გასართობისაკითხავიუცნაური

საინტერესო ფაქტები ფეხბურთის ისტორიიდან 2

პენალტის გატანა…თავით
ეს წარმოუდგენელი პენალტი 1971 წელს, “მშენებელის” ფეხბურთელმა, ალექსანდრ მალადეცკიმ გაიტანა.

“გამოვექანე, დავიხარე და თავით დავარტყი ბურთს… გოოოლ! ბურთი მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გავიდა.”

– განაცხადა ალექსანდრმა. რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ ნება თქვენია… გინდ დაიჯერეთ, გინდ არა…

დაზარალებული ძელი
ეს შემთხვევა დაფიქსირდა 1980 წელს, რუმინეთის ქალაქ ტიმოშოარაში, ადგილობრივი “პოლიტექნიკურისა” და ბრაზილიური “ატლეტიკოს” მატჩში. ერთ-ერთი ბრაზილიელი თავდამსხმელი მაღალი სისწრაფით შევიდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში და მეკარესთან პირისპირ დარჩა… მეკარე ნახტომით ფეხებში ჩაუვარდა თავდამსხმელს – თავდამსხმელი წაიქცა და ძელს თავით დაეჯახა… ძელმა ამ დარტყმას ვერ გაუძლო და კარი წაიქცა. მსაჯს თამაშის შეწყვეტა 20 წუთით მოუხდა, რათა მუშებს “დაზარალებული” კარი შეეკეთებინათ… ბრაზილიელ თავდამსხმელს არაფერი მოსვლია, უბრალოდ ადგა და თამაში განაგრძო.

ყველაზე სამართლიანი მსაჯი
ყველაზე სამართლიანი მსაჯი – ინგლისელი არბიტრი მელვინ სილვესტრი. თამაშის მსვლელობისას, ერთ-ერთი გუნდის თავდამსხმელი რიჩარდ კერდი მსაჯს ხშირად ეკამათებოდა და ბოლოს ხელითაც შეეხო… ეს არბიტრმა ვერ მოითმინა და კრივის რამოდენიმე ოსტატური დარტყმით “მოწინააღმდეგე” მიწაზე დასცა… ამის შემდეგ მან წითელი ბარათი ამოიღო და საკუთარი თავი მოედნიდან გააძევა…

ყველაზე გრძეეეეეეეეეეელი მატჩი
ყველაზე გრძელი საფეხბურთო მატჩი ირლანდიური კლუბის “კალინაფერსის” ორმა გუნდმა ითამაშა. გამარჯვებული გამოვლინდა… 65 საათისა და 1 წუთის შემდეგ.

ყველაზე ძვირი მატჩი
მადრიდის “რეალის” თავგადაკლულმა ფანმა, ფელიქს გაელმა ვერანაირად შეძლო მადრიდის “რეალისა” და “ბილბაო ატლეტიკის” თამაშზე ბილეთის აღება… მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი… ფელიქსს ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდა, როცა უეცრად ვიღაც უცნობმა ადამიანმა მას ამ თამაშის ბილეთი აჩუქა. ფელიქსს ძალიან გაუხარდა და მადლობის ნიშნად უცნობ ადამიანს ლატარიის ბილეთი მისცა…. რამდენიმე დღის შემდეგ მან გაიგო, რომ იმ ლატარიის ბილეთმა 300 000 პესეტი (ესპანეთის ფულის ერთეული) მოიგო…

თავდამსხმელი კურდღელი
1984 წელს, სომხეთის პატარა ქალაქ გიუმრში ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა ადგილობრივ გუნდსა და ერევნის რძის ფაბრიკის ფეხბურთელებს შორის. 80 წუთამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო გოლის გატანა და ანგარიში 0-0 იყო. “გიუმრის” ერთ-ერთი ფეხბურთელის არაზუსტი დარტყმის შემდეგ, ბურთი ნელა მიგორავდა ხაზის ზღვარზე… უეცრად, სად იყო და სად არა, მოედანზე გამოჩნდა კურდღელი, მოხვდა მას და ბურთი კარში შევიდა. არბიტრს სხვა რა გზა ჰქონდა?! გოლი ჩათვალა. ეს გოლი “გიუმრის” თავდამსხმელს მიაწერეს, რომელიც ბურთს ბოლო შეეხო.

ფეხბურთელი არქეოლოგი
იტალიის ქალაქ ასტში ჩატარებული ამხანაგური მატჩის დროს, ადგილობრივი გუნდის ფეხბურთელამა, მასკიომ ბურთს ძლიერად მოუქნია ფეხი… ააცილა და მიწას ამოარტყა… დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ მასკიომ ფეხი ძალიან დაიზიანა. როცა ნიადაგი შეისწავლეს, აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც ისტორიისთვის ღირებულ აღმოჩენას წარმოადგენდა. მასკიომ ფულადი პრემია და “დამსახურებული არქეოლოგის” ჯილდო მიიღო…

5 ბარათი ერთ მოთამაშეს
ეს კურიოზული ფაქტი ბრაზილიაში მოხდა, პიაუის შტატში. ადგილობრივი “რივერისა” და “ოეირასის” შეხვედრაში არბიტრმა ერთ მოთამაშეს 5 ბარათი უჩვენა… “ოეირასის” მოთამაშეს, პაულო არაუჟოს მსაჯმა, ედმილსონ ტიმოთეო და სილვამ 2 ყვითელი ბარათი აჩვენა და ავტომატურად გაძევებულ იქნა მოედნიდან მესამე, წითელი ბარათით… მაგრამ არაუჟომ მოედანი არ დატოვა და თამაში განაგრძო. ცოტა ხნის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ დაარღვია თამაშის წესები და მესამე ყვითელი ბარათი მიიღო. მეორე წითელი ბარათის მიღების შემდეგ ფეხბურთელი იძულებული იყო მოედანი დაეტოვა… 2 წითელ ბარათს + 3 ყვითელი ბარათი = 5 ბარათს

ცოლი მსაჯს დაემუქრა
ცნობილმა პორტუგალიელმა არბიტრმა, ჟოზე აბენდოლამ დაიწყო ანონიმური წერილების მიღება, სადაც ავტორი მას ცემითა და მოკვლითაც კი ემუქრებოდა, თუ ის არ შეწყვეტდა მოედანზე გასვლას და მსაჯობას… შეშინებული ჟოზე პოლიციაში მივიდა. გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ანონიმურ წერილებს ჟოზეს… მისი ცოლი წერდა.

“მე ვერანაირად შევძელი ჩემი ქმრის სახლში გაჩერება, კვირა დღესაც კი და იძულებული გავხდი უკიდურესი ზომებისთვის მიმემართა”

– განუცხადა ცოლმა პოლიციას.

შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული ფეხბურთელს დაეხმარა

თავდაპირველად, შვედური გუნდის “გიოტერბორგისა” და ქალაქ დეგერფორსის გუნდს შორის მატჩი ჩვეულებრივად დაიწყო… ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ახერხებდა გილის გატანას… ყველაფერი ერტი მომენტის შემდეგ შეიცვალა. “გიოტერბორგის” თავდამსხმელს, იოჰანსონს ცოლი სამშობიაროში ყავდა დატოვებული… თამაშის მსვლელობისას მას შეატყობინეს, რომ მისმა ცოლმა იმშობიარა და გოგონა შეეძინა. ის მაშინვე თამაშის მთავარი ფიგურა გახდა – მან დარჩენილ დროში ოთხი გოლის გატანა შეძლო. “აი რა შეუძლია სიხარულს” – განაცხადა მატჩის შემდეგ მთავარმა არბიტრმა…

პირველი ნაწილი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close