ნორდალ გრიგის (Nordahl Grieg) სკოლა ნორვეგიაში
ამ ფოტოსურათებზე თქვენ ნახავთ – ნორვეგიის ნორდან გრეგის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას “Nordahl Grieg Videregående Skole“ ქალაქ ბერგენში. ბერგენი სიდიდით და კულტურული მნნიშვნელობით მეორე ქალაქია ნორვეგიაში, დედაქალაქ ოსლოს შემდეგ; იგი ცნობილია ასევე, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი.
აქ წარმოდგენილი ნორდალ გრიგის მაღალტექნოლოგიური სკოლა აშენდა 2006 წელს და, როგორც ჩანს ფოტოებზე, ბავშვებს ასწავლიან მაქსიმალური კომფორტით.
ნორვეგიული მიდგომა სწავლისადმი საკმაოდ გამოირჩევა არაავტორიტატულობით, გენდერულობით და თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური სწავლებით. აღსანშნავია, რომ ნორვეგიაში სახელმწიფო განათლება არის უფასო. ამასთან, ქვეყანაში სკოლათა უმატესობა საჯაროა. მოსწავლეები სწავლობენ 38 კვირის განმავლობაში, მათ შორის ივნისის თვეშიც. ნორვეგიული სკოლების სისტემა შედგება 13 წლიანი სწავლისგან: 10 წელი დაწყებითი და საშუალო, ხოლო 3 წელი უმაღლესი სკოლა