რითი ირჩენდნენ თავს სელებრითები, სანამ გახდებოდნენ ცნობილი სახეები
რითი ირჩენდნენ თავს გამოჩენილი მსახიობები და მომღერლები მანამდე, სანამ გახდებოდნენ ცნობილი სახეები. შარშან, ოქტომბრის თვის პოსტებში ვისაუბრეთ , თუ რითი ერთობოდნენ სელებრითები ბავშვობაში, მაგრამ ჩვენი ინტერესი ამით არ ამოწურულა და დღეს გთავაზობთ გავეცნოთ მათ წარსულს და გავიგოთ , თუ სად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ ცნობილები გახდებოდნენ.
დღეს ისინი მსოფლიოში ცნობილი მომღერლები, მსახიობები და ლიდერები არიან, მაგრამ წლების წინ მიზერული ანაზღაურებით კმაყოფილდებოდნენ:
1. მიკ ჯაგერი (Mick Jagger) წარსულში – შვეიცარი ფსიქიატრიულ კლინიკაში.
2. სილვესტერ სტალონე თავს ირჩენდა იმით, რომ ზოოპარკში ასუფთავებდა გალიებს, ფრინველთა ვოლიერებს . შემდგომ, სანამ სილვესტერ სტალონეს ჰოლივუდში აღიარებდნენ, თავს პორნოფილმებში მონაწილეობით ირჩენდა. პირველ პორნოგრაფიულ ფილმში 2 დღე მუშაობდა და საერთო ჯამში 200 დოლარი გამოიმუშავა.
3. როდ სტიუარტის (Rod Stewart) უხდებოდა საფლავების გათხრა.
4. ვუპი გოლდბერგის (Whoopi Goldberg) ამერიკელ მსახიობ-კომედიანტს და ტელეწამყვანს, რა თქმა უნდა, როდ სტიუარტთან
საუბრისთვის საერთო თემა გააჩნია: ის გრიმს უკეთებდა მიცვალებულებს. და კიდევ ვუპი გოლდბერგის ხმა შეიძლება გაგეგოთ ყურმილში, როცა დარეკავდით ინტიმური მომსახურეობის ტელეფონზე „სექსი ტელეფონით“ . მოგვიანებით ვუპი გოლდბერგი მუშაობდა მოლარედ ბანკში.
5. მერაია კერი (Mariah Carey) იღებდა და აძლევდა ზედა ტანსაცმელს თეატრის გარდერობში (გასახდელ ოთახში). მანამდე კი ის მუშაობდა საპარიკმახეროში დამლაგებლად და შეთავსებით ერთ-ერთ პატარა რესტორანში მიმტანად.
6. ჰიუ ჯექმანი (Hugh Jackman) ირჩენდა თავს იმით, როდესაც ჯამბაზის კოსტიუმში გამოწყობილი ართობდა ბავშვებს ბავშთა დღესასწაულებზე.
7. ქრისტოფერ უოლკენი (Christopher Walken) წარსულში მუშაობდა ცირკში ლომების მომთვინიერებლად.
8. ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში მდებარე სწრაფი კვების რესტორანში „El Pollo Loco“-ში მუშაობდა. რესტორნის პოპულარიზაციისთვის წიწილის ფორმა ეცვა და დაწესებულების წინ თილისმის როლს ასრულდება. ასევე ის მუშაობდა მიმტანად მექსიკურ რესტორანში და მტვირთავად.
9. კრის როკი (Chris Rock) მუშაობდა მიმტანად ნიუ იორკის რესტორან „Red Lobster“-ში.
10. დენი დევიტო მუშაობდა თავისი დის სილამაზის სალონში პარიკმახერად.
11. ევანჯელინ ლილი (Evangeline Lilly) იყო სტიუარდი (ბორტგამყოლი) თვითმფრინავში.
12. მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი ჯენიფერ ენისტონი (Jennifer Aniston) წარსულში რეკლამას უკეთებდა პროდუქციას ტელეფონით და მუშაობდა აგრეთვე კურიერად.
13. გვენ სტეფანი (Gwen Stefani) წმენდდა იატაკებს რძის მაღაზიაში და მუშაობდა ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში დამლაგებლად .
14. ჯიმ კერი (Jim Carrey) მუშაობდა როგორც მეეზოვე და გუშაგი საბურავების ქარხანაში.
15. ჯულია რობერტსი (Julia Roberts) ყიდდა ნაყინს, ორი წლის შემდეგ მუშაობდა ფეხსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად.
16. ამერიკელი დენს-პოპ მომღერალი მადონა (Madonna) ლუიზა ჩიკონე ყიდდა ღვეზელებს „Dunkin ‘Donuts“-ში.
„გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ და მუსიკალურმა ჟურნალმა „ბილბორდმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად“ აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება $ 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
17. მეთიუ მაკკონახი (Matthew McConaughey) ასუფთავებდა საქათმეებს ერთ-ერთ ფერმაში, მერე დაიწყო მუშაობა ხელოსნების ჯგუფში, რომელშიც შედიოდა სადემონტაჟო სამუშაოები, იატაკის მოჭიმვა, გიფსოკარდონი, სანტექნიკა და სხვ.
18. მაიკლ დუგლასმა (Michael Douglas) პირველად სარჩენი ფული გამოიმუშავა ცენტრალური გათბობის დამონტაჟებით .
19. კვინ ლატიფა (Queen Latifah) ძვირადღირებულ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ალაგებდა ლუქს ნომრებს და ამავდროულად ამზადებდა ჰამბურგერებს „Burger King“-ში.
20. კვენტინ ტარანტინო (Quentin Tarantino) მუშაობდა ბილეთების შემომწებლად კინოთეატრში უფროსებისათვის.
21. ვორენ ბიტი (Warren Beatty) წარსულში მუშაობდა ერთერთი კომპანიის მენეჯერის მძღოლად, ხოლო შემდეგ წლებში კი გაზეთ Philadelphia Daily News-ის რეპორტიორად მუშაობდა.