უცნაური

ბურიტო

breakfast burrito
ეს შაურმის მსგავსი კერძი ბურიტოა. ყველანი შემოდით გაგრძელებაში.

ესპანურად, სიტყვა “ბურიტო” ნიშნავს ჩოჩორს (ვირის შვილს), მაგრამ ეს კერძი ვირთან არანაირ კავშირში არაა. ბურიტო არის თხელ ლავაშში შეხვეული სხვადასხვა ინგრედიენტები.
ბურიტო მექსიკური კერძის ვარიანტია. ამ მექსიკურს ქვია “თაქო” . ნამდვილი თაქო კეთდებოდა მხოლოდ ბრინჯით და ლობიოთი მაგრამ ამერიკელებმა მას დაუმატეს პომიდორი, არაჟანი, კეტჩუპი, ყველი, ხორცი, სალათები. გამოვიდა სულ სხვა გემოს მქონე კერძი და ეწოდა ბურიტო.  ყოველ კუთხეში ამ კერძს სხვადასხვანაირად ამზადებენ, მე კი შემოგთავაზებთ ბურიტოს ერთ-ერთ  რეცეპტს.

Burrito
თქვენ დაგჭირდებათ:  თხელი ლავაში,  დაჭყლეტილად მოხარშული ლობიო (შავი ან წითელი), თეთრი ბრინჯი, ჩედერის ყველი,  არაჟანი, ხახვი, პომიდორი, ავოკადო.   პირველად მოხარშეთ ბრინჯი, რადგან ყველაზე დიდი დრო უნდა, შემდეგ მოდის უკვე ლობიოს დროც.
ჯობია ლობიო მოადუღოთ ქოთანში, რადგან ასე ყველაზე გემრიელი გამოდის, ცეცხლი გქონდეთ 
დაბალზე ჩაწეული რადგან არ უნდა დაიწვას. სანამ ლობიო და ბრინჯი იხარშება უნდა დაჭრა 
ავოკადო, პომიდორი, ხახვი და გახეხო ყველი.

როდესაც ლობიო და ბრინჯი მორჩებიან ხარშვას უკვე შეგიძლია შეჭამო ბურიტოც. თეფშზე უნდა დააფინო  ლავაში, და მიკროტალღურ ღუმელში უნდა შედგა. დააყენე დაახლოებით 30 წამზე . ამით ლავაში უფრო გარბილდება.

შემდეგ უკვე ეს ყველა ინგედიენტი (ლობიო, ბრინჯი, ავოკადო, პომიდორი, ხახვი, ხველი, არაჟანი) მოათავსე ლავაშზე და შეახვიე.

უკვე შეგიძლია შეჭამო ;)

იმედია მოგეწონებათ .

პლუს ჩემი ნათარგმნია
STB 2

მსგავსი ამბები

Back to top button