყველა ფეხით დადის,შენ მანქანით.არ გჭირდება ტროლეიბუსებით და მეტროთი სიარული.თავისუფლების შეგრძნება,კომფორტი და სისწრაფე.
მინუსები- საცობებში კარგავ დროს,რამდენი ნერვი მიდის საგზაო პოლიციაზე!!პლიუს ბენზინი,შეკეთება და ა.შ.
3.გენმოდიფიცირებული საკვები
პლიუსები- არ აქვთ მატლები და ყოველთვის როგორც ახალი ისე გამოიყურება.
მინუსები- არავინ ჯერ არ იცის,რა შედეგები შეიძლება მოყვეს მათ გამოყენებას.შესაძლოა რაიმე გენურ მუტაციასაც შევეჯახოთ.
4.პლასტიკური ქირურგია
პლიუსები- მაიკლ ჯექსონი გახდა თეთრი,და პამელას დიდიიიიიიიი მკერდი აქვს
მინუსები- ერთი ოპერაციით,როგორც წესით არ შემოისაზღვრებიან.და საერთოდ,გაუმარჯოს ყველაფერ ბუნებრივს!
5.ინტერნეტი
პლიუსები- ყოველგვარი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა.ადვილად შესაძლოა შენი გვერდის შექმნა,რომლითაც ფულს გამოიმუშავებ.
მინუსები- აქ ძაალიან ბევრი იდიოტია!არანაირი რედაქტურა და ცენზურა.ხშირად ინფორმაციის სინამდვილე ეჭვის ქვეშაა.
6.კომპიუტერული/ონლაინ თამაშები
პლიუსები- შესაძლებლობა იურთიერთო მთელ სამყაროსთან,სკამიდან ადგომის გარეშე.
მინუსები- რეალურ ცხოვრებაში გეიმერებს ორის სიტყვის გადაბმაც არ შეუძლიათ.ხოლო თამაშები ისე “გვისრუტავს” რომ რეალურ ცხოვრებაზე დრო აღარც კი რჩება.
7.ატომური ენერგია
პლიუსები- ეკოლოგიურად სუფთა ენერგია
მინუსები- ატომური იარაღის გავრცელების საშიშროება.ჩერნობილის ტიპის ავრიების ალბათობა.
8.კოკა-კოლა და მისნაირები
პლიუსები- გემრიელია,გაგრილებს,იყიდება ყველგან.თუ დაამატებთ “მენთოსს” ბევრი ქაფი გამოვა.
მინუსები- ძალიან ტკბილია და უფრო გწყურდება.არის ქრონიკული გასტრიტის საშიშროება.
9.მობილური ტელეფონი
პლიუსები- სწრაფი და კომფორტული კავშირი ყველა ადამიანთან,ნებისმიერი წერტილიდან.
მინუსები- ჰაკერებს სავსებით ადვილად შეუძლიათ განსაზღვრონ სად იმყოფებით.
10.ბურთულიანი კალამი
პლიუსები- ადვილი მოსახმარია,საკმაოდ იაფია,ჰიგიენური.
მინუსები- კალიგრაფიის ხელოვნებაზე რაღას იტყვით?წერა ადვილია და საკმაოდ სწრაფი,მაგრამ გრამატიკულად არც თუ ისე სწორი.
11.ლიფტი
პლიუსები- მოსახერხებელია და ფიზიკური კომფორტიცაა,განსაკუთრებით ზედა სართულებზე ცხოვრებისას.
მინუსები- ჩვენ ვუსპობთ საკუთარ თავს ფეხით ასვლის საშუალებას,დაბალ სართულებზეც კი,რაც ძალიან სასარგებლოა.არის საშიშროება ლიფტში გაჭედვის,რამოდენიმე საათით.
12.საცურაო ბიკინი
პლიუსები- ქალის თითქმის მთელი სილამაზე სახეზეა.თავისუფლების შეგრძნება.
მინუსები- შიშველი ხანდახან ნაკლებად ეროტიული და სიმპათიურია,ვიდრე როდესაც რამე მაინც გაქვს მოფარებული.თანაც ქალში რამე საიდუმლოც ხომ უნდა იყოს.
რავიციი რავიცი..თქვენი გადასაწყვეტია რას გამოიყენებთ და როგორ :)
BY ნაწკა