არქივი

კუბიზმი (უცნაური ფორმები) მხატვრობაში

bf97465412c8

კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.

კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.

6e99d23c598b

ტერმინი კუბიზმი (ფრანგ cubisme) ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა დაამკვიდრა მან პიკასოს და ჟორჟ ბრაკის ნამუშევრებს ”bizarre cubiques” (უცნაური კუბები) უწოდა(1908). ტერმინი სწრაფად დამკვიდრდა თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს ის კარგა ხანს არ გამოუყენებია.

-ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912) -მონოქრონული ფერების გამოყენებით ობიექტები დაშალეს და ანალიზი ჩაუტარეს ფორმებს.

-სინთეტიკური კუბიზმი (1012-1919)-სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებითეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი მცდელობა

კუბიზმმა დიდი გავლენა იქონია 20 საუკუნის პირველი დეკადენტის მხატვრებზე.

ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.მათი ახლებური ხედვა შემდეგში მდგომარეობდა. კუბისტურ ნამუშევრებში,ობიექტი დაშლილია და ხელახლაა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლადხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად. რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი , თავად ობიექტი ან ობიექტის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა. რაც არამკაფიოდ გამჭვირვალე სივრცეს ქმნის დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა.

231d8bb58be8

10c1feb5b89d

კუბიზმმა შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას როგორიცაა :ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.

be67ed6bc60c

წყარო: история искусство

მსგავსი ამბები

Back to top button