არქივი

ზღვები

kit6u

ერთად გავიგოთ როგორ წარმოიშვა ზღვების სახელები

9nugm

რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი, როცა მასში წყალი ლურჯი ფერისაა? საქმე იმაშია , რომ შავი ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ არის. ზამთარში, როდესაც ცივი ქარებია, იგი იღუშება, წყლის ზედაპირი მუქ ფერ იღებს და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს. ამიტომაც მას შავ ზღვას უწოდებენ.
………………………………………………………………………………………………
ყვითელმა ზღვამს თავისი სახელი მიიღო მდინარე ხუანხესგან, რაც “ყვითელ მდინარეს” ნიშნავს.ამ მდინარეს ზღვაში ჩამოქავს ძალიან ბევრი ოქროსფერი ქვიშა, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერ სძენს.( ყვითელი ზღვა არის ნახევრად-შიდა ზღვა წყნარი ოკეანის აუზში, აზიის სანაპიროებთან.ეკუთვნის 3 ქვეყანას ჩინეთს, ჩრდილოეთი კორეას და სამხრეთი კორეას .ფართობია 416000 კმ2.)
………………………………………………………………………………………………
არსებობს აგრეთვე თეთრი ზღვა. იგი ჩრდილოეთში მდებარეობს და ზამტრობით ყინულის საფარით იფარება. ამიტომაც მას თეთრი ზღვა უწოდეს.(თეთრი ზღვა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შიგა ზღვაა. გაწოლილია ბარენცის ზღვის სამხრეთით.)
………………………………………………………………………………………………
წითელი ზღვაც ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ ამოტივტივდებიან ხოლმე წითელი წყალმცენარეები და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი გაჰკრავს.
(წითელი ზღვა მდებარეობს ინდოეთის ოკეანის, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. სუეცის არხით უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას, ბაბ-ელ–მანდების სრუტით – ადენის ყურესა და არაბეთის ზღვას. ფართობი შეადგენს 438,000 კმ²-ს.)
………………………………………………………………………………………………
არსებობს მარჯნის ზღვა, რომელმაც ეს სახელი იმის გამო მიიღო, რომ მასში უამრავი მარჯნის რიფია განლაგებული.(მარჯნის ზღვა მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში.)
……………………………………………………………………………………………………
u486v

მკვდარმა ზღვამ თავისი სახელი იმიტომ მიიღო , რომ მასში არ ბინადრობს არავითარი ცოცხალი არსება, ვინაიდან მის წყალში მარილის კონცენტრაცია ჩვეულებრივ ზღვის წყალთან შედარებით 10-ჯერ მეტია.

smile ;)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button