გასართობისაკითხავი

ძაღლი – ადამიანის მეგობარი

შინაური ძაღლი, ანუ Canis familiaris, ერთგული და საყვარელი ცხოველია. ადამიანმა ის დიდი ხნის წინ მოიშინაურა და ორივეი, აგერ უკვე 10000 წელია, ერთად შრომობენ და თამაშობენ.

ადამიანი ძაღლს ბევრგვარად ასაქმებდა – დარაჯად, გზის გამკვლევად, მონადირედ და მღრღნელების გამანადგურებლად ამუშავებდა; მის ბეწვსა და ხორცსაც იყენებდა. დღეს დიდ ბრიტანეთში ექვს მილიონამდე ძაღლია, აშშ-ში _ სულ ცოტა, 60 მილიონი. ძაღლის 400-მდე ჯიში არსებობს, რომელთა ზომები და ფორმები ერტმანეთისგან ძლიერ განსხვავდებს – დაწყებული ლანკაშირული იორშიკ-ტერიერით, რომელიც ორი წლისა 113 გ-ს იწონის, და ძველი ინგლისური მასტიფით, ე.წ. “ზორბათი” დამთავრებული (1989 წელს ამ ჯიშის ძაღლის ერთ-ერთი ეგზემპლარი 155 კგ-ს იწონიდა). ძაღლები ხალისიანი, ენერგიული ცხოველები არიან და ყველანაირ გარემოს ეგუებიან. ევოლუციამ მათ ამ მხრივ ბევრი ვერაფერი დააკლო. ბევრნაირი ჯიშის არსებობა იმის გარანტიაა, რომ ყოველთვის მოძებნით თქვენს მოსაწონ ცხოველს. თუ მზრუნველობით და გონივრულად მოეპყრობით, ძაღლი თქვენს გულკეთილობას ერთგულებითა და სიყვარულით უპასუხებს და თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

    ძველისძველი მეგობრები
    ადამიანმა ბევრი ცხოველი მოიშინაურა, მაგრამ მას ყველაზე ახლო და მეგობრული დამოკიდებულება მხოლოდ ძაღლთან აქვს. XII საუკუნეში წმ. ბერნარი ამბობდა: “ვისაც მე ვუყვარვარ, მას ჩემი ძაღლიც უნდა უყვარდეს”

ძაღლების აღნაგობა და ანატომია

ძაღლი მეძებარი ცხოველია, ამტანი, მომთმენი, ჭკვიანი და სწრაფი. ის, უპირველეს ყოვლისა, სოციალური არსებაა, განსხვავებით კატისგან, რომელსაც მარტოსულობა ახასიათებს.

შეგრძნებები

ძაღლს იგივე შეგრძნებები აქვს, რაც ადამიანს, მაგრამ, მისი შეგრძნებები სიძლიერით ბევრად აღემატება ადამიანისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენსა და მათ წინაპრებს სხვადასხვა მოთხოვნილებები ჰქონდათ.

ყნოსვა

ძაღლებს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ. მართალია, ყნოსვითი შეგრძნება ძაღლის სხვადასხვა ჯიშს განსხვავებული აქვს, მაგრამ ყველა მათგანის ყნოსვა გამორძეულია და ჩვენსაზე დაახლ. მილიონჯერ (1 000 000) ძლიერია… მხოლოდ გველთევზასა და პეპელას აქვთ ძაღლზე უკეთესი ყნოსვა. საფრანგეთსა და იტალიაში ძაღლებს, ერთერთი მცენარის, Truffle Fungus-ის საპოვნელად იყენებენ, რომელიც მიწის ქვეშ 30სმ სიღრმეზე იზრდება, ხოლო ნიდერლანდებსა და დანიაში მათ გაზის გაჟონვის ადგილის აღმოჩენაში იხმარებენ.  ნებისმიერი ძაღლი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ყველაზე დახვეწილი სუნის საზომი მოწყობილობა, ამიტომ, ბევრ ჯიშს ასაფეთქებელი ნივთიერებების, ნარკოტიკებისა და ადამიანების საძებრად იყენებენ.

როგორ ახერხებენ ძაღლები ამას?
სუნი შედგება განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებების მოლეკულებისგან. როცა ეს მოლეკულები ცხვირის შიგნით არსებულ სპეციალურ ყნოსვის მემბრანას მოხვდება, ნერვულ იმპულსებს “სუნის ინფორმაცია” ტვინის განსაკუთრებულ ნაწილში გადააქვს. ყნოსვის მემბრანები ძაღლს უკეთესად აქვს განვითარებული, ვიდრე ადამიანს. ზრდასრული ადამიანის ცხვირში ყნოსვის არეალი დაახლოებით 3 კუბური სანტიმეტრია, ძაღლის დრუნჩში კი საშუალოდ 130 კუბურ სანტიმეტრს აღწევს. ყნოსვის ამ ორგანოს ნაკეცები აქვს ცხვირში შემავალი ჰაერის გასაფილტრად. ამ ფუნქციის შესასრულებლად ძაღლებს გრძელი დრუნჩი განუვითარდათ (გამონაკლისია ბოლოხანს გამოყვანილი “ხელოვნური” ჯიშები). ასევე, ძაღლის ყნოსვით მემბრანაში ბევრად უფრო მეტი მგრძნობიარე უჯრედია, ვიდრე ადამიანისაში. ჩვენ, ადამიანებს, 5 მლნ მგტძნობიარე უჯრედი გვაქვს, ტაქსას – 125 მლნ, ფოქსტერიერს – 147 მლნ და გერმანულ ნაგაზს – 220.

ძაღლს ყნოსვაში დრუნჩის სველი წვერი ეხმარება: ის ხსნის ჰაერში მოფარფატე მოლეკულებს, აკავშირებს მათ ყნოსვის მემბრანასთან  და ძველი სუნის ნარჩენებს აქარწყლებს. პიგმენტიც მნიშვნელოვანია ყნოსვაში, თუმცა მისი მუშაობის სისტემა ნათელი არ არის, ვინაიდან პიგმენტი მგრძნობიარე უჯრედებში კი არა, მათ სიახლოვესაა. მიუხედავად ამისა, მაინც მიიჩნევენ, რომ ძაღლის მუქი ფერის ნაზალური მემბრანები და შავი პიგმენტი დრუნჩში შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს ძაღლის ყნოსვით შეგრძნებაში. მეძებარი ძაღლები ადამიანებს ოფლის სუნით ცნობენ. ადამიანის ოფლის სუნი ისევე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი. ძაღლს შეუძლია იგრძნოს ადამიანის “ყნოსვითი იმიჯი”. აგრეთვე, მას აქვს სუნის სხვადასხვა გამოვლინების დედუქციის უნარი, რაც შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე მეტრზე გაჰყვეს კვალს, დააფიქსიტოს იმიჯის ცვლილება და იმასაც მიხვდეს, რა გზით მიდიოდა ადამიანი.

გემო

გემოს შეგრძნება ძაღლს ადამიანთან შედარებით ნაკლებად აქვს განვითარებული. შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანის ვეგეტარიანელი წინაპრისგან განსხვავებით, ძაღლები ხორციმჭამელები არიან , რომელიც მსხვერპლს შორ მანძილზე მისდევენ და იმის ჭამას უნდა დასჯერდნენ, რასაც მოინადირებენ.

სირბილი

კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ავაზა ხმელეთზე მცხოვრები უსწრაფესი ძუძუმწოვარია, რომელიც 129 კმ/სთ–მდე სიჩქარეს ანვითარებს (წინა პოსტზე შეცდომა მქონდა). ძაღლის ოჯახის სწრაფი წარმომადგენლები მას ვერ შეედრებიან, თუმცა მგლები დაახლოებით 56 კმ/სთ სისწრაფით დარბიან. სალუკი და გეიჰაუნდი (ძაღლის ჯიშები), რომლებიც საგანგებოდ “მორბენლებად” არიან  გაწვრთნილები, 70 კმ/სთ სიჩქარესაც აღწევენ, ასევე რუსული მწევარი 97 კმ/სთ სიჩქარით დარბის.

და ბოლოს: ბონუსი (?)

არავინ შენედავოს ამ პოსტში როგორც წინაზე :D მე მიყვარს ძაღლები, და მთელი ცხოვრება ძაღლებში ვიზრდები ( :lol2: ) და + კატებს ვერ ვიტან :dasja:

ძაღლები, პატარაობაშივე ითვისებენ მათთვის საჭირო თვისებებს (მაგალითად კატას რო უნდა გამოეკიდოს). მაგრამ ზოგი ამას ძაღლებს არ ასწავლის და ნახეთ საწყალი ძაღები:

დასასრული…  :mamao:

მე ხელები დამწყდა ამის წერით და შენ უცბად უნდა დააკოპირო?  :matraxi: :dasja:

By Tyiuri 56

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close