გასართობისაკითხავისასარგებლო

უცნაური უცხოელები

ინგლისელმა დააპირა რომ დაგიწეროს “ფრანგული წერილი”,ხოლო ირანელი შენთან პაემანზე მოვიდა ბავშვთან ერთად?დაგეხმარები გაგარკვიო რამოდენიმე ქვეყნის მამაკაცების თავისებურებებზე.

1.რომანტიკული გერმანელები

თუ შენი მამაკაცი გერმანელია და ყვავილებს შეფუთვის გარეშე გჩუქნის,ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ახლო მყოფ მინდორზე მოწყვიტა ისინი.უბრალოდ გერმანიაში მიღებულია შეფუთვის მოხსნა იმის წინ,სანამ ყვავილებს მიართმევენ.თითქოს ეხლახან მოვიდა მინდვრიდან საიდანაც უამრავი ახლად დაკრეფილი მინდვირს ყვავილი მოგიტანა.იქ ფლორისტებიც არ იჭყლიტავენ ტვინს– უბრალო ქაღალდით ფუთავენ…ჩვენი გამიყდველები კიდე მაგარ ფულს გახევენ ამ შეფუთვაში.

2.ეშმაკი იაპონელები

ამომავალი მზის ქვეყნის მცხოვრებლისთვის მთავარია– საკუთარი “მე”ს შენარჩუნება ყოველგვარ სიტუაციაში.ამიტომაც,რესტორანში ძააალიან მოსაწყენი საღამოს შემდეგ,როდესაც შენ იფიქრე რომ აღარასდროს ნახავ ამ “პრინცს”,ის გადმოგირეკავს და მადლობას გადაგიხდის არაჩვეულებრივი საღამოსთვის- არ დაუჯერო შენს ყურებს!ე.ი. საუბრის ბოლოს მაინც გეტყვის- “მადლობა,მაგრამ სამწუხაროდ,ჩვენ არაფერი გამოგვივა!” და წარმატებას გისურვებს.ეს ყველაფერი იმისთვის,რომ არ გაიტანჯო და მის ზარს არ ელოდო.აი ასეთი თავაზიანი ნაციაა.

3.თავხედი კანადელები

რესტორანში შენი კანადელი  ძალიან თბილი და ყურადღებიანია,მაგრამ საკმარისია ოფიციანტს ჩეკი მოეტანა,რომ შენ დაგიწყო ყურება შეშინებული თვალებით.ის რა,ელოდება რომ შენ გადაიხდი?თავხედი!!საერთოდ,მას თვითონაც შეუძლია გადახდა,მაგრამ ის ძალიან დაშინებულია თავისი კანადელი ფემინისტი ქალებით.მას ჰგონია,რომ როგორც კი საკრედიტო ბარათს ამოიღებს,რომ გადიხადოს,შენ მაგააარ სილას გააწნავ!იმისთვის,რომ თითქოს შენს ყიდვას აპირებს.

4.მხიარული ინგლისელები

შენი ინგლისელი კავალერი გპატიჟებს დასალევად და თან გეკითხება გაქვს თუ არა თან “French Letter”(ფრანგული წერილი).მან რა,გადაწყვიტა რომ ფრანგული ენა გასწავლოს?სინამდვილეში ასეთი ელეგანტური გამოთქმით ინგლისელი გულისხმობს….პრეზერვატივს.რატომ წერილი? ნუ თითქოს რეზინი,მის ღირსებას როგორც კონვერტი ისე ეკრობა(ბოდიშით,სხვანაირად როგორ ამეხსნა?).ხოლო რატომ ფრანგული?ინგლისელებისთვის ყველაფერი რომანტიკული ფრანგულთანაა კავშირში…გაიხსენეთ “ფრანგული კოცნა”.

5.ფეხშიშველი ტაილანდელები

ტაილანდელი მეგობარი გპატიჟებს სადილზე თავის მშობლებთან.შენ იცვამ საუკეთესო კაბას,ტუფლებს მაღალ ქუსლზე…..სტოპ! დაგავიწყდა?აღმოსავლეთში,თუ კი ვინმეს სახლში შედიხარ,ფეხსაცმლის გაუხდელად,ეს ითვლება დიიიიდ შეურაცყოფად.ამიტომ სჯობს იზრუნო იდეალურ პედიკიურზე და მოსახერხებელ ტანსაცმელზე- სადილის დროს იატკზე ჯდომა მოგიწევს.

6.დაბნეული ბერძნები

შენ შეკითხვაზე,მოსწონხარ თუ არა,ბერძენმა გვერდით გადახარა თავი და არაფერი გიპასუხა.რას ნიშნავს ეს?ნუ გგონია რომ იდეალური არ ხარ…უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნებში-სხვადასხვა ჩვეულებებია.საბერძნეთში,რომ თქვან “კი”,გვერდზე ხრიან თავს,ხოლო რომ თქვან “არა”-თავს ცისკენ წევენ.

7.მამაცი ამერიკელები

თუ შენ ამერიკელისგან მოგივიდა e-mail,სადაც ის გპატიჟებს პაემანზე,არ იჩქარო და მას მანიაკი არ უწოდო.საქმე იმაშია,რომ ა.შ.შ.-ში სავსებით ნორმალურია,რომ რომელიმე ნაცნობ გოგოს,მისი სხვა ნაცნობი გოგოს ტელეფონი ან e-mail სთხოვო,და აი ასე,ბრმად დაპატიჟო კინოში.სხვთაშორის,ამერიკელების პირველი პაემანი ძალიან უბრალოდ მიმდინარეობს,გოგო და ბიჭი სადმე კაფეში სხედან და ლაპარაკობენ.ხოლო ვახშამი რესტორანში-ეს უკვე მეორე პაემნის დროს.

8.ფეხმძიმე ირანელები

შენ გაიცანი ირანელი და დათანხმდი გასეირნებაზე თეირანის ქუჩებში.მოხდა ისე,რომ 15 წუთით დააგვიანე,ის კი გელოდება……ბავშვით.რას ნიშნავს ეს?ის ცდილობს დაგარწმუნოს რომ პატარა იშვილო?არა..შარიათის კანონის მიხედვით,მამაკაცს და ქალს აქვთ უფლება საზოგადო ადგილებში ერთად ყოფნის.მაგრამ დაქორწინებული წყვილებისთვის სხვა ჩვეულებებია.ხოდა ამიტომაც შენმა მეგობარმა ვიღაც ნაცნობისგან “ითხოვა” ბავშვი,რომ ნორმალურად გაიაროს ქუჩებში.არ იღელვო,თუ ხელს არ გკიდებს და შენს წინ არ მიდის.მას უბრალოდ არ უნდა,რომ პოლიციამ დაგიჭიროს…

9.უცნაური ჩინელები

შენ გაქვს პაემანი ჩინელთან შანხაიში.შენ გინდა მასზე შთაბეჭდილება მოახდინო და თან ნამიოკი ჩაურტყა,რომ დრო მოვიდა ურთიერთობების გაფორმების…ფიქრობ ამისთვის თეთრი კაბა გამოდგება?არა…ჩინეთში თეთრი ფერი-გლოვის ფერია.მან შეიძლება გადაწყვიტოს,რომ საცოდავი ქვრივი ხარ.

10.ცივი მაროკოელები

შენი მაროკოელი ამხანაგი ცოტა შენს წინ მიდის,ცივია და არც კი ცდილობს რომ მოგეკაროს.მაგრამ დიდი სიამოვნებით ეხუტება მეგობრებს და არ ერიდება მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებული სეირნობას.ის რა…ცისფერია?ნუ ღელავ!უბრალოდ ჩრილოეთ აფრიკაში მამაკაცისა და ქალს შორის გრძნობების დემონსტრირება არ მიისალმება.სამაგიეროდ მამაკაცები ერთმანეთთან საკმაოდ თბილად საუბრობენ.

აი ასე…რა საინტერესო და უცნაური ხალხია ეს უცხოელები…..ან რა ადათ-წესები აქვთ…მადლობთ თუ წაიკითხეთ.

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close