არქივი

ფოტონის და სინათლის სიჩქარის საიდუმლოს შესახებ (2)

fotoni

ფოტონს არ შეუძლია სხვა არავითარ სიჩქარეზე არსებობა , იგი არსებობს მხოლოდ ზღვრულ , 300000 კმ/წმ სიჩქარეზე! აქ კიდევ ერთი საინტერესო კითხვა ჩნდება : განა შეიძლება ფოტონი შევანელოთ? მაშინ იგი დაკარგავს “სიცოცხლეს” ? დიახ ასეა .

მემგონი წინა პოსტში ამ თემაზე შევჩერდით ხო? გავაგრძელოთ ფოტონის სამეფოში მოგზაურობა …

იმედია შევთანხმდით , რომ სინათლის სიჩქარე მუდმივია და იგი უდრის 300000 კმ/წმ ანუ ფოტონი ან არსებობს სიჩქარით 300000 კმ/წმ, ან საერთოდ არ არსებობს.

მაგრამ … ეს მაგრამ რამდენჯერ ჩაგვეჩარა მოკლედ :D

fotoni2

დავუშვათ სხეულმა გამოასხივა ფოტონი , თუ ეს სხეული უძრავია , მაშინ ყველაფერი რიგზეა . ფოტონი დაბადებისთავანვე მიიღებს თავის მასას და ფოტონურ სიჩქარეს , აქედან გამომდინარე სინათლის სიჩქარეც მუდმივი იქნება , მაგრამ :D , თუ სინათლის წყარო მოძრაობს? ვთქვათ მისდევს თავის მიერ გამოსხივებულ კვანტს (აქ ეს სიტყვა პირველად ვახსენე და შემდეგში განვმარტავ … იგულისხმება ფოტონი) ან პირიქით საწინააღმდეგო მიმართულებით სცილდება მას? ხომ არ დაგვავიწყდა , რომ ყოველი სინათლის წყარო პირობითადაა უძრავი, თორემ დედამიწა მოძრაობს ღერძის გარშემო 30კმ/წმ სიჩქარით, დედამიწა მოძრაობს მზის მიმართ, მზე გალაქტიკის მიმართ , გალაქტიკა სხვა გალაქტიკის მიმართ და სამყაროში ფარდობითობის თეორიის მიხედვით არაფერია უძრავი ! მაშ როგორღა უნდ ვთქვათ რომ ფოტონის სიჩქარე მუდმივია?

როცა არ არსებობს უძრაობა , მას ან მისდევს რაღაც ან პირიქით შორდება? ავიღოთ კონკრეტული მაგალითი : ვთვათ რაიმე წყარომ გამოასხივა კვანტი (იგივე ფოტონი). იგი დაბადებისთანავე სრულყოფილი იქნება, როგორც ვიცით და მოძრაობს 300000 კმ/წმ სიჩქარით , მაგრამ მას მოსდევს უკან სინათლის წყარო სიჩქარით 200000 კმ/სთ , ამ შემთხვევიდან გამომდინარე და მარტივი ლოგიკური დასკვნით ფოტონი წყაროს შორდება არა 300000 , არამედ 100000კმ/სთ სიჩქარით (300000-200000=100000). მაშ რა უფლებით ვამბობთ რომ სინათლის სიჩქარე მუდმივია? მაშინ უაზრო ხდება აინშტაინის ცნობილი ფორმულა : E=MC². ვინაიდან გაურკვეველი ხდება რას უდრის სინათლის სიჩქარე C , ასე ფიქრობდნენ მეცნიერები , სანამ არ გამოჩნდა ალბერტ მაიკელსონი. ის გამოთვლებით მივიდა გასაოცარ დასკვნამდე !!! ამან გააოცა ყველა მეცნიერი . კიდევ ერთი მაგალითი რომელიც მიაკელსონმა წარმოადგინა : ისევ გამოასხივა სინათლის წყარომ ფოტონი სიჩქარე 300000 კმ/წმ , და პროტონი დაედევნა სიჩქარით 299000 კმ/წმ , მათ შორის მანძილი უნდა იყოს 1000 კილომეტრის ტოლი . ხო მართალი ვარ? არაა … ვცდებიიი :D ახლა უნდა დავიჯეროთ კიდევ ერთი სასწაული , მე უკვე აღარ მიჭირს ასეთი სასწაულების დაჯერება . მიქრიან ფოტონი და პროტონი ზემოთხსენებული სიჩქარეებით , ლოგიკურად ფოტონი შორდება პროტონს 1000 კმ/წმ სიჩქაით მაგრამ (ისევ მაგრამ :D ) ფოტონი პროტონს მაინც 300000 კმ/წმ სიჩქარით შორდება ! დამერწმუნებით ძალიან ძნელია ამ სასწაულის მექნიზმის წარმოდგენა ხო?

მოვიშველიოთ ფანტაზია . იგივე სიტუაცია წარმოვიდგინოთ ოღონდ ფოტონზე პაწაწინა დამკვირვებელი გავუშვათ ეტალონთან მიახლოებული სახაზავით და უზუსტესი საათით , ჩვენ შევეკითხებით რა ხდება თქვენთან ? ის გვიპასუხებს ფოტონი მე 300000 კმ/წმ სიჩქარით მშორდება , ჩვენ გავბრაზდებით ჩვენი ლოგიკიდან გამომდინარე , ვეტყვით : ეს შეუძლებელია ! იგი გვიპასუხებს ზუსტად ასეა . ჩვენ ვკითხავთ იქნებ სახაზავი გაგიფუჭდათ ან საათი გამოვიდა მწყობრიდან ? ის გვეტყვის : ჩემი სახაზავი და საათი უზუსტესია , გამორიცხულია შეცდომა , ფოტონი მე 300000 კმ/წმ სიჩქარით მშორდება. აი აქ უნდა ვეძებოთ ამ სასწაულის მექნიზმი :ჩვენი სახაზავებისა და საათებისგან განსხვავებით პროტონის საათი და სახაზავი სხვა წამებს და სხვა კილომეტრებს ზომავენ ! თუ დამკვირვებლის საათი დედამიწაზე უძრავად იყვნენ ახლა მოძრაობენ საშინელი სისწრაფით , გამოდის სიჩქარე ყოფილა ყველაფრის მიზეზი … დედამიწისეული სიჩქარეები თუნდაც ადამიანის მიერ მიღწეული მეორე კოსმოსური სიჩქარე : 11.2 კმ/წმ ძალზე უმნიშვნელო სიჩქარებია და ძნელია დროის ან მასის რაიმე ცვლილებებზე ვისაუბროთ . პროტონმა კი თავისი მასა სინათლესთან მიახლოებული სიჩქარის წყალობით 12-ჯერ გაზარდა , რატომ არ უნდა ვიფიქროთ , რომ დამკვირვებლის საათის რითმი ან სახაზავის სიგრძე 12-ჯერ არ შეიცვალა? ლოგიკა გვიკარნახებს : სიჩქარის ცვლასთან ერთად იცვლება მოძრავი სხეულის მასა , მოძრაობის მიმართულებით მანძილები და დროის დინება თვითონ სხეულზე… ოჰ რა საინტერესოა ეს ყველაფერიიი … :D

აჰა ესეც ჩემი მეორე პოსტი … შემდეგ უკვე დეტალურად მოგიყვებით ამ საიდუმლოს მექანიზმს , დამელოდეთ მესამე პოსტამდე … დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის წინა პოსტის კომენტარების ავტორებს .

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button